პარამეტრები, რომლებსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება სამზარეულოს კომბაინის შეძენისას!
დაჭერით, მოზილეთ, გახეხეთ… თქვენ დაასახელეთ და სამზარეულოს კომბაინს შეუძლია ამ ყველაფრის გაკეთება. მისი ფლობა ჰგავს სამზარეულოში პერსონალური დამხმარის ყოლას ან მეორე წყვილი ხელების ქონას.
სამზარეულოს კომბაინი იდეალური საჩუქარია დიასახლისებისთვის. თავისი მრავალფუნქციურობით ბევრი რამის გაკეთება და შრომის შემსუბუქება შეუძლია. ის სხვადასხვა ტექნიკის ფუნქციას შეასრულებს, რაც დაგიზოგავთ თანხას, რომელიც ბევრი სხვა ტექნიკის შეძენაში უნდა დაგეხარჯათ. სამარეულოს კომბაინში თითქმის ყველაფერი გაერთიანებულია.
როგორ უდნა შეარჩიოთ ჩვენთვის სასურველსი სამზარეულოს კომბაინი?
თავდაპირველად მნიშვნელოვანია იცოდეთ ზუსტად როგორი ფუნქციის ტექნიკა გჭირდებათ და რისთვის გამოსაყენებლად. ეს მკვეთრად შემაცირებს არჩევის სირთულეს. არის რამდნეიმე რამ, რისი გათვალისწინებაც აუცილებლად მოგიწევთ:
- ბრენდი, ფასი, გარანტიის ვადა და პირობები
- სიმძლავრე
- სიჩქარეების რაოდენობა
- იმპულსური რეჟიმი
- ბრუნვის სიჩქარეები ფუნქციების მიხედვით
- ფუნქციები
- ჯამის მოცულობა
- დამატებითი დეტალები (უსაფრთხოება, კვების კაბელის სიგრძე და ა.შ)
- კორპუსის და პირების მასალა
თუ ამ კრიტერიუმების მიხედვით შეარჩევთ სამზარეულოს კომბაინს, მაშინ შეძლებთ თქვენზე იდეალურად მორგებული ტექნიკა შეარჩიოთ.
რას უნდა მიაქციოთ ურადღება სამზარეულოს კომბაინის შეძენისას!
დამატებითი აქსესუარები:
მოდელების უმეტესობას სტანდარტულად მოჰყვება სახეხი, საჭრელი, საჭრელსი პირი და ცომის პირი. ეს აქსესუარები სრულყოფილად ასრულებენ ყოველდღიურ დავალებებს, მაგრამ არსებობს რამდენიმე სხვა დანამატი, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, მათ შორის ალტერნატიული დისკები, სქელი და თხელი ბადეები, სპირალიზატორის დისკები ან დანი დამატებითი პირები.
პულსი:
პულსის ფუნქცია შესანიშნავია თქვენი დაჭრის გასაკონტროლებლად და შემთხვევითი პიურეს თავიდან ასაცილებლად, რაც შეიძლება მოხდეს სრული სიჩქარით.
სტაბილურობა:
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სამზარეულოს კომბაინი მდგრადი იყოს სამუშაო მაგიდაზე, რადგან მათი პირები ტრიალებს. მათ უნდა ჰქონდეთ მოცურების საწინააღმდეგო ფეხები, მოძრაობის შესაზღუდად.
პროგრამები:
ეს შესაძლებლობა ძირითადად თანამედროვე და ახალ მოდელებს აქვთ. აირჩიეთ დაყენებული რეჟიმები, როგორიცაა პიურე, მორევა ან პულსირება და დატოვეთ თქვენი სამზარეულოს კომბაინი სამუშაოდ, სანამ ამ დროს სხვა საქმით დაკავდებით.
პოპულარული მოდელები