ეფექტური და ერგონომიული ზედაპირების სახვეტი კერხერისგან – S 4 Twin წლის ნებისმიერ დროს, ყველა ტიპის დაბინძურებასთან გამკლავებაში მოგეხმარებათ, იქნება ეს ყვავილები გაზაფხულზე, ქვიშა ზაფხულში, ფოთლები შემოდგომაზე თუ ხრეში ზამთარში. აპარატის 2 მბრუნავი ჯაგრისი, რომელიც ჯამში 680მმ-ს ფარავს, საშუალებას მოგცემთ, საათში 2400 კვ/მ-მდე ტერიტორია დაასუფთაოთ. დაბინძურება 20 ლიტრი მოცულობის რეზერვუარში გროვდება, რომლის დაცარიელებაც ძალიან მარტივია. რაც მთავარია, აპარატი სრულიად მექანიკურია, ანუ არ საჭიროებს ნაწილების ცვლას თუ ელექტროენერგიას.