• გვერდი #1 - სულ 2 გვერდი

საოჯახო თეთრეული

შეარჩიეთ საოჯახო თეთრეული ჩვენს მიერ ინტერნეტ მაღაზიაში არსებული საუკეთესო შემოთავაზებებიდან და ისარგებლეთ უფასო მიწოდებით საქართველოს მასშტაბით.

მხოლოდ ისურვეზე შეგიძლიათ ნახოთ, როგორც თეთრეული ასევე სხვა საჭირო ნივთები თქვენი ოჯახისთვის თავმოყრილი ერთ საიტზე, ყველაზე დაბალ ფასებში!

დღევანდელ ბლოგში გვინდა მიმოვიხილოთ საოჯახო თეთრეულის საუკეთესო მწარმოებლები, რომლებიც მრავალი წელია მომხმარებელთა მოწონებით სარგებლობს.

ადამიანები ცხოვრების  მესამედს ძილში ატარებენ. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიანი საოჯახო თეთრეულის ყიდვა, რომელიც საშუალებას მოგცემთ სასიამოვნოდ და კომფორტულად იგრძნოთ თავი.

საუკეთესო საწოლის თეთრეულის  ასარჩევად,  მიმოვიხილეთ რამდენიმე პოპულარული მწარმოებელი, რომლებმაც მომხმარებელთა მხრიდან ყველაზე დადებითი შეფასებები  მიიღეს.

ძვირადღირებული საოჯახო თეთრეული

ძვირადღირებულ თეთრეულს ორიგინალური დიზაინი აქვს და მზადდება მხოლოდ საუკეთესო ქსოვილებისგან: ბუნებრივი აბრეშუმისგან, ბამბისგან, ბამბუკის ბოჭკოსგან ან ატლასის მასალისგან, რაც მნიშვნელოვნად ზრდის თეთრულის ღირებულებას.

ხშირად ასეთი მოდელები წარმოდგენილია მაქმანებით, ნაქარგებითა და ა.შ. მათი ყოველდღიური გამოყენება კი დამოკიდებულია მფლობელზე. თუმცა, მსგავსი მოდელები იდეალურია საქორწინო სასაჩუქრედ ან საიუბილეო თარიღისთვის.

 

Frette

იტალიელი მწარმოებელი 150 წელზე მეტია აწარმოებს უმაღესი ხარისხის თეთრეულს, რომელიც დამზადებულია ბამბისგან, ატლასისