სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის


Sinbo

საოჯახო ტექნიკისა და თავის მოვლის აქსესუარების მწარმოებელი Sinbo ყველაზე იაფად, განვადებით და ადგილზე მიტანის საუკეთესო სერვისით საქართველოში.

საოჯახო ტექნიკის ყველაზე დიდი არჩევანი ისურვეზეა, ამ ჯერზე გვინდა კიდევ ერთი ფირმა შემოგთავაზოთ, რომელიც თქვენს სახლს მრავალ ხარისხიან ტექნიკას შემატებს.

მრავალი წლის განმავლობაში,  Sinbo აწვდიდა თავის მომხმარებლებს მრავალფეროვან მომსახურებასა და პროდუქტებს წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის სექტორში. პროდუქტები, რომლებიც იწარმოება თურქეთში, იგზავნება ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

Sinbo

Sinbo აწარმოებს  დიდი მოცულობით  პროდუქტებს და ამავე დროს,  მუდმივად ამცირებს წარმოების ხარჯებს, ანუ ამცირებს მის ღირებულებას. ამრიგად, იგი გთავაზობთ არა მხოლოდ მაღალხარისხიან პროდუქტებს, არამედ ხელმისაწვდომ ტექნიკასაც.

მომხმარებელთა მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით, Sinbo მუდმივად მატებს ახალ პროდუქციას, თუმცა დიაპაზონი უკვე საკმაოდ ფართო აქვს. კომპანიის მიზანი და ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ ბრენდი გახდეს პოპულარული არა მხოლოდ თურქეთში, არამედ მთელს მსოფლიოში.

Sinbo ბრენდის მფლობელია საყოფაცხოვრებო ტექნიკის წამყვანი მწარმოებელი  Deima. კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს სტამბულში, რომლის  მთლიანი ბრუნვა 1 მილიარდი აშშ დოლარია.

კომპანიის დაქვემდებარებაში შედის ოთხი საკუთარი საწარმო, რომლებიც მდებარეობს ჩინეთსა და ევროპაში. გარდა ამისა, კიდევ ოთხი დიდი ლოჯისტიკური ცენტრი მდებარეობს  შუა აღმოსავლეთში,  ევროპასა და ამერიკაში.

დაახლოებით წარმოდგენა რომ შეგიქმნათ კომპანიის პროდუქციაზე, გთავაზობთ ერთ-ერთი პროდუქციის მახასიათებლების განხილვას. ეს არის მტვერსასუტი SINBO SVC 3467G, რომელიც გაყიდვების მაჩვენებლით ლიდერ პოზიციას იკავებს ჩვენი ონლაინ მაღაზიის გვერდზეც.

Sinbo

მტვერსასრუტი კონტეინერის ტიპისაა, რომლის  სიმძლავრეა 2000 W. მტვრის კონტეინერის ტევადობა 3 ლიტრია, ხოლო კაბელის სიგრძე 5 მ. აქვს ძრავის დამცავი ფილტრი და Hepa  ფილტრი.

შესრუტვის მილი ლითონის, ტელესკოპურია, რომლის წმენდის ტიპი მხოლოდ  მშრალია და არა სველი. აღჭურვილია ციკლონური ტექნოლოგიით, რომელსაც აქვს გადახურებისგან დაცვა, სიჩქარის მარეგულირებელი, კაბელის ავტომატური დახვევა და ერგონომული დიზაინი.

კომპლექტში იპოვით საცმს იატაკისთვის,  ხალიჩებისთის და ნაპრალებისთვის. ასევე მტვრის მოსაცილებელ საცმს. მოწყობილობის  ფიზიკური პარამეტრებია

230 V-იანი ძაბვა,  50 Hz-იანი სიხშირე. მოწყობილობა წარმოდგენილია ორ ფერში: წითელსა და მწვანეში.

თურქეთში Sinbo  შესულია  საყოფაცხოვრებო ტექნიკის ტოპ 3 მწარმოებელში. კომპანია ასევე  ლიდერ მიმწოდებლებლად ითვლება მსოფლიოს  60 ქვეყანაში. მათ შორის ირანში, არაბეთის გაერთიანებული საემიროებში, ბრაზილიაში, აშშ-ში, გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში, ბელგიაში, ჩინეთში, სირიაში, ინდონეზიაში, კანადაში, სინგაპურში, მექსიკაში, კოლუმბიასა და სხვ.

ყოველ საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე, Sinbo იძლევა ერთწლიან გარანტიას, ხოლო სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ: ტოსტერი, ფენი, მტვერსასრუტი, უთო, თმის საჭრელი, საპარსი, ბლენდერი, მიქსერი, წვენსაწურები, ორთქლსახარში ქვაბი, ელექტრო წყლის გამაცხელებელი, ჭურჭელი, მიკროტალღური ღუმელი და სხვა,  ძალიან  დიდი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში.

მაგალითად რომ  წარმოვადგინოთ ერთ-ერთი პროდუქცია,  გაყიდვების მაჩვენებლით, ყავის აპარატი Sinbo CM 6637 ერთ-ერთი მოწინავეა. მის მახასიათებლებს თუ გადავავლებთ თვალს ვნახავთ, რომ პროდუქტის სიმძლავრე 680 W-ია, ხოლო ტევადობა 1.2 ლ  (10-12 ჭიქა).

Sinbo

აპარატი დამზადებულია  პლასტმასის მასალისგან, მაგრამ უარყოფითი ისაა, რომ უკაბელოდ გამოყენების შესაძლებლობა არ აქვს.  სამაგიეროდ, წვეთ საწინააღმდეგო სისტემა და  წყლის ფილტრაცია აქვს.

მოხსნადი ნაწილების გარეცხვა ჭურჭლის სარეცხ მანქანაშიც  შესაძლებელია, ასევე ტემპერატურის ხანგრძლივი დროით შენარუნებაც. აქვს იოლად საწმენდი, შავი ზედაპირი, რომელიც სულაც არ გაგაწვალებთ.

ასევე, Sinbo ბრენდის პირობებში იწარმოება ეპილატორები, ღუმელები, სენდვიჩის აპარატები,  თმის მოვლის საშუალებები, მაცივრები, მასაჟის ხელსაწყოები და სხვ, რომელთა შეძენათ საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად შეგიძლიათ, თუნდაც ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის საიტზე.