რა უნდა გავითვალისწინოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანების შეძენისას?

ადამიანები მუდმივად ვცდილობთ კომფორტი შევიქმნათ იმ საცხოვრებელ სახლში, სადაც დროის უმეტეს ან გარკვეულ ნაწილს ვატარებთ.

ვფიქრობთ და ვთვლით, რომ სახლში დამონტაჟებული ელექტრონული მოწყობილობები მაქსიმალურად ხელს უნდა გვიწყობდეს. 

ამიტომ, თუ ამის ფინანსური შესაძლებლობება გაგვაჩნია, თანხას არასოდეს ვზოგავთ პირადი კომფორტის შესაქმნელად.

თანამედროვე ტიპის სამზარეულოებში, დღეს უკვე ხშირად შეხვდებით ჭურჭლის სარეცხი მანქანისათვის გამოყოფილ ცალკე სივრცეს.

ეს იმას ნიშნავს, რომ თანდათან იზრდება ამ პროდუქციის მომხმარებელთა რაოდენობაც.

რა უნდა გავითვალისწინოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანების შეძენისას?

ცივ ან თბილ წყალში საათობით ჭურჭლის რეცხვა, მითუმეტეს სადღესასწაულო დღეებში, ნამდვილი ქაოსია. თუმცა, ამ ქაოსიდან გამოსავლის ყველაზე კარგი საშუალება და მიგნება სწორედ ჭურჭლის სარეცხი მანქანებია, რომელიც დიასახლისის დამხმარე ხელად შეიძლება ჩაითვალოს.

ჩვენ საიტზე განთავსებულია სხვადასხვა დიზაინის, ფუნქციისა თუ ფასის ჭურჭლის სარეცხი მანქანები აქციებთან და ფასდაკლებებთან ერთად, რომლის გადახედვასა და შერჩევას ნამდვილად გირჩევთ იმ მიზეზით, რომ თქვენი ყოველდღიური ცხოვრება უფრო გამარტივებული გახადოთ.

ნუ ჩათვლით, რომ სარეცხი მანქანების შეძენა შესაძლოა ძვირი ფუფუნება იყოს, რადგან იმ რაოდენობის წყალს, რასაც წელიწადში ხელით რეცხვისას მოიხმართ, ბევრად ნაკლებს ხარჯავს მანქანა.

გარდა ამისა, ამსუბუქებს დიასახლისების ყოველდღიურ შრომას.

ერთ-ერთი უპირატესობა, რომელიც მანქანას გააჩნია არის ის, რომ ჭურჭელს ძალიან მაღალ ტემპერატურაზე რეცხავს, რაც იწვევს მიკრობების სრულ განადგურებას.

ამასთან, მანქანას გააჩნია შრობის ფუნქცია, რომლის წყალობითაც აღარ გჭირდებათ დამატებითი საშრობი ტილოების გამოყენება.

შერჩევისას,  პირველ რიგში, გაითვალისწინეთ რამდენ სულიანი ოჯახისთვის გსურთ მანქანის შეძენა, რადგან არსებობს 3 ტიპის: სრულგაბარიტიანი, ვიწრო გაბარიტიანი და კომპაქტური.

თითოეული მათგანი განსხვავებული ფუნქციებით არის დატვირთული.

სრული და ვიწრო გაბარიტიანები ძალიან მოსახერხებელია იმ შემთხვევაში, თუკი სამზარეულოში დიდი ფართი გაქვთ. ყიდვის შემთხვევაში, არჩევანსაც ამ ტიპის მოდელებზე აკეთებენ, რადგან ეკონომიურიცაა და მარტივად შესაძლებელია ინტერიერს მოარგოთ.

რაც შეეხება კომპაქტურ ტიპებს, ზომით ბევრად პატარაა, ამიტომ მისი მონტაჟი შეგიძლიათ პატარა სივრცის სამზარეულოებშიც.

სამივე მათგანის დანიშნულება, რა თქმა უნდა, ერთი და იგივეა. ამ შემთხვევაში, გირჩევთ, რომ ყურადღება მიაქციოთ ხმაურის დონესაც. მითუმეტეს იმ შემთხვევაში, თუკი მანქანას სამზარეულოში ამონტაჟებთ.

ამის შემდეგ გაითვალისწინეთ მანქანის შიდა მოცულობა და თაროების რაოდენობა, განლაგება. სხვადასხვა სახის ჭურჭელი აუცილებლად მათთვის განკუთვნილ თაროებზე ან ყუთებში უნდა მოთავსდეს, რათა რეცხვისას არ მოხდეს მათი დაზიანება.

საგულისხმოა , რომ დაზიანების თავიდან ასაცილებლად, მანქანას რეცხვის სხვადასხვა რეჟიმი გააჩნია. მაგალითად, ეკონომიური  და სწრაფი რეცხვის.

გახსოვდეთ, რომ ამ რეჟიმზე არ ვათავსებთ ძალიან ჭუჭყიან ჭურჭელს. ასეთ შემთხვევაში, გამოვიყენებთ ინტენსიური რეცხვის რეჟიმს.  რაც შეეხება დელიკატურ რეცხვას - ასეთ დროს ვათავსებთ ისეთი ტიპის ჭურჭელს, რომელიც სათუთად მოსავლელია. პირობითად, ძვირადღირებული ბროლის ჭიქები.

კიდევ ერთი პოსტი: როგორ შევარჩიოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა?

ყველანაირი ტექნიკის შეძენისას, ყურადღებას ვამახვილებთ მის ეკონომიურობაზე. ამ შემთხვევაში, არც ჭურჭლის სარეცხი მანქანებია გამონაკლისი და არჩევის დროს გაითვალისწინეთ - რამდენ ლიტრ წყალსა და ელექტრო ენერგიას მოიხმარს მანქანა.

სპეციალისტებს ვარაუდს თუ დავეყრდნობით, რაც უფრო ნაკლებ წყალს მოიხმარს მანქანა, მით ნაკლებ ენერგიას ხარჯავს იგი.

და ბოლოს გახსოვდეთ, რომ სარეცხი მანქანის შეძენისას,  ხარისხიანი სარეცხი საშუალებები უნდა შეიძინოთ, რათა ტექნიკასაც გაუმარტივოთ მუშაობა.

პოპულარული მოდელები

ჭურჭლის სარეცხი მანქანა Midea MFD60S110S
ჭურჭლის სარეცხი მანქანა Midea MFD60S110S
Regular price 1,299.00 ლარი 1,249 ლარი / თვეში 67 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 3 წელი
ჭურჭლის სარეცხი მანქანა 13კომპლექტი Vestfrost VFA2WFS606
ჭურჭლის სარეცხი მანქანა 13კომპლექტი Vestfrost VFA2WFS606
Regular price 899.00 ლარი 649 ლარი / თვეში 35 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
ჭურჭლის სარეცხი მანქანა 13კომპლექტი Vestel DWA1E6B2B კლასი A++
ჭურჭლის სარეცხი მანქანა 13კომპლექტი Vestel DWA1E6B2B კლასი A++
Regular price 1,019 ლარი / თვეში 55 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 5 წელი
ჭურჭლის სარეცხი მანქანა 13კომპლექტი Vestfrost VFA2WFS60SD6 კლასი A++
ჭურჭლის სარეცხი მანქანა 13კომპლექტი Vestfrost VFA2WFS60SD6 კლასი A++
Regular price 799.00 ლარი 749 ლარი / თვეში 41 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 3 წელი