სასწორი
წამყვანი ბრენდების სასწორების ყიდვა , ზუსტი წონით, დიდი გამძლეობითა და გარანტიით. ფასდაკლება, სასწორზე, ბარათით შეძენის დროს , მოქნილი ონლაინ განვადების პირობები და უფასო მიწოდება მთელ საქართველოში.
სასწორის ყიდვა ყევლაზე მისაღებ ფასებში ისურვეზე
სამზარეულოში ფუსფუსი და გემრიელი კერძების მომზადება ვისაც უყვარს, მან განსაკუთრებით კარგად იცის რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭება გარკვეული კერძის მომზადების დროს ინგრედიენტების ზუსტ წონას.
გარკვეული პროდუქტების ჭარბმა გამოყენებამ, ან პირიქით - დეფიციტმა, შეიძლება გამოიწვიოს კერძის გემოვნების ცვლილება. სწორედ ამ პრობლემის მოგვარებაში სამზარეულო სასწორი დაგეხმარებათ.
სწორად შერჩეულ სასწორს ნამდვილად დიდი დახმარების გაწევა შეუძლია თქვენთვის, ის თქვენი ერთგული დამხმარე გახდება სამზარეულოში.
სასწორების შერჩევა
პირველ რიგში, გაითვალისწინეთ ის, რომ არსებობს სხვადასხვა ტიპის მოდელები, რომლებიც განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგალითად:
მაქსიმალური წონის მაჩვენებელი - საშუალოდ, სამზარეულოს მასშტაბით, სასწორი შეიძლება იწონიდეს მაქსიმუმ ორიდან ხუთ კილოგრამამდე პროდუქტს. თუ თქვენ ამზადებთ საჭმელს დიდი ოჯახისთვის, მაშინ შეარჩიეთ მაქსიმალური ლიმიტით 5 კგ.
მექანიკური ან ელექტრონული - მექანიკური სასწორები იდეალურია იმ მხრივ, რომ საკმაოდ ბიუჯეტური ფასი აქვს და განკუთვნილია მცირე ზომის ნაწარმისთვის. ხოლო ელექტრო სასწორები ბევრად უფრო ფუნქციონალური და მოსახერხებელია, ვიდრე მექანიკური მოდელები. ეს მოდელები იდეალური შენაძენია დამწყებთათვის და გამოცდილი მზარეულისთვის.
თასი - სინამდვილეში, ბრტყელი პლატფორმის სასწორები უფრო მრავალფეროვანია, რადგან ისინი საშუალებას გაძლევთ იმუშაოთ ნებისმიერი ფორმის პროდუქტებთან და არ საჭიროებენ მუდმივ რეცხვას.
ყველაზე მისაღები სასწორის ფასები ისურვეზე
რომელი ტიპის ელექტრო სასწორის ყიდვაა უკეთესი?
პროდუქტების საზომი სასწორის არჩევისას, თითოეული დიასახლისი ხელმძღვანელობს თავისი უპირატესობებით. ზოგი ყურადღებას დიზაინს აქცევს, ზოგიც - სასარგებლო ფუნქციების არსებობას.
უნდა აღვნიშნოთ ის, რომ გრამების სასწორის შერჩევის ზოგადი კრიტერიუმი არსებობს, რომელიც მისი შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ. ესენია:
დიზაინის მახასიათებლები;
- წარმოების მასალა;
- წონის ზღვარი;
- დამატებითი პარამეტრები.
იმისთვის, რათა დაადგინოთ ჩამოთვლილი ფუნქციებიდან რომელი ვარიანტია თქვენთვის ხელსაყრელი, შეგიძლიათ იმით განსაზღვროთ, ძირითადად რისთვის და რამდენი კილოგრამი პროდუქტის დასახარისხებლად გჭირდებათ სამზარეულოს ელექტროსასწორი.
დიზაინის მახასიათებლები:
დიზაინის მიხედვით, მოწყობილობები შეიძლება დაიყოს რამოდენიმე სხვადასხვა ვარიანტად, რომლებსაც უფრო ვრცლად ქვემოთ განვიხილავთ. თითოეულ სახეობას აქვს საკუთარი მახასიათებლები და გამოირჩევა რიგი უპირატესობებით.
პლატფორმიანი - სასწორები ბრტყელი პლატფორმით, იკავებენ პატარა ადგილს, რომლებიც მოსახერხებელია ნებისმიერ ადგილზე შესანახად. ამ ტიპის სასწორები განკუთვნილია საერთო პროდუქტებისთვის, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია დიდი წონის ხორცისა და გაყინული თევზის აწონვა.
მცირე და შერეული პროდუქტებისთვის გამოიყენეთ ნებისმიერი კონტეინერი, რომელიც დამონტაჟებულია ზედაპირზე. მოკლედ, სასწორი მაქსიმალურ საშუალებას გაძლევთ ზუსტად განსაზღვროთ პროდუქტის წონა.
მინა - ყველაზე პრაქტიკული მასალაა მინა. იგი არ შთანთქავს სუნს, შესაძლებელია გარეცხვა და არ რეაგირებს ქიმიკატებზე. სასწორის წარმოებისთვის გამოიყენება მძლავრი ზემოქმედების მდგრადი მინა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად მოგემსახურებათ.
