სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის


სამშენებლო კიბე

ალუმინის და მეტალის სამშენებლო კიბე - 40-ზე მეტი მოდელი, ყველაზე დაბალი ფასი, ონლაინ განვადება და ადგილზე მიტანის უფასო სერვისი.

სამშენებლო კიბე

სამშენებლო კიბე ძალიან მოსახერხებელი მოწყობილობაა, სარემონტო სამუშაოების შესრულებისას, სიმაღლეებზე მუშაობისას

სტანდარტული კიბისაგან განსხვავებით, სამშენებლო კიბე  ბევრად უფრო ფუნქციონალურია, რომელიც სხვადასხვა დამატებითი მახასიათებლებით გამოირჩევა. ზოგიერთი მათგანი უპრეცედენტოდ  მაღალ  სიმაღლეზე სამუშაოდ გამოიყენება, რომელიც კომპაქტურად იკეცება და ბინაში მინიმალურ ადგილს იკავებს.

მისი შეძენა არამხოლოდ პრეოფესიონალი მშენებლებისთვისაა მიზანმიმართული, არამედ ყველასათვის ვისაც სურს უბრალოდ ძალიან ხარისხიანი და სანდო დანადგარი ჰქონდეს სახლში.

გამომდინარე იქიდან, რომ კიბეების რამოდენიმე სხვადასხვა ვარიანტი არსებობს, ჩვენი მთავარი მოწოდება მუდმივად ისაა, სამშენებლო კიბის ყიდვისას მაქსიმალური ყურადღება მიაქციოთ იმ დეტალს, თუ რა კონკრეტული სამუშაოებისთვის გჭირდებათ გასაშლელი კიბეები.

სამშენებლო კიბე

კიბეები  ერთმანეთისგან დიზაინითა და ფუნქციონალურობით განსხვავებულია, რეალური შედარებისთვის წარმოგიდგენთ 4 ძირითად კატეგორიას:

  • ტრანსფორმატორები;
  • ტელესკოპური კიბეები;
  • დასაკეცი კიბეები;
  • საყოფაცხოვრებო კიბეები.

თითოეული ტიპის უნიკალური თვისებების მიუხედავად, ყველა მათგანი ერთი ძირითადი მახასიათებლით ხასიათდება: ეს არის მოწყობილობა სიმაღლეზე სამუშაოდ, რომელიც ასრულებს რთულსა და პროფესიონალურ დავალებებს. ამ პროცესის მთავარი პირობა -უსაფრთხოებაა.

სამშენებლო კიბე

გასაშლელი კიბეები ითვლება სრულიად უსაფრთხოდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

  • მისი მთლიანი აგებულება, მასალა მაღალი ხარისხისაა;
  • წარმოებისთვის გამოყენებულია უმაღლესი კლასის  მასალები;
  • დაცულია უსაფრთხოების ყველა სტანდარტი;
  • მწარმოებლის საიმედოობა დადასტურებულია;

ქვემოთ მოყვანილი შეფასების საფუძველზე, თქვენ შეგიძლიათ მარტივად აირჩიოთ კიბე საშინაო დავალებისთვის, მშენებლობისთვის ან რემონტისთვის.

პირველი ეს არის ე.წ. ტრანსფორმატორი კიბეები , რომლებიც  საინტერესო მოწყობილობაა. შედგება 4 ნაწილისგან. ყველა ელემენტი უკავშირდება ერთმანეთს სპეციალური საკინძებით, რომლებიც ძალიან საიმედო და უსაფრთხოა.

მეორე ეს არის WERK LC5416B მოდელის ჩინური წარმოების კიბე, რომლის ყიდვა ხელმისაწვდომ ფასად არის შესაძლებელი.  მოდელი შედგება 4 ელემენტისგან და მისი ნაწილები აბსოლუტურად საიმედოა, ხოლო დამხმარე ფეხები დაფარულია სპეციალური პლასტიკით.

ასეთი გასაშლელი კიბის ყიდვა სასურველია ბინებისა და ოფისებისთვის, რომელიც ასევე  მოსახერხებელია რემონტისთვის, ბაღში სამუშაოდ და ა.შ. აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის გვერდზე შეგხვდებათ კიბეები იაფადმათზე მოქმედებს განვადების უმარტივესი პირობები.

სამშენებლო კიბე

Praktika 4x4 - კიდევ ერთი მოსახერხებელი ალუმინის კიბეა, რომელიც შექმნილია საშინაო, სამშენებლო და სარემონტო ამოცანების გადასაჭრელად. დიზაინი დამზადებულია მაღალი ხარისხის ალუმინის პროფილისგან.

კიბე შედგება 4 სექციისაგან და მისი სამუშაო სიმაღლე 5.2 მეტრია. წონა მხოლოდ 11.5 კგ, მაქსიმალური დატვირთვა კი 120 კგ. დაკეცილის  სიგრძე 1.22 მეტრს აღწევს, ხოლო სტრუქტურა მსუბუქი და ფუნქციონალურია.

და კიდევ ერთი ბოლო მოდელი სამშენებლო კიბეების კატეგორიიდან KRAUSE MULTI MATIC-ია. წინა მოდელისგან განსხვავებით, მას აქვს 5 ნაბიჯი თითო მონაკვეთზე, მაქსიმალური სამუშაო სიმაღლე აღწევს 6.8 მეტრს. მოწყობილობა შეიძლება გამოიყენოთ როგორც კომფორტული და უსაფრთხო სამუშაო პლატფორმა. ეს არის შესაფერისი ვარიანტი ელექტრიკოსებისთვის, მშენებლებისთვის, მხატვრისთვის ან სხვა პროფესიის სპეციალისტისთვის.

კიბე სარემონტო და საოჯახო მოხმარების ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული ნივთია

მიუხედავად იმისა, რომ კიბე შესაძლოა ყოველდღიურად არ გვჭირდებოდეს, აბა წარმოიდგინეთ ფარდების ჩამოკიდება, მრავალთაროიანი სათავსოს მოწესრიგება, ან თუნდაც ნათურის გამოცვლა იქ, სადაც კიბე არ მოგვეპოვება.

ნამდვილად საჭირო ნივთია ოჯახში კიბე, თუმცა გარდა საოჯახო მოხმარებისა, ზემოთჩამოთხსენებული კიბეები ბევრად უფრო რთული და მძიმე საქმისთვისაც გამოიყენება.

სამშენებლო კიბე სიმაღლეზე ძნელად მისადგომ ადგილებში სამუშაოდ საუკეთესო საშუალებაა

გასაკვირი არაა, რომ სამშენებლო კიბის მრავალფეროვანი არჩევანის გამო საბოლოო გადაწყვეტილების მიღება არც ისე მარტივია.

ჩვენ შევეცადეთ მარტივადა და მოკლედ აგვეხსნა თითოეული ტიპის კიბის მახასიათებლები.

მაგრამ თუ გადაწყვეტილება მაინც ვერ მიიღეთ, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და ჩვენი ოპერაოტორები დაგეხმარებიან.

შეგახსენებთ, რომ ისურვეზე მოქმედებს საუკეთესო პირობები, უფასო საკურიერო სერვისი და უამრავი სხვა სასარგებლო აქცია და შემოთავაზება.