როგორ ვიყიდოთ ვიდეო რეგისტრატორი განვადებით?

ავტომობილის ვიდეო რეგისტრატორები ძალიან გაყიდვადი პროდუქტია, გამომდინარე მისი ფართო გამოყენებისა სხვადასხვა კუთხით და ამავე დროს საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასებიდან.

როგორ ვიყიდოთ ვიდეო რეგისტრატორი განვადებით?

ბუნებრივია, მასზე მოთხოვნა განსაკუთრებით იმ ავტომფლობელებისგან ყალიბდება, რომელთა ავტომობილიც არ არის აღჭურვილი თანამედროვე პარკინგ სისტემითა და უკანა ხედვის კამერით. თუმცა, აქვს რა უსაფრთხოების ფუნქციაც, ეს პროდუქტი არა მხოლოდ მათთვის გახლავთ საინტერესო.

პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ ვიდეო რეგისტრატორი განვადებით ისურვე.ჯი-ზე იყიდება, თანაც საუკეთესო პირობებით საქართველოში, ეხლა კი გადავიდეთ ძირითად კითხვებზე, რომლებიც მომხმარებლებს ამ ძალიან საჭირო ავტო აქსესუარის ყიდვის დროს უჩნდებათ ხოლმე:

როგორ შევარჩიოთ რეგისტრატორი?

დავიწყოთ იმით, თუ რამე გამოყენება აქვს მას და რა ფუნქციის გამო შეიძლება დაგჭირდეთ:

  • მანქანის წინ მიმდინარე მოვლენების ჩაწერის ფუნქცია მოძრაობის დროს;
  • უკანა ხედვის კამერა, რომელიც როგორც წესი არ იწერს, მაგრამ ძალიან გამოსადეგია პარკინგის პროცესში;
  • სალონის ჩაწერის ფუნქცია;
  • უსაფრთხოება - შეუძლია რა გააკონტროლოს და ჩაიწეროს მანქანის გარშემო არსებული ვითარება გამორთული ავტომობილის პირობებშიც კი.

გამომდინარე აქედან, არჩევანს აკეთებთ 2 ან 3 კამერიან რეგისტრატორებს შორის. ამათგან პირველი მხოლოდ წინა და უკანა ხედვის კამერებითაა აღჭურვილი, ხოლო მეორეს დამატებით სალონის გადაღება და ჩაწერაც შეუძლია.

ბაზარზე არსებობს რეგისტრატორები, რომლებსაც მხოლოდ წინა კამერა აქვს და უკანა ხედვა არ გააჩნიათ, თუმცა მასზე არსებული დაბალი მოთხოვნის გამო ჩვენი მაღაზია ასეთ მოდელებს არ გთავაზობთ.

მას შემდეგ, რაც შევარჩიეთ სასურველი ტიპი, გადავიდეთ დამატებით მახასიათებლებზე:

  • რამდენ GB-იანი ჩიპი აქვს და მოყვება თუ არა ის საჩუქრად, ასევე რა არის ჩიპის შესაძლო მაქსიმალური მოცულობა;
  • რამდენი საათის განმავლობაში იწერს უწყვეტ რეჟიმში და როგორია ამ მხრივ ბაზარზე არსებული მოდელების საუკეთესო მაჩვენებლები;
  • აქვს თუ არა HD ჩაწერის ფუნქცია;
  • იწერს თუ არა ხმას;
  • მუშაობს თუ არა გამორთულ (ჩამქრალ მანქანაზე) მდგომარეობაში;
  • რა სიგრძისაა მისი კაბელი, ანუ წვდება თუ არა წინა საქარე მინიდან მანქანის უკან, ნომრის ადგილამდე. ეს განსაკუთრებით საინტერესოა სამარშრუტო ტაქსების და მინივენების მფლობელთათვის.

ყველა ამ მაჩვენებლით, Carpro-ს ფირმის რეგისტრატორები, რომლებსაც ისურვე გთავაზობთ, რეალურად საუკეთესო არჩევანია, განსაკუთრებით, ფასის და განვადების პირობების გათვალისწინებით.

ასე რომ, ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ ფეისბუქზე, ან უბრალოდ დააფიქსირეთ შეკვეთა და დაელოდეთ ჩვენი ოპერატორის ზარს.

პოპულარული მოდელები

ვიდეო რეგისტრატორი Carpro წინა, უკანა და სალონის ხედვის კამერით
ვიდეო რეგისტრატორი Carpro წინა, უკანა და სალონის ხედვის კამერით
Regular price 200.00 ლარი 119 ლარი / თვეში 7 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ავტომობილის უკანა ხედვის კამერა ნათებით CarPro A-101
ავტომობილის უკანა ხედვის კამერა ნათებით CarPro A-101
Regular price 40.00 ლარი 29 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი