სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის
ბავშვის მანქანები
ბავშვის მანქანები თქვენი პატარის გასართობად ერთ-ერთი საუკეთესო სათამაშოა. გარდა გართობისა, ის ბავშვს ეხმარება ასევე მოტორიკისა და გარემოსთან კონტაქტის განვითარებაში.
ისურვეზე შეძენილ პროდუქტებზე ვრცელდება გარანტია, ხოლო შესყიდვისას შეგიძლიათ ისარგებლოთ კომფორტული ტრანზაქციის პროცესით.
ადრე, თუკი საბავშვო ელექტრო მანქანებით ბავშვის გასეირნებას მოისურვებდით, ამისთვის რომელიმე გასართობ ატრაქციონს უნდა სწვეოდით, მაგრამ დღეს უკვე ყველა ბავშვს შეუძლია ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი.
მოდელების სპექტრი, რომლებიც განსხვავდება ერთმანეთისგან დიზაინითა და ტექნიკური მახასიათებლებით - უბრალოდ ძალიან დიდია. ბავშვის მანქანების რეიტინგი დაგეხმარებათ მშობლებს, რომ იპოვოთ სასურველი ელექტრო ავტომობილები თქვენი შვილებისთვის.
შეიძინეთ საბავშვო მანქანა და გაახარეთ თქვენი პატარები, მოდელის შერჩევაში კი ჩვენი მიმოხილვა დაგეხმარებათ.
ბავშვის მანქანების ტიპები:
შერჩევამდე აუცილებელია იმის განსაზღვრა, თუ რა ტიპის მანქანის ყიდვას ფიქრობთ პატარებისთვის. მოწყობილობები ერთმანეთისგან დიზაინითა და გაფორმების მიხედვით განსხვავდება, რომლებიც შეიძლება დაიყოს რამოდენიმე კატეგორიად:
- სასეირნო მანქანები - შესაფერისია მოასფალტებულ გზაზე სატარებლად;
- ყველგანმავალი მანქანები (ჯიპები) - შესაფერისია რთულ გზებზე გადასაადგილებლად (ქვიშა, ბალახი და ა.შ);
- კვადროციკლები - აქვს 4 ცალი დიდი ბორბლები, რომლებიც კარგი ამტანობით გამოირჩევა;
- მოტოციკლეტები - ასაკიდან გამომდინარე, შეიძლება ჰქონდეს 2 ან 3 ბორბალი;
- ტრაქტორები - აღჭურვილია ჩვეულებრივ დიდი ბორბლებით, რომლებიც გამოირჩევიან კარგი სტაბილურობით ამიტომ, შესაფერისია პატარა ასაკის მძღოლებისთვისაც კი.
ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, შეიძლება განვასხვავოთ ბავშის მანქანების რამოდენიმე ჯგუფი:
- 1-დან 3 წლამდე მანქანები - აქვთ კომპაქტური ზომები და მოძრაობის დაბალი სიჩქარე (5 კმ / სთ-მდე). ჩვეულებრივ, აღჭურვილია დისტანციური მართვის საშუალებით.
- 3-დან 5 წლამდე მანქანები - მოძრაობის სიჩქარე - 7-8 კმ / სთ-მდე. ხშირ შემთხვევაში, აღჭურვილია ხმოვანი სიგნალებით.
- 5-დან 12 წლამდე მანქანები - სიჩქარე 10-12 კმ / სთ-ია, ზოგჯერ მეტი. აქვთ ნამდვილი ავტომობილების დიზაინი, რაც განსაკუთრებით ახარებთ ბავშვებს.
საუკეთესო საბავშვო ელექტრო მანქანები:
Mercedes-Benz GLA
ბავშვებისთვის ელექტრო მანქანების ერთ-ერთ საუკეთესო მოდელად ითვლება Mercedes-Benz GLA. მანქანას აქვს უნიკალური, თანამედროვე დიზაინი, რომელიც აღჭურვილია კონდიციონერით. მანქანის უნივერსალურობას ხაზს უსვამს რბილი ტყავის სკამები და უსაფრთხოების ღვედები. შესაფერისია 8 თვიდან 6 წლამდე ბავშვებისთვის.
ავტომობილის წონაა 21 კგ, რომელიც 7 კმ / სთ-მდე სიჩქარით გადაადგილდება. აქვს გადაცემათა კოლოფის ღილაკი 4 რეჟიმით, გასახსნელი კარები, დიდი რეზინის ბორბლები და მაღალი ხარისხის კორპუსი.
Porsche Cayman 180 W
ბავშვებისთვის განკუთვნილ, ორადგილიან ელექტრო მანქანებს შორის, უპირატესობას Porsche Cayman 180 W იკავებს. ეს არის დიდი და ძლიერი მოდელი, რომელსაც 15 კმ / სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია. შესაფერისია ყველა ასაკის ბავშვებისთვის - 1 წლიდან 10 წლამდე.
შესაძლებელია მანქანაში მოზრდილიც მოთავსდეს. მთავარია, რომ მათი საერთო წონა არ აღემატებოდეს 100 კგ-ს. მოდელი მაქსიმალურად ჰგავს ნამდვილ მანქანას, რომელიც აღჭურვილია შემდეგი მახასიათებლებით: კარების ავტომატური გაღება, მანქანის დასაქოქი გასაღები, ხელისა და ფეხის მუხრუჭები.
Mercedes Benz Maybach G650 AMG Landaulet
საბავშვო ავტომობილი Mercedes Benz Maybach არის ნამდვილი ავტომობილის სრული ასლი. 4 ძრავიანი სატრანსპორტო საშუალების წონაა 39 კგ-ზე მეტი, მაგრამ მისი ტრანსპორტირება მარტივია, რადგან ისეთივე სახელური აქვს, როგორც ჩემოდანს. მანქანა შესაფერისია 1 წლიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ხოლო თუ ბავშვი მარტო იმოძრავებს, მაშინ 8 წლამდეც შესაძლებელია.
Porsche Cayman
შესანიშნავი არჩევანია ორი ბავშვისთვის, რომელიც აღჭურვილია 45 ვტ-იანი ძრავით, ამიტომ მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ 7 კმ / სთ-ია. წონის ზედა ზღვარია 60 კგ.
აქვს ფართო რბილი სავარძლები, რომლებშიც მოზრდილებშიც კი სხდებიან. გარეგნულად, ელეგანტურ დიზაინს ავსებს ხელისა და ფეხის მუხრუჭების არსებობა, მართვის პანელი, რადიო და დასაქოქი გასაღები. დიდი რეზინის ბორბლები უზრუნველყოფენ გლუვ გადაადგილებას.