სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის


Pioneer

აუდიო სისტემების ლიდერი Pioneer უმაღლესი ხარისხის აპარატურით. საგანვადებო და საკურიერო სერვისი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქარხნულ გარანტიასთან ერთად.

ხარისხიანი აუდიო სისტემა ნამდვილი ფუფუნებაა თქვენს მანქანაში, კარგ აუდიო სისტემას შეუძლია ხანგრძლივი, მდაღლელი მოგზაურობა გაგიმარტივოთ და უბრალოდ თქვენი მანქანა გააუმჯობესოს. ამ ჯერ ისურვე გთავაზობთ "პიონერის" აუდიო ტექნიკას

2020 წელს Pioneer DJ-ის 25 წლიანი კომერციული საქმიანობა აღინიშნა, ხოლო 2015 წელს Pioneer DJ გახდა დამოუკიდებელი კომპანია  Pioneer Corporation. Pioneer  პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი იოშინორი კატაოკაა.

Pioneer

იოშინორი კატაოკა კომპანიის პრეზიდენტი ოფიციალურად 2020 წლის 1 იანვარს გახდა, რომელიც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდა თავის საქმიანობას. „ჩვენი ვალდებულების ნაწილია, რომ განვაგრძოთ ორგანიზაციული პროგრესი შემდგომი ზრდისკენ“ - ეს არის მისი მოწოდება, რომლითაც კომპანია მუდმივად ცდილობს შეინარჩუნოს თავისი უპირატესობა კონკურენტებთან მიმართებაში.

კომპანიაში მალევე მიიღეს იმის გადაწყვეტილება, რომ  კომპანიის რებრენდიგი გაეკეთებინათ და AlphaTheta Corporation დაერქმიათ. ახალი სახელი შთაგონებულია ალფა ტალღებით, რომლებიც წარმოიქმნება ტვინში მუსიკის მოსმენის დროს, როდესაც იგი მოდუნებულია.  ხოლო ტეტა ტალღები, წარმოიქმნება მუსიკის შექმნისას ან როდესაც ადამიანი თავს იწონებს  თავისი შესრულებით.

AlphaTheta ეხმარება ადამიანებს მიუახლოვდნენ თავიანთ მუსიკალურ გარემოს და, თავის მხრივ, შეავსონ სამყარო სიხარულით, საოცრებებითა და პოზიტიური ემოციები.

სწორედ ამ ემოციების მიღებაში საუკეთესო დახმარებას გაგიწევთ pioneer AVH-Z5200BT აუდიო მოწყობილობა, რომელიც ძალიან დახვეწილი დიზაინისაა.

Pioneer

IPhone და Android მოწყობილობები უკავშირდება AVH-Z5200BT მანქანის სტერეოს USB კაბელის საშუალებით. მოწყობილობა მხარს უჭერს პოპულარულ აუდიო და ვიდეო ფორმატებს. მედია შეიძლება იყოს CD/DVD ფორმატის, ასევე USB- ფლეშ დრაივები.

უპირატესობები:

  • ბლუთუზი;
  • AirPlay მხარდაჭერა;
  • DVR რეჟიმში;
  • WebLink მხარდაჭერა.

ნაკლოვანებები:

  • USB კონექტორის ცუდი ადგილმდებარეობა, რომელიც ყოველთვის მოსახერხებელი არ არის.

AVH-Z5200BT მანქანის რადიოს აქვს ისეთი მოსაწყენი ეკრანი,როგორ ზოგიერთ სმარტფონებს. აქვს საკმაოდ რეზისტენტული ეკრანი, რომელიც საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ მოწყობილობა ნულოვან ტემპერატურაზე, სურათის ხარისხისა და რეაგირების სიჩქარის დაკარგვის გარეშე.

Pioneer იგივე AlphaTheta გააგრძელებს აქტიური წვლილის შეტანას მუსიკალურ ინდუსტრიაში, ინოვაციური და მიმზიდველი პროდუქტებისა და სერვისების შემუშავების გზით.

Pioneer-ის კომერციული საქმიანობა DJ და CLUB აპარატებისთვის:

25  წლის განმავლობაში, მსოფლიოს საუკეთესო დიჯეებისა და კლუბების მაღალი რეპუტაციის ფონზე, კომპანიის ფილოსოფია ყოველთვის იყო, რომ ჩვენს მომხმარებლებისთვის მიეწოდებინათ „საოცრება და ემოცია“.

ბოლო წლების განმავლობაში, გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომელთაც სურთ  პროფესიონალი დიჯეები გახდნენ. სწორედ ამ ადამიანებისთვის,  კომპანია აგრძელებს DJ- ს მრავალფეროვანი აღჭურვილობისა და პროგრამების შეთავაზებას, რათა თავიანთ ჰობს მეტი გასაქანი მისცენ.

Pioneer  უკვე მრავალი წელია  ვითარდება და ქმნის კლუბურ დინამიკებსა და სხვა ტიპის პროფესიონალურ აუდიო აღჭურვილობებს. 2013 წელს წარმოადგინეს  მაღალი ხარისხის დინამიკების XY სერია, ხოლო 2016 წელს გამოვიდა კიდევ უფრო მაღალხარისხიანი XPRS სერიის აქტიური დინამიკები.

კომპანია მუდმივად აგრძელებს  თანამედროვე პროდუქციის შემუშავებას, დაპროექტებას და მარკეტინგის შესაძლებლობების განვითარებას, რათა კიდევ უფრო ძლიერსა და მაღალხარისხიან ხმას მიაღწიონ.

Pioneer  SPH-DA130DAB  მულტიმედიური სისტემის დიზაინში,  ღილაკები საერთოდ არ არის გათვალისწინებული: კონტროლი ხდება ეკრანიდან, რომელიც შექმნილია პლანშეტის სტილში.

Pioneer

ამოტვიფრული ელემენტების არარსებობის გამო, მოწყობილობა იდეალურად ჯდება ნებისმიერი მანქანის ინტერიერში.

უპირატესობები:

  • ხმის DSP პროცესორი;
  • Flac ფორმატის მხარდაჭერა;
  • NTFS ფაილური სისტემის მხარდაჭერა;
  • Android Connect თქვენი ტელეფონის აუდიო კონტროლისთვის.

ნაკლოვანებები:

  • არ აქვს CD / DVD დისკი.

Pioneer ავტომობილის მაგნიტოფონი - SPH-DA130DAB  გთავაზობთ უამრავ შესაძლებლობას ციფრული ფორმატის მომხრეებს, ასევე სმარტფონებისა და ინტერნეტ სერვისების აქტიურ მომხმარებლებს.

და ბოლოს, თუკი პროდუქციის მიმართ ნდობის გამყარება გსურთ, აუცილებლად გადაიკითხეთ კომპანიის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის იოშინორი კატაოკას სამადლობელი სიტყვა, რომელიც კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ იმაში, რომ Pioneer დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება მომხმარებლების ინტერესების დაკმაყოფილებას:

„მე ვამაყობ ჩვენი წარმატებით და მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ბევრ მომხმარებელს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ჩვენი პროდუქციით, ასევე ჩვენი მომწოდებლებით და მრავალი სხვა ადამიანებით, ვინც დაგვეხმარა ამ პროდუქტების დიზაინის შექმნასა და წარმოებაში. მადლობას გიხდით ყველას თქვენი გაგებისა და მხარდაჭერისთვის.“