ეფექტური და ერგონომიული ზედაპირების სახვეტი კერხერისგან – S 6 Twin წლის ნებისმიერ დროს, ყველა ტიპის დაბინძურებასთან გამკლავებაში მოგეხმარებათ, იქნება ეს ყვავილები გაზაფხულზე, ქვიშა ზაფხულში, ფოთლები შემოდგომაზე თუ ხრეში ზამთარში. აპარატის 2 მბრუნავი ჯაგრისი, რომელიც ჯამში 860მმ-ს ფარავს, საშუალებას მოგცემთ, საათში 3000 კვ/მ-მდე ტერიტორია დაასუფთაოთ. დაბინძურება 38 ლიტრი მოცულობის რეზერვუარში გროვდება, რომლის დაცარიელებაც ძალიან მარტივია. რაც მთავარია, აპარატი სრულიად მექანიკურია, ანუ არ საჭიროებს ნაწილების ცვლას თუ ელექტროენერგიას.