Remington
თავის მოვლის გამორჩეულად იაფი პროდუქტები Remington-ისგან. განვადება და ადგილზე მიტანის სრულიად უფასო სერვისით ყველგან, სადაც მოისურვებთ შეკვეთიდან მეორე ან მესამე დღეს.
Remington დღესდღეობით აღიარებულია, როგორც პატარა საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდი. თავდაპირველად, როდესაც 1816 წელს კომპანია დაარსდა, იგი სპეციალიზირდა იარაღების წარმოებაში.
მომდევნო წლებში Remington -მა გამოუშვა დიდი რაოდენობის პისტოლეტები, რომელიც განსხვავდებოდა დიზაინითა და ხარისხით. 1886 წელს კომპანია გაკოტრდა, გაიარა რეორგანიზაცია, რის შემდეგაც თოფები კომპანიის მთავარი პროდუქტი გახდა.
1870 წელი აღსანიშნავია იმით, რომ იარაღების გარდა, დაიწყეს საბეჭდი მანქანების ფართო სპექტრით წარმოება. რემინგტონმა საკუთარი კვალი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე 1937 წელს დატოვა, რომლის შემდეგ, კომპანია შევიდა აშშ-ს მცირე საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე აბსოლუტური სიახლით. ეს ინოვაცია დაკავშირებულია მამაკაცის პირველ მშრალ ელექტრო საპარსთან.
ამის შემდეგ კომპანიამ გადაწყვიტა საკუთარი რესურსების კონცენტრირება მოეხდინა სახის, სხეულისა და თმის მოვლის საშუალებების წარმოებაზე.
მეორე მსოფლიო ომის დროს, ხელშეკრულების თანახმად, კომპანია, რა თქმა უნდა, აწარმოებდა იარაღს, რომლის რაოდენობაც დიდი იყო. რემინგტონის ათი მილიონიანი თოფი შეიქმნა სწორედ 1957 წელს. ეს იყო ნახევრადავტომატის მოდელი - Premier.
ამჟამად ბრენდის მფლობელია კომპანია Spectrum Brands Corporation, რომლის სათაო ოფისი ატლანტაში, აშშ-ია. რაც შეეხება საწარმოო ობიექტებს, ისინი კონცენტრირებულია ჩინეთში.
საინტერესოა აღინიშნოს, რომ Remington-ს უკუთვნის რამოდენიმე განსაცვიფრებელი ინოვაცია. პირველ რიგში, ეს არის მშრალი ელექტრო საპარსი თავისი ცვალებადი თავები გარდა ამისა, კომპანიამ წარმოადგინა ქალის ბიკინის ტრიმერი და მამაკაცის სხეულის ტრიმერი.
აქვე, თუ ეძებთ ცხვირისა და ყურის კარგ ტრიმერს, გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ Remington NE387 მოდელს. ეს მოწყობილობა ეფექტურად აცილებს თმას და არ იწვევს ტკივილს. ამავდროულად, ორმხრივი ვერტიკალური მოდელი საშუალებას გაძლევთ მიუთითოთ წვერის, წარბების და ულვაშის მოჭრის სიგრძე.
პირები მზადდება გამძლე ფოლადისაგან, რომელიც დამატებით დაფარულია ანტიბაქტერიული საფარით, რაც არ იძლევა სხვადასხვა მიკროორგანიზმების არსებობას და გამრავლებას. შესაბამისად, მოწყობილობის გამოყენების შემდეგ, თქვენ არ უნდა ფიქრი გაღიზიანებებზე. გარდა ამისა, აღსანიშნავია ერგონომიული სახელური, რეგულირებადი საქშენები და ფასი.
დადებითი:
- ღირებულება;
- ანტიბაქტერიული საფარი;
- ფოლადის პირები;
- ერგონომიული სახელური.
- სანდო ბრენდი.
ამჟამად, რემინგტონის წარმოების მთავარი მიმართულებაა თმისა და სხეულის მოვლის საშუალებები, რომელიც მოიცავს: მრავალფეროვან ფენს, თმის საკრეჭებს, სხეულის ტრიმერებს, ეპილატორებსა და ელექტრო საპარსებს.
თუკი ქალბატონებსაც გაინტერესებთ კონკრეტულად რა შემოთავაზებებს გთავაზობთ ბრენდი, მაშინ აუცილებლად უნდა წარმოგიდგინოთ ელექტრონული თმის უთო/სტაილერი REMINGTON S2044, რომლის ძირითდი მახასიათებლებია 150-230 °C-მდე ტემპერატურის დიაპაზონი, 30 წუთიანი გაცხელების დრო და კერამიკული (ტეფონის საფარის) ფირფიტის მასალა.
ფუნქციური მახასიათებლებში შედის: ტემპერატურის რეგულირების შესაძლებლობა, ავტომატური გამორთვა 60 წთ, ციფრული დისპლეი, გაცხელების ინდიკაცია, თერმოსტატი, 360 გრადუსით მბრუნავი სადენი, ფირფიტები ბლოკირების შესაძებლობა და სწრაფი გაცხელება.
კომპანია გაყიდვების მაჩვენებლით სამართლიანად გახდა ლიდერი: აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიაში. უკვე XXI საუკუნის დასაწყისში ის შევიდა ევროპისა და აზიის ბაზრებზეც. 2002 წელს შეიძინა VARTA კომპანია, რომელიც ცნობილი გერმანული ფირმაა და აწარმოებს ბატარეებსა და ფანრებს.
ყოველ ექვს თვეში, REMINGTON ასორტიმენტი დაახლოებით მესამედით იცვლება. ისურვეც მუდმივად თვალს ადევნებს რემინგტონის ასორტიმენტს და კომპანიის პროდუქციას მუდმივად ჩვენც ვანახლებთ. პროდუქტები იღებენ ყველაზე მოდურ ფერსა და დიზაინს, რომელიც ყოველთვის შესამჩნევი და მიმზიდველია.