ყურძნის მექანიკური საწური UCO
ყურძნის მექანიკური საწური UCO
Regular price 230.00 ლარი 129 ლარი / თვეში 8 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია

ყურძნის პრესი

ყურძნის პრესი, როგორც ელექტრო, ისე მექანიკური ყურძნის საწური დანადგარები საუკეთესო ფასად და ონლაინ საბანკო განვადებით. უფასო საკურიერო სერვისი ყველა ქალაქსა თუ სოფელში.

ყურძნის პრესი შინამეურნოებისთვის აუცილებელი ატრიბუტია

საქართველო რომ ღვინის ქვეყანაა, ამაზე სრულიად მსოფლიო თანხმდება.

ყურძენთან ქართველის ურთიერთობა საუკუნეებს ითვლის და სწორედ ამიტომ არის ყურძნის პრესი მეღვინეებისა და მევენახეებისთვის ასეთი აუცილებელი მოწყობილობა.

ყურძნის პრესი დაგეხმარებათ მოკლე დროში დაწუროთ დიდი რაოდენობის ყურძენი და ეს რთული საქმე მარტივად შეასრულოთ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, რადგან მოსავლის აღება და მისი დაბინავება ძალიან დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს.

ყურძნის საწური პრესი სხვადასხვა მასალითა და წარმადობით

შემოთავაზება, რომელსაც ისურვეზე იხილავთ, მოიცავს ყურძნის საწურების უზარმაზარ ასორტიმენტს.

ყურძნის პრესი ფასი ძირითადად დამოკიდებულია მის წარმადობაზე, თუ რა რაოდენობის ყურძენს წურავს ერთდროულად, რაც შეეხება მასალას, რომლითაც წნეხი მზადდება, გვხვდება როგორც მეტალის, ისე ნატურალური ხის.

ღვინის წარმოება მოსავლის აღებიდან, ყურძნის დამუშავების მომენტიდანვე იწყება. თუკი ადრე, ღვინის დასაწურად მხოლოდ ხელით შრომა იყო საჭირო,  (უფრო სწორად ფეხით შრომა) მალე ეს პროცესი რადიკალურად შეიცვალა. პირველი ყურძნის პრესი  სწორედ ესპანეთში, მე-17 საუკუნის დასაწყისში გამოიგონეს.

ყურძნის პრესი

დღესდღეობით, ღვინის ქარხნები იყენებენ მაღალპროდუქტიულ დანადგარებს, რომელთაც შეუძლიათ საათში ათობით ტონა მოწოდებული ნედლეულის გადამუშავება.

შინამეურნეობისთვის შეიძლება  გამოყენებული იყოს პატარა მოწყობილობები, იგივე ყურძნის პრესი,  რომელიც ძალიან კომფორტული და მარტივი გამოსაყენებელია.

ყურძნის პრესი - შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი მოდელი ისურვეზე

ყურძნის პრესის შერჩევისას უნდა იცოდეთ თუ რა განსხვავებაა კონკრეტულ მოდელებს შორის, რომელთა შორისაც უნდა შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი.

ყურძნის გადამამუშავებელი დანადგარები მზადდება რამდენიმე სქემის მიხედვით:

  • მოწყობილობა როლიკებით - მასში სპეციალური ფორმის ორი პარალელური როლიკერი ბრუნავს;
  • გადამამუშავებელი მექანიზმი - ამ თანმიმდევრობით ნედლეულის ნაწილი იშლება და გადადის საცავის მოწყობილობაში;
  • სახეხი პირები - აქტივატორი ბრუნავს ყურძნის მასის შიგნით, ხოლო მისი პირები აქტიურად მოქმედებს კენკროვანზე და შლის მათ.

მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ ყურძნის წვენის საწარმოებლად უნდა გამოიყენოთ ისეთი  მასალა, რომელიც არ წარმოქმნის ქიმიურ რეაქციებს. ასეთი მასალებია: ფოლადი, პლასტმასი, მინა ან ხე.

