სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის


Philips უთო

Philips-ის უთო, ოფიციალური გარანტიით. საუკეთესო ფასი, ონლაინ საბანკო განვადება და უფასო ადგილზე მიტანის სერვისი მთელი ქვეყნის მასშტაბით.

Philips უთო

თუკი იდეალურად ჩაცმა თქვენი მოწოდებაა და ყოველთვის ცდილობთ საზოგადოებაში დაუთოებული პერანგითა თუ დელიკატური აბრეშუმის კაბით გამოჩნდეთ, მაშინ იყიდეთ philips უთო, ის უდაოდ ერთგულ სამსახურს გაგიწევთ.

ზოგადად, ფილიპსის ტექნოლოგია უზრუნველყოფს, რომ ძლიერი ორთქლის წყალობით,  სწრაფად დააუთოოს ნებისმიერი სახის ტანსაცმელი, ხოლო ჭკვიანი ტექნოლოგიების წყალობით,  არ არის  საჭირო მუდმივი კონტროლი ტემპერატურის პარამეტრებში. სწორედ ამ ყველაფერს აერთიანებს philips უთო, რომელიც მაღალ შეფასებებს იღებს მომხმარებლებისგან.  

ფილიპსის უთო ნამვილად ძალიან ხარისხიანი დამატება იქნება თქვენს სახლში, როგორც ეს უკვე მილიონობით სხვა მომხმარებლების სახლბეში მოხდა, მთელი სამყაროს მაშტაბით

Philips უთო - ნებისმიერი სახის ტანსაცმელს დააუთოვებს!

როდესაც უთოს ყიდვას გადაწყვეტთ, სასურველია გაითვალისწინოთ ის ძირითადი მახასიათბლები, რომლებიც კომფორტული ხელსაწყოს შერჩევაში დაგეხმარებათ. ტექნიკის ბაზარზე ამჟამად წარმოდგენილია სხვადასხვა სახის დანადგარები, მაგალითად, სტანდარტული ხელის ორთქლის უთო, ვერტიკალური ორთქლის უთო, პატარა უთო, ტანსაცმლის უთო და ა.შ. ამდენად, სწორად უნდა განსაზღვროთ კონკრეტულად რისთვის გჭირდებათ მოწყობილობა. 

Philips უთო

იმისათვის, რათა რიგ საკითხებში უკეთ გავერკვეთ, გვინდა წარმოგიდგინოთ რამოდენიმე მოდელი, რომელიც ფილიპსის ხაზში ერთიანდება. პირველი ეს არის ორთქლის უთო FeatherLight Plus GC1424 / 30. დანადგარის წონა საკმაოდ მსუბუქია და არც ფასის მხრივაა მაღალი.

აღნიშნული მოდელი შეგიძლიათ რამოდენიმე წლის განმავლობაში დატვირთვით გამოიყენოთ, რადგან საკმაოდ ხარისხიანი და საიმედოა.  გარდა ამისა, მისი წონა სულ რაღაც 800 გრამია, რის გამოც დაუთოების პროცესში საკმაოდ კომპაქტურია.

რაც შეეხება დადებით მახასიათებლებს:

  • ძალიან მანევრული და  მსუბუქია;
  • აქვს ალუმინის ერთადერთი ფირფიტა, რომელიც გამორთვის შემდეგ დიდხანს ინარჩუნებს სითბოს;
  • აქვს ორთქლის რეგულატორი და წინა სპრეი;
  • დამატებითი ორთქლის ხვრელებით, შესაძლებელია ტანსაცმლის ნებისმიერი ბოლოების გასწორება;

რადგან ფასთა სხვადასხვაობა განსხვავებულია, ეს ნუ შეგიქმნით ბარიერს მათ შეძენაზე, რადგან ჩვენი ონლაინ მაღაზია გთავაზობთ განვადების პირობებს Philips უთოსა და სხვა ნებისმიერ შერჩეულ პროდუქციაზე.

მეორე მოდელი, რომელიც Philips უთოების ხაზიდან უნდა წარმოგიდგინოთ, Azur Pro GC4882-ია.  ეს არის ნახევრად პროფესიონალური უთო, როელსაც ორთქლით დაუთოების ფუნქცია აქვს და შეუძლია ტანსაცმლის რამდენიმე ფენის ერთდროულად გასწორება. Azur Pro ტიტანის საფარის წყალობით, მშვენივრად სრიალებს ტანსაცმლის ზედაპირზე, ხოლო სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ორთქლის ავტომატური გამორთვა. მისი ფუნქციების სიმრავლე კი ნამდვილად გაგაოცებთ გამოყენებისას.

Philips უთო

ფილიპსის უთოს დადებითი მახასიათებლები რომ გავარჩიოთ:
აქვს 2.8 კვტ  მაღალი სიმძლავრე, დიდი აწყლის ავზი (350 მლ);
ჩამონტაჟებული დაცვა - ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, მოწყობილობა ითიშება ავტომატურად ნახევარ წუთიანი უმოქმედობის შემდეგ, ხოლო 8 წუთის შემდეგ -ვერტიკალურ მდგომარეობაში.

მოწყობილობის უარყოფითი ისაა, რომ მისი სრული წონა წყლის გარეშე 1.5 კგ-ს შეადგენს. ამიტომ, სასურველია იყიდოთ ისეთი Philips-ის უთო, რომელსაც ხელში დაჭერისას კომფორტულად იგრძნობთ. წონას არსებითი მნიშვნელობა აქვს, რადგან დაუთოებისას, უმჯობესია თუკი დისკომფორტს არ იგრძნობთ და ხელი არ დაგეღლებათ.