როგორ გავაკეთოთ სახლში მანიკიური შილაკის აპარატის გამოყენებით?

shellac მანიკიური არის ბოლო დროის ყველაზე დიდი ტენდენცია ფრჩხილის მოვლის ინდუსტრიაში. უკვე აღარაა აუცილებელი ფრჩხილის ტექნიკოსთან სიარული, რათა მიიღოთ პროფესიონალური შედეგი შილაქ მანიკიურზე. 

თქვენ შეგიძლიათ მარტივად გააკეთოთ shellac მანიკიური საკუთარ ფრჩხილებზე სახლში, თუ ფრჩხილის ლაქი და შილაკის აპარატი გაქვთ.

როგორ გავაკეთოთ სახლში მანიკიური შილაკის აპარატის გამოყენებით?

რამდენიმე მარტივი ნაბიჯის გადადგმით, თქვენ გექნებათ ულამაზესი shellac მანიკიური, რომელიც 14 დღემდე შეინარჩუნებს პირვანდელ სახეს. შილაკის მანიკიური გაცილებით დიდხანს ძლებს, ვიდრე ჩვეულებრივი ლაკი.

Shellac  მყისიერად შრება ულტრაიისფერი შუქის ქვეშ, რომელიც შილაკის აპარატშია ჩამონტაჟებული.  ასე რომ თქვენ არ გაქვთ რისკი ლაკის  გაშრობასთან და გაფუჭებასთან დაკავშირებით.  ასევე, Shellac-ის უპირატესობა არის ის, რომ იგი ამატებს ფენას ფრჩხილზე, რაც უფრო ძლიერს ხდის თქვენს ფრჩხილს და ამასთან, ნაკლებად მტვრევადი იქნება. 

სახლის პირობებში, შილაკის გასაკეთებლად უკვე შეხვდებით სხვადასხვა ასორტიმენტის ნაკრებებს. გაინტერესებთ, რა უნდა შედიოდეს SHELLAC ფრჩხილების ნაკრებში?

აქ უნდა იყოს ყველაფერი ის, რაც დაგჭირდებათ თქვენი საკუთარი ხელით, სრულყოფილი შილაკის მანიკიურის გასაკეთებლად: Shellac ფრჩხილის  ულტრაიისფერი შუქის აპარატი ანუ ე.წ. shellac-ის აპარატი, ფრჩხილის გასაკეთებელი ინსტრუმენტები და მრავალფეროვანი ფერთა პალიტრა. 

თქვენ  შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი მანიკიურის გასაკეთებელი ინსტრუმენტების ნაკრები თქვენი ფრჩხილების მოსაწესრიგებლად.

მოიშორეთ ფრჩხილიდან ყველანაირი ქერცლი და კანი, რათა კეთების პროცესში, იგი არ მოხვდეს რომელიმე ფენას შორის. ასეთ შემთხვევაში, არის საშიშროება, რომ თქვენი შილაკის მანიკიური გაიბზაროს და აიფურცლოს. 

ახლა მოდით გადავიდეთ შილაკის გაკეთების ინსტრუქციაზე და უშუალოდ პროცესი აღვწეროთ!

როგორ გავაკეთოთ სახლში მანიკიური შილაკის აპარატის გამოყენებით?

შილაკის მანიკიურის ფუნჯი არის ჩვეულებრივი, წვრილი, რომლითაც აკეთებთ ორი ფენის გადასმას.

თითოეულ საფეხურს შორის, თქვენ ხელი უნდა მოათავსოთ შილაკის აპარატში ორი წუთის განმავლობაში, რათა მოხდეს შილაკის ლაკის გაშრობა და გამყარდეს იგი თქვენს ფრჩხილზე.

შემდეგ უკვე ხდება ალკოჰოლის შემცველი, სპეციალური ხსნარით შილაკის ლაკის დამუშავება, რათა ფრჩხილის  ზედაპირიდან მოაშოროთ წებოვანი ელემენტები, რომელიც ხშირად გროვდება ხოლმე ლაკზე. 

პოპულარული მოდელები

პედიკურის და მანიკურის კომპლექტი 7-1 ში SOKANY HC-383
პედიკურის და მანიკურის კომპლექტი 7-1 ში SOKANY HC-383
Regular price 89 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
შილაკის აპარატი 168W SUN Y8
შილაკის აპარატი 168W SUN Y8
Regular price 189 ლარი / თვეში 11 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
შილაკის აპარატი 192W SUN Y9
შილაკის აპარატი 192W SUN Y9
Regular price 160.00 ლარი 109 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი