შეიძინეთ ბენზოხერხი მარტივად მუშაობისთვის!
ბენზოხერხი არის პორტატული - ბენზინზე, ელექტრო ან ბატარეაზე მომუშავე ხერხი.
ბენზოხერხი გამოიყენება ისეთ საქმიანობებში, როგორიცაა ხეების მოჭრა, გასხვლა და ხანძარსაწინააღმდეგო ადგილებში ხის მოსაჭრელად.
სპეციალიზებული ბენზოხერხები გამოიყენება ბეტონის ჭრისთვის სამშენებლო პროცესის დროს. ზოგჯერ ყინულის დასაჭრელადაც კი გამოიყენებენ მას.
ბენზოხერხი
პორტატული მექანიკური ბენზოხერხი (დრუჟბა), როგორც მას საქართველოში ხშირად ეძახიან, როგორც წესი სტანდარტული აგებულებისაა და მეტ-ნაკლებად იდენტური ნაწილებისგან შედგება.
ცხადია, არსებობს განსხვავება ბრენდებისა და სიმძლავრის მიხედვით.
- ძრავა - სტანდარტულად 2 ცილინდრიანი შიდა წვის ძრავი, 30-დან 120 კუბურ სანტიმეტრამდე მოცულობით.
- შინა - გრძელი ფოლადის ძელი, საშუალოდ 41-დან 91 სმ-მდე სიგრძით.
- სამართავი პანელი - ხელის მოსაკიდი, სხვადასხვა სიგრძისა და დიზაინის, ჩართვა/გამორთვის ან ზოგ შემთხვევაში სიჩქარის მარეგულირებელი ღილაკებითა და ადაპტერებით.
- ბენზინის ავზი - სპეციალური სათავსო, სხვადასხვა მოცულობის, სადაც ხდება შერეული ბენზინისა და ორტაქტიანი ზეთის მეშვეობით საწვავის ძრავისთვის მიწოდება.
ბენზოხერხის უპირატესობა
ბენზოხერხი ძირითადად გამოიყენება ხის ჭრაში, რომელიც შესაფერისია სამრეწველო ან პირადი გამოყენებისთვის. იქნება ეს საშინაო სამუშაო, ქარიშხლის შემდეგ ტოტების მოჭრა, თუ პროფესიონალურ გარემოში ღობეების გატეხვა. ბენზოხერხი საკმარისად მძლავრია მცირე და დიდი პროექტებისთვის.
თქვენ აღმოაჩენთ, რომ ბენზოხერხებს უპირატესობას ანიჭებენ სამრეწველო ან პროფესიონალური გამოყენებისას.
პოპულარული მოდელები