Дружба (Drujba) - რატომ ჰქვია ბენზოხერხებს ეს სახელი?

ჩემი ბავშვობა სამწუხაროდ (თუმცა ხანდახან ვფიქრობ რომ შეიძლება სასიხარულოდაც) საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებლობაში გადმოსვლის პერიოდს დაემთხვა. ეს გარდამავალი პერიოდი ქართულ ენასაც შეეხო და არათუ ბავშვებისთვის, უფროსებისთვისაც გაურკვეველი იყო რომელი ფრაზეოლოგია უნდა გვეხმარა. სპიჩკა, ზაჟიგალკასა და პადიეზდთან ერთად დრუჟბაც ზუსტად ამ პერიოდის გადმონაშთია.

benzo xerxi

თუმცა ბენზო ხერხს კიდევ ერთი, უფრო სპეციფიური კითხვის ნიშანი მოჰყვება. თითოეული ზემოხსენებული რუსული ბარბარიზმი თარგმანში შესაბამის სიტყვას ნიშნავს, ხოლო აი დრუჟბის თარგმანი კი სულ დამაბნეველი იყო ხოლმე.

ეს ბავშვური გაუგებრობა კიდევ უფრო იზრდებოდა მისი გაქართულების დროს. სოფელში ბავშვებისთვის კარგად ცნობილი ორკაციანი ხერხი (მგონი რომ ბირდაბირი ეწოდება) უფრო შეეფერებოდა მეგობრობის სახელს ვიდრე დრუჟბა. იქ ორი ადამიანი შეთანხმებულად მოქმედებს საერთო მიზნის მისაღწევად, აი ბენზოხერხში კი რა არის მეგობრული ბევრისთვის დღემდე ამოუცნობია. შეიძლება ის რომ მეგობარს ანაცვლებს და თვითონ ხერხი ასრულებს მეგობრის ფუნქციას?

კარგი სიახლე ისაა რომ ამ კითხვას პასუხი აქვს, თუმცა არა ისეთი როგორსაც მოველოდით. თავიდან ვფიქრობდი შეიძლება ზილი, უაზი და ვაზისავით აბრევიატურა ყოფილიყო, ან თუნდაც ქართულ რეალობაში სახელების მიქსტურის შედეგი (მაგ. დაზმირა, ლესტანბერი), თუმცა ვითარება უფრო მარტივი აღმოჩნდა. ვიკიპედიის მიხედვით ბენზოხერხს მეგობრობის ანუ დრუჟბის სახელი უკრაინისა და რუსეთის შეერთების 300 წლისთავის აღსანიშნავად, 1954-ში უწოდებიათ. (აქვე - ისურვეს გუნდი მომხრე ვართ დღეს ეს ხერხი დამოუკიდებლობის, ნატოს, ან სულაც ევროკავშირის სახელით მოვიხსენიოთ).

საბჭოთა შესაბამის პირებს ასეთი პოლიტიკური ხერხის (პირდაპირი გაგებით) აღსანიშნავად კარგი იარაღი კი შეურჩევიათ. Drujba 1953 წლიდან იწარმოება ძერჟინსკის სახელობის ქარხანაში (ქალაქი პერმი), ხოლო 1955 წლიდან კი მასიურ წარმოებაში გადავიდა. წარმოიდგინეთ ამ მოწყობილობამ გააფთრებული ცივი ომის პერიოდში, 1958 წელს ბრიუსელში ოქროს მედალი მიიღო.

აღსანიშნავია რომ 1990 წლიდან რუსეთში უამრავმა პატარა და მსხვილმა საწარმომ დაიწყო დრუჟბების წარმოება ამავე სახელით. ასევე ოქროს მედალოსანი ხერხის ტექნოლოგია მთელმა მსოფლიომ გადაიღო და ხშირ შემთხვევაშიც ხარისხი უფრო მაღლაც აწიეს (მაგ. გერმანიამ, უკრაინამ და ჩინეთმაც კი).

дружба бензопила

თუმცა, სახელს რაც შეეხება, დრუჟბამ მოახერხა და საკუთარი სახელი უკვე ზოგადად ბენზო ხერხის სრული კლასის აღსანიშნავად დაამკვიდრა. ამ მაგალითზე ადამიანს პირველ რიგში პამპერსი და ქსეროქსი გახსენდება, ვინც ეს ფაქტი მსოფლიოს მასშტაბით მოახერხეს.

ფრაზა დრუჟბის გამოყენება იმდენად გავრცელებულია, რომ ჩვენთვისაც ძალიან მოულოდნელი კითხვები დრუჟბების ფასების, drujba ganvadebit რომ გვესმოდა ნაცვლად ბენზოხერხის ფასებისა და ელექტრო ხერხისა.

ბენზო ხერხების გარდა ხელსაწყოებით თუ ხართ დაინტერესებული, შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ბლოგპოსტი - ხელსაწყოების ნაკრები და ლობზიკი - DIY ბაზრის მოკლე მიმოხილვა საქართველოში.

ასევე დაგაინტერესებთ:

Rowenta  საუკეთესო ეპილატორების მიმოხილვა
Rowenta საუკეთესო ეპილატორების მიმოხილვა
ეპილატორების რეიტინგში ღირსეული ადგილი უჭირავს Rowenta ბრენდის ქვეშ წარმოებულ პროდუქციას, რომელთა...
კითხვის გაგრძელება
თანამედროვე თმის სახვევების მიმოხილვა
თანამედროვე თმის სახვევების მიმოხილვა
რადგან ხვეული, ტალღოვანი თმები ყველას არ აქვს, ზოგიერთს სურს რადიკალურად შეცვალოს საკუთარი ვარცხნ...
კითხვის გაგრძელება
საუკეთესო თმის გასასწორებელი უთოების მიმოხილვა
საუკეთესო თმის გასასწორებელი უთოების მიმოხილვა
ყველა ქალს უნდა ჰქონდეს თმის უთო, რადგან მასთან ერთად შეგიძლიათ არა მხოლოდ თმის გასწორება, არამედ...
კითხვის გაგრძელება