პლასტიკური - თანამედროვე პლასტიკური სასწორი ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოა, რომელთაც დაბალ წონასთან ერთად, დაბალი ღირებულება აქვთ.
და ბოლოს, მინდა წარმოგიდგინოთ ერთ-ერთი მოდელი ელექტრო სასწორების ხაზიდან REDMOND RS-736.
ეს არის მართკუთხა პლატფორმიანი სასწორი, რომელიც შუშის საფარითაა დაფარული. მოწყობილობას ახასიათებს წონის პროდუქტების მაღალი მაჩვენებელი - 8 კგ-მდე. გამოირჩევა გრამის, მილილიტრის, ფუნტის, სითხის გაზომვის უნარით. სასწორები მთელი სიზუსტით განსაზღვრავს პროდუქციის მასის სიზუსტესაც.
წინა მხარეს სენსორული პანელია განთავსებული, რომელზეც შესაძლებელია წონის ნახვა. სპეციალური სენსორები იძლევა სიგნალს მაქსიმალური წონის გადაჭარბების და აკუმულატორის ვადის გასვლის შესახებ.
ძირითადი მახასიათებლები:
- მაქსიმალური წონა 8 კგ;
- სიზუსტე 1 გ;
- წარმოების მასალის მინა / პლასტიკური (ბაზა);
- წონა 430 გ.
სასწორი სამზარეულოში აუცილებელი ატრიბუტია
დიასახლისები საოჯახო საქმეების კეთებისას სხვადასხვა ხელსაწყოსა და ელექტრო მოწყობილობას საჭიროებენ, რათა საქმე უფრო ზუსტად, სწრაფადა და ზედმეტი ძალისხმევის ხარჯვის გარეშე გააკეთონ.
სამზარეულოში კერძების მზადებისას ინგრედიენტების სწორი რაოდენობა კერძის საბოლოო გემოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
ამიტომ სამზარეულოში სასწორი ყველა ნამდვილ დიასახლისს აქვს და მას ხშირად იყენებს.
სასწორი წონის კონტროლისა და ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის
ჯანსაღი ცხოვრების სტილი უფრო და უფრო იმკვიდრებს თავს ჩვენს დროში, ამიტომ იშვიათად თუ მოიძებნება ოჯახი, სადაც სასწორი არ ინახება.
სასწორი საშუალებას გვაძლევს ვაკონტროლოთ წონა და თავიდან ავიცილოთ უსიამოვნო სიურპრიზები, რომელსაც არასასურველი წონა ჰპირდება ჩვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს.
მრავალფეროვანი დიეტებისა და სხვადასხვა ვარჯიშის შესრულებისას ყველას აინტერესებს შედეგი, რომლისკენაც ასე ისწრაფვის, ამიტომ სასწორი ყველას ესაჭიროება.
სასწორი ყიდვა ონლაინ - ისურვეზეა შესაძლებელი
ისურვე ქართული ონლაინ ინდუსტრიის უმთავრესი წარმომადგენელია, რომელიც საყოფაცხოვრებო მოწყობილობებსა და ნივთებს დიდი ასორტიმენტით გვთავაზობს, მათ შორის, რა თქმა უნდა, სასწორს.
სასწორი ფასი დამოკიდებულია მის მაქსიმალურ წონაზე და ხშირად შემოთავაზებაშია ფასდაკლებით, რადგან მომხმარებლების ერთ-ერთი საყვარელი ნივთი სწორედ სასწორია.
მრავალფეროვანი ასორტიმენტი კი მოიცავს როგორც იატაკის, ისე სამზარეულოსა და ინდუსტრიულ სასწორებს.
ასაწონი სასწორი განსხვავებული დიზაინითა და ხელსაყრელი ფასით არის წარმოდგენილი ისურვეზე, მათგან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელია მინის გამჭირვალე სასწორი, რომელიც ხშირად ხვდება ფასდაკლებაში.
რადგან ფასდაკლება ვახსენეთ, გეტყვით, რომ ისურვეზე ფასდაკლებას ხშირად შეხვდებით, რადგან მუდმივად ვცდილობთ მომხმარებლების სხვადასხვა ხელსაყრელი ფასდაკლებითა და აქციით განებივრებას.
სასწორის ყიდვა შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ ბარათით გადახდისას, რომლის დროსაც თქვენ კიდევ დამატებითი ფასდაკლებით ისარგებლებთ, ხოლო შენაძენს კურიერი სრულიად უფასოდ მოგართმევთ სასურველ მისამართზე.
ისურვეზე მოქმედებს ხარისხის გრძელვადიანი გარანტია, ონლაინ განვადების სერვისი და კურიერთად ხელზე ანგარიშსწორების შესაძლებლობა, რაც საშუალებას გაძლევთ თანხა უშუალოდ ნივთის მიღებისას გადაიხადოთ ყოველგვარი წინასწარი ავანსისა თუ მთლიანი ღირებულების ჩარიცხვის გარეშე.
სასწორების ყიდვა ძალიან მარტივია, შეარჩიეთ სასურველი მოდელის სასწორი, რომელიც საიტზე სპეციალურ კატეგორიაში განვათავსეთ არჩევანის გასამარტივებლად, გამოაგზავნეთ განაცხადი, შეუკვეთეთ ონლაინ გადახდით ან დაგვირეკეთ ცხელ ხაზზე.