რა დადებითი თვისებები აქვს ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ველოტრენაჟორს?
ცხოვრების დატვირთული რიტმიდან გამომდინარე, ზოგჯერ რთულია დამატებითი დრო დაუთმო იმას, რაც არსებითად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისა და ორგანიზმისთვის. ვარჯიში ყველაზე კარგი საშუალებაა, რათა ჯერ დაიღალოთ, შემდეგ კი ამ დაღლილობისგან სასიამოვნოდ დაისვენოთ.
ოჯახი და სამუშაო პრაქტიკულად არ ტოვებს ვარჯიშისთვის დროს, მაგრამ ამ სიტუაციაშიც კი, შეგიძლიათ 20-30 წუთი სახლიდან გაუსვლელად ივარჯიშოთ. საკმარისია აირჩიოთ მოსახერხებელი სავარჯიშო ველოტრენაჟორი და იპოვოთ მისთვის ადგილი ბინაში.
ვერტიკალუტი ველოტრენაჟორი
ვერტიკალური ველოტრენაჟორი ერთ-ერთი გავრცელებული და მოთხოვნადი ტრენაჟორია. ამ მოდელების ღირებულება ბევრად ნაკლებია, მაგრამ ეს არანაირად არ ახდენს გავლენას ვარჯიშის ხარისხზე. პირიქით - შეგიძლიათ გაზარდოთ კიდეც დატვირთვის მაჩვენებელი პედლებზე დგომისას. ასეთი აპარატების მაქსიმალური ზომებია 130x150x60 სმ, ხოლო წონა 80 კგ-ს აღწევს.
თანამედორვე ვერტიკალურ ველოტრენაჟორებს გააჩნია პულსის საზომი, ველოკომპიუტერი, ტემპერატურის სენსორები და ა.შ.
მათ შეუძლიათ 25 სხვადასხვა დატვირთვის შესრულება, რომლებიც ასევე ადვილად უძლებენ 180 კგ-მდე სპორტსმენის წონას. ჩამონტაჟებული ბატარეის წყალობით ელექტრომაგნიტურ მოდელებს შეუძლიათ იმუშაონ როგორც ელექტრო ენერგიის წყაროდან, ასევე ავტონომიურად.
ჰორიზონტალური
ჰორიზონტალური ველოტრენაჟორი განკუთვნილია მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს კომფორტულ ვარჯიშებს. მოდელი აღარ არის აღჭურვილი ვიწრო სავარძლით და მის ადგილს კომფორტული, დაბალი სავარძლის სკამი იკავებს. რაც შეეხება პედლებს, იგი გადახრილია სპორტსმენის წინ და მუშაობს ფეხების დახმარებით.
ჰორიზონტალური სავარჯიშო ველოტრენაჟორი უძლებს 200 კგ-მდე დატვირთვას, ხოლო მოდელების მაქსიმალური ზომაა 200x150x70 სმ. უმეტეს შემთხვევაში, ასეთი სპორტული ინვენტარი აღჭურვილია კომპიუტერით და სხვადასხვა სენსორით. ელექტრონული მოდელებში ჩამონტაჟებული ბატარეები კი იძლევა იმის საშუალებას, რომ მუშაობდნენ 2 საათის განმავლობაში ქსელთან დაკავშირების გარეშე.
უპირატესობები:
- მაქსიმალური სტაბილურობა
- დატვირთვის ფართო სპექტრი;
- ვარჯიში მიმდინარეობს უფრო კომფორტულ პირობებში;
- ხერხემალზე დატვირთვა მცირდება;