გარკვეული რაოდენობის ხილისა და კენკრის ნედლეულის გადამუშავების შემდეგ, დანადგარები  უნდა გაირეცხოს ტუტე ხსნარებით, შემდეგ კი აუცილებლად სუფთა წყლით.

ყურძნის საწურის მუშაობის პრინციპი შემდეგნაირია - პირველ რიგში, კენკრას არჩევენ და ათავსებენ კონტეინერში. სახელურების როტაციის საშუალებით,  შესაძლებელია ხრახნიანი მექანიზმის მოძრაობა. კენკრისგან გამოწურული  საბოლოო წვენი,  ხვრელების მეშვეობით მიედინება წინასწარ გამზადებულ ავზში.

ყურძნის პრესის  წარმოებისთვის გამოიყენება უჟანგავი ფოლადი ან ხე. უმჯობესია გამოიყენოთ ხისტი მასალა, მაგალითად,  როგორიცაა - წიფელი. მასალებისგან ამზადებენ ასევე სადრენაჟე ნაწილს, რომელიც დაკავშირებულია ლითონის რგოლებთან.

ყურძნის პრესი

ყურძნის ფართომასშტაბიანი დამუშავებისთვის საჭიროა ელექტროძრავიანი მოწყობილობა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ლილვის ბრუნვის სიჩქარე უნდა იყოს არაუმეტეს 3-4 ბრ / წმ. გამოიყენება გადაცემათა კოლოფი, რომლის სიჩქარეა 180-240 rpm. ენერგია საჭირო იქნება დაახლოებით 1-2 კვტ.

ყურძნის პრესის  შემთხვევაში, წვენის გამოსაწურად გამოიყენება მოწყობილობის ხელის მექანიზმი,  რომლის უპირატესობა  მიღებული დიდი რაოდენობით წვენია. კენკრის მთლიანი მოცულობიდან, პროდუქტის 70% გამოდის.

რთული კონსტრუქციით გამოირჩევა ჰიდრავლიკური ყურძნის  პრესი, რომელსაც ხელის მექანიზმის ნაცვლად,  დამონტაჟებული აქვს ავზის ფორმის მემბრანა, რომელიც  ფართოვდება წყლის  მიწოდების შემდეგ, რაც იწვევს 1-2 ატმოსფეროს წნევას. წვენი გამოდის გარსის კედლების ზედაპირზე არსებული ხვრელების მეშვეობით.

და ბოლოს, აუცილებლად უნდა წარმოგიდგინოთ ჩვენ საიტზე წარმოდგენილი ყურძნის მექანიკური საწური, რომელიც დაგეხმარებათ თქვენთვის სასურველი დავალებების შესრულებაში.

ყურძნის პრესის ძირითადი მახასიათებლებია 180 კგ/სთ წარმადობა და 220 მმ ბორბლების ზომა. კორპუსის მასალა მთლიანად შეღებილი რკინაა, ხოლო ბორბლები ებონიტის მასალისგანაა დამზადებული.

არის კიდევ ერთი ვარიანტი, შედარებით მაღალფასიანი ყურძნის ელექტრო საწური, რომელიც შესანიშნავად გამოიყენება ხილის დასაწურადაც.

დანადგარის ვოლტაჟი 220 V-ია, სიხშირე 50 Hz, სიმძლავრე კი 1500 W. ბრუნის სიხშირე წუთში 2850-ია, წარმადობა კი 500 - 700 კგ/სთ.  ბორბლების ზომა 220 მმ-ია,  მასალა კი მთლიანად მწვანე ფერში წარმოდგენილი  შეღებილი რკინაა.

ბორბლის მასალა ებონიტისაა, ხოლო მწარმოებელი ქვეყანა რუსეთია.

ბოლოს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, საოჯახო და პროფესიული ტექნიკის ყველაზე მდიდარი არჩევანი ჩვენს საიტზეა, ფასდაკლებებით, განვადების სისტემით და მთელი საქართველოს მაშტაბით შენაძენის სახლში მიტანის უფასო სერვისით.