სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის
Shany
ამერიკული კოსმეტიკის მწარმოებელი გიგანტი Shany, უმაღლესი ხარისხის ასორტიმენტით, ფერებისა და აქსესუარების დაუსრულებელი არჩევანი, თანაც სურვილის შემთხვევაში, საბანკო განვადებით და უფასო საკურიერო სერვისით.
2006 წელს კოსმეტიკური საშუალებების ბრენდი Shany შემქნა კოლეჯის ერთ-ერთმა სტუდენტმა, რომელსაც განსაკუთრებულად უყვარდა საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა.
გამომდინარე იქიდან, რომ ბაზარზე არა ერთი კოსმეტიკური ბრენდი იყო წარმოდგენილი, მისთვის თავიდანვე მიუღებელი აღმოჩნდა ის გაზრდილი ფასები, რომლებიც წარმოდგენილი იყო მაღალხარისხიან კოსმეტიკურ საშუალებებზე.
ამ შეხედულებამ და Makeup-სადმი სიყვარულმა, ელექტრონული კომერციის განვითარების ფონზე, გადააწყვეტინა, რომ საკუთარი ბრენდის კოსმეტიკური საშუალებები ეწარმოებინა. მოკლედ, მეგობრის (დღეს უკვე მეუღლის) დახმარებით, ჩამოაყალიბა ახალი ბრენდი სახელწოდებით Shany Cosmetics.
დღეს SHANY საერთაშორისო დონეზე აღიარებული სახელია როგორც სილამაზის ინდუსტრიაში, ასევე - ელექტრონულ კომერციაში, რომლის პროდუქტები იქმნება აშშ-ში და იწარმოება ჩინეთში, კორეასა და აშშ-ში.
Shany Cosmetics-ის პროდუქცია ხელმისაწვდომია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მათი ელ.კომერციის საიტის საშუალებით, მაგრამ თუ გადაწყვეტთ მათი პროდუქციის საქართველოში შეძენას, აუცილებლად ეწვიეთ isurve.ge-ს საიტს, სადაც წარმოდგენილია ამ კომპანიის კოსმეტიკური საშუალებები.
მაგალითისთვის რომ განვიხილოთ, ერთ-ერთი ასეთია უნივერსალური მაკიაჟი ჩანთით, რომელიც იდეალური კომპლექტია როგორც პროფესიონალი, ისე - დამწყები სტილისტებისთვის, რადგან შესაძლებელია სასურველი შედეგის მიღება სახლის პირობებშიც.
კომპლექტი მოიცავს სხვადასხვა სახის კონტურს, ტუჩსაცხს ფერებში და თვალის ლაინერებს. უფრო კონკრეტულად, წარმოდგენილია 48 სხვადასხვა თვალის ჩრდილი, თვალის 6 ფუნჯი, თვალის 2 ფანქარი, 12 ცალი ფერადი ტუჩსაცხი (მდგრადი), ტუჩის 3 ფუნჯი, 2 ცალი თხევადი ტუჩსაცხი, 2 ტუჩსაცხი, 2 კონსეილერი, 2 ჰაილაითერი, 4 რუმიანა, 1 ცალი პატარა ფუნჯი და ტყავის კოლოფი სარკით.
გარდა ამისა, თუკი ხშირად მოგზაურობთ და კოსმეტიკურ საშუალებებს თან დაატარებთ, მაშინ აუცილებლად დაგჭირდებათ Jet Setter მაკიაჟის ჩანთა, რომელიც იდეალურია მოგზაურობისთვის და საშინაო მოხმარებისთვის.
SHANY Jet Setter Hanging Travel Bag არის სრულყოფილი ნივთი ყველა ასაკის ქალისა და მამაკაცისთვის, რომლის გამოყენება შეგიძლიათ მოგზაურობის დროს ან სახლის პირობებში;
- დამზადებულია მტვრისგან დამცავი , არატოქსიკური, წყალგაუმტარი პლასტმასისგან;
- იტევს უამრავი რაოდენობის ნივთებს. მათ შორის სამგზავრო მოწყობილობებს, თმის აქსესუარებსა და ა.შ;
- დაკეცვის შემთხვევაში, მისი ზომები ხდება 10,75X 23.25;
- SHANY არის PETA-ს წევრი , რომელთა პროდუქცია აკმაყოფილებს ყველანაირ სტანდარტებს. პლასტიკური სამგზავრო ჩანთების ახალ კოლექცია შექმნილია ამერიკელი პროფესიონალი makeup-ების მიერ.
პროდუქტის ძირითადი მახასიათებლები:
- იდეალური ყველა ასაკის მამაკაცისა და ქალისათვის;
- დამზადებულია არატოქსიკური წყალგაუმტარი პლასტიკური მასალებისგან;
- აქვს დიდი მოცულობა, რომელშიც შეგიძლიათ ნებისმიერი ნივთის მოთავსება;
- შეიძლება მოათავსოთ ნებისმიერ ზედაპირზე ან ჩამოკიდოთ სასურელ ადგილზე;
- შექმნილია პროფესიონალი ამერიკელი makeup-ების მიერ;
- ჩანთა ძალიან კომფორტულია ხშირი მოგზაურობის დროს.
არის მეორე ტიპის, უფრო დიდი ზომის SHANY მაკიაჟის ჩანთა, რომელიც განსაკუთრებით დაგეხმარებათ მოგზაურობის დროს. მასში შეგიძლიათ მოათავსოთ მაკიაჟის, თმის მოვლის საშუალებები და სხვა სახის კოსმეტიკური ნივთები.
ჩანთა დამზადებულია მტვრისგან დამცავი მდგრადი მასალისგან, რომლის ზომები დაკეცვის შემდეგ იქნება: 10.5X 0.02 X 19.5 სმ.
სამგზავრო ჩანთაზე დამაგრებულია მყარი პლასტიკური საკიდი, რომლითაც შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილზე მისი ჩამოკიდება.
პროდუქტის ძირითადი მახასიათებლები:
- ზომები: დიდი ჩანთა (12X8X4.5), საშუალო (11X7X2.5) და მცირე (9X5X3.5);
- დიდი მოცულობის, რომელშიც შესაძლებელია ნებისმიერი რაოდენობის საჭირო ნივთების მოთავსება;
- განკუთვნილია მაკიაჟისთვის, სამკაულებისა და თმის საშუალებების მოსათავსებლად;
- ჩანთების გარეცხვა შესაძლებელია ხელითაც;
- მოსახერხებელია იმ მხრივაც, რომ მარტივად შეგიძლიათ ნახოთ რა არის მასში მოთავსებული;
- ჩანთების წონის შესამცირებლად გათვალისწინებულია მოქნილი და გამძლე ბადე. ჩანთაში თითოეულ კუპეს აქვს ერთი ელვა.
Shany-ის კოსმეტიკური ნაკრების შეძენით, თქვენ არამხოლოდ იღებთ ხარისხიან შენაძენს, არამედ ზოგავთ უამრავ თანხას, რაც სალონებში უნდა გეხადათ.