ფენი
ფენი ქალბატონებისა თუ მამაკაცების თავის მოვლის არსენალში აუცილებელი მოწყობილობაა. თმის კარგი გაშრობა კი მაღალი ხარისხის თმის წინაპირობაა.
თმის სტილი გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის ადამიანზე და რაც უფრო სასიამოვნო შესახედაობისაა იგი გარშემომყოფებისთვის -მით უკეთესი.
ფენის გარეშე კი ლამაზი ვარცხნილობის დაყენება ხომ შეუძლებელია, ჩვენთან კი ფენის ყველაზე მდიდარი არჩევანია, რაშიც მარტივად დარწმუნდებით ჩვენი მიმოხილვის წაკითხვის შემდეგ.
თმის ფენი ნამდვილად დიდი ფუფუნების საგანია ქალბატონების თმისთვის, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება
ამიტომ, გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ საუკეთესო მოდელის თმის ფენები, რათა თქვენს თმას მეტი ბზინვარება და სიჯანსაღე შესძინოთ.
არსებობს ისეთი მოწყობილობები, რომლებზეც თანხის დაზოგვა არასდროსაა კარგი გადაწყვეტილება. მითუმეტეს იმ შემთხვევაში, თუკი საუკეთესო ხარისხის მიღება გვსურს. ტექნიკის ბაზარზე მრავლად შევხვდებით თმის ფენის სხვადასხვა ვარიანტს, რომელიც ბრენდით, ფენის ფასით , ფუნქციებით არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან.
თმის ფენის შერჩევა
თმის საშრობები მარტივი მოწყობილობაა , თუმცა სანამ უშუალოდ ფენის ყიდვას გადაწყვეტთ , უმჯობესია გაეცნოთ მოდელის მახასიათებლებს და დამატებითი ფუნქციების ერთობლიობას, რაც საბოლოოდ გაგიმარტივებთ არჩევანის შესაძლებლობას. ჩვენ შევეცდებით ფენი იაფად და ხარისხიანად შეგარჩევინოთ .
ძალა - თმის ფენის ოპტიმალური სიმძლავრე 900-1500 ვატის ფარგლებშია. სახლის პირობებში გამოყენებისთვის საკმარისია 1600-1800 ვატი, ხოლო პროფესიონალური ფენი უნდა აწარმოებდეს მინიმუმ 2000 ვატს.
სასურველია, თუკი არჩეულ მოწყობილობას ექნება რამდენიმე სიჩქარე და ტემპერატურის რეჟიმი:
ცივი ჰაერის მიწოდება - ხელს შეუწყობს თმის უკეთ გაშრობას ზიანის მიყენების გარეშე, ხოლო ვარცხინოლობის უკეთ დაფიქსირებას;
იონიზაცია - ძალიან სასარგებლო თვისებაა, რომელსაც ფენის შერჩევის დროს, ნებისმიერი სტილისტი ანიჭებს არსებით ყურადღებას. იონიზაცია ანეიტრალებს სტატიკურ ელექტროენერგიას, არბილებს, კურნავს თმას და იცავს მას გამოშრობისგან.
თითქმის ყველა თმის ფენი აღჭურვილია კონცენტრატორით, რომელიც მიმართავს ცხელი ჰაერის ნაკადს კონკრეტულ მონაკვეთზე. თუმცა, თუ გსურთ თქვენ თმას დამატებითი მოცულობა მიანიჭოთ და შექმნათ ხუჭუჭები, მაშინ შეარჩიეთ დიფუზორიანი ფენი.
ასევე ყურადღება მიაქციეთ მოწყობილობის უკანა ნაწილზე ფილტრის დიზაინს, რომელიც იცავს გათბობის ელემენტს მტვრისგან და თმისგან. იმისათვის, რათა შესძლოთ მისი პერიოდული გაწმენდა, უმჯობესია ფილტრი იხსნებოდეს.
რადგან გარკვეულ მახასიათებლებში გავერკვიეთ, სასურველია რამოდენიმე მოდელის მაგალითიც განვიხილოთ. როგორც ვიცით, არსებობს ორი ტიპის თმის ფენი: ერთი სახლის პირობებში გამოსაყენებლად, ხოლო მეორე პროფესიონალური ფენები, რომლებსაც ძირითადად სალონებში იყენებენ.
ფენების ყველაზე დიდი არჩევანი ისურვეზე!
პირველი მოდელი ეს არის საუკეთესო კომპაქტური თმის საშრობი ფენი ფასისა და ხარისხის თანაფარდობით - Philips BHD002. აქვს მაღალი სიმძლავრე - 1600 ვტ, გათბობის სამი რეჟიმი, რომელიც თქვენს მოთხოვნებს სრულყოფილად მოერგება.
არსებობს ცივი ჰაერის მიწოდების რეჟიმი, ხოლო რეჟიმების კომბინაცია იძლევა იმის საშუალებას, რომ თმის ვარცხნილობა უფრო დიდხანს შენარჩუნდეს. დასაკეცი სახელური და ჩამოკიდებული მარყუჟი, გამოყენების კუთხით, მოდელს ძალიან მოსახერხებელს ხდის როგორც სახლში, ისე - მოგზაურობის დროს.
მშვენიერი ფენია მათთვის, ვისთვისაც უბრალოდ საჭიროა თმის გაშრობა შხაპის შემდეგ: მსუბუქი წონისაა, კომპაქტურია, ლამაზად ჯდება ხელში, აქვს საკმარისი ძალა და რაც მთავარია - არ აშრობს თმას.
ძირითადი უპირატესობები:
- კომპაქტური დასაკეცი სახელური;
- 3 რეჟიმი;
- ტემპერატურის ოპტიმალური შერჩევა;
- ცივი რეჟიმი;
- კონცენტრატორი (უფრო სწრაფად აშრობს თმას).
და ბოლო მოდელი, ეს არის 2000 ვტ-იანი ბრაუნის თმის ფენი Braun HD 785 Satin Hair 7. პროფესიონალური ფენი ნამდვილად გამოირჩევა ინოვაციებისა და კეთილდღეობის ფართო ჩამონათვლით.
ტემპერატურა რეგულირდება რეკორდულ 5 პოზიციაზე, ხოლო დუეტში 2 სიჩქარით ეს იძლევა 10-მდე ოპერაციულ რეჟიმს. ცივი გაგრილების ორი ცალკეული ღილაკი არსებობს - ნებისმიერი პოზიციიდან ადვილად ჩართვისთვის.
ინფრაწითელი გათბობა, სითბოს ერთიანი განაწილების სისტემა და ჩაშენებული თერმული სენსორი არ იძლევა თმის დაწვის საშუალებას, ხოლო იონიზაცია არბილებს კიდეც თმას. ნაკრებში შედის კონცენტრატორი და დიფუზორი, რომლის დიამეტრია 13.5 სმ.
მოწყობილობას აქვს მაღალი ხარისხის გამაგრილებელი სისტემა. ფენი არ გადახურდება ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაშიც კი.
ძირითადი უპირატესობები:
- სხვადასხვა რეჟიმი თმის ნაზი გაშრობისთვის;
- მკაფიო მართვა;
- 2 საქშენი;
- იონიზაცია;
- პროფესიონალური ძრავა;
- დაბალი ხმა.
მინუსები:
- ანალოგიურ მოდელებთან შედარებით უფრო ძვირია.