გასაბერი აუზი განვადებით იყიდეთ და მისი შეცვლა ან დაბრუნება გსურთ?

ამ სტატიაში გვსურს საკმაოდ აქტუალურ საკითხს შევეხოთ, კერძოდ, დამტკიცებული და ხელმოწერილი განვადების გაუქმების პროცედურას.

რატომ კონკრეტულად აუზებს? იმიტომ რომ ის ერთ-ერთი სპეციფიკური პროდუქტი გახლავთ, რომლის მიღების და გახსნის შემდეგ უკან დაბრუნების პროცესი როგორც წესი საკმაოდ გართულებული გახლავთ ხოლმე, თუ ცხადია, საქმე მექანიკურ ან რაიმე სხვა ტიპის ქარხნულ დაზიანებასთან არ გვაქვს.

განსაკუთრებით საინტერესოა შემთხვევები, როცა გასაბერი აუზი განვადებით გაქვთ ნაყიდი, კურიერმა ის მისამართზე მოგიტანათ, გახსენით, გაბერეთ და უბრალოდ აღარ გსურთ მისი გამოყენება, მარტივად რომ ვთქვათ - გადაიფიქრეთ.

აქვე გვინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ მომხმარებლის კმაყოფილება, მისი შენაძენით მიღებული სიხარული და ზოგადად, მომსახურების მაღალი სტანდარტი ჩვენი მთავარი ამოცანაა, თუმცა ხანდახან მაინც გვიწევს გარკვეული შეზღუდვების დაწესება და აუზების, განსაკუთრებით კი გასაბერი ვარიანტების შემთხვევაში ისინი საკმაოდ აქტუალურია

განვადების ან ზოგადად შენაძენის გაუქმება და თანხის უკან დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში:

  • თუ აუზს აქვს ქარხნული წუნი და არ გსურთ ახლით შეცვლა ან სხვა მოდელში გადაცვლა;
  • ნივთი არ მიგიღიათ ან მიღების დრო გადაცდა წინასწარ შეთანხმებულ ვადას;
  • მიიღეთ სხვა მოდელი და არა ის, რომელიც შეკვეთილი გქონდათ;
  • მიიღეთ აუზი, მაგრამ არ გაგიხსნიათ, ან კარკასულების შემთხვევაში გახსენით მაგრამ არ აგიწყვიათ, ანუ შესაძლებელია მისი სტანდარტულ შეფუთულ მდგომარეობაში უკან დაბრუნება;

შესაბამისად, თუ გასაბერ აუზს მიიღებთ, გაბერავთ და შემდეგ გადაწყვეტთ, რომ აღარ გსურთ, სამწუხაროდ განვადების გაუქმება ვერ მოხერხდება, მითუმეტეს, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაშიც კი ეს პროცედურა ჩვენი მხრიდან საკმაოდ რთულ სამუშაოსთან და ხარჯებთან გახლავთ დაკავშირებული.

აქვე გაეცანით პოსტს, განვადებით შეძენასთან დაკავშირებული ზოგადი სასარგებლო რჩევების შესახებ.

პოპულარული მოდელები

გასაბერი აუზი 262x175x51სმ 778 ლიტრი Bestway 54006
გასაბერი აუზი 262x175x51სმ 778 ლიტრი Bestway 54006
Regular price 109 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
გასაბერი აუზი 305х76 სმ 3638 ლიტრი Bestway 57266
გასაბერი აუზი 305х76 სმ 3638 ლიტრი Bestway 57266
Regular price 300.00 ლარი 179 ლარი / თვეში 10 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
გასაბერი აუზი 244х66სმ 2300 ლიტრი Bestway 57448
გასაბერი აუზი 244х66სმ 2300 ლიტრი Bestway 57448
Regular price 119 ლარი / თვეში 7 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
გასაბერი აუზი 366х76სმ 5377 ლიტრი Bestway 57273
გასაბერი აუზი 366х76სმ 5377 ლიტრი Bestway 57273
Regular price 339.00 ლარი 229 ლარი / თვეში 13 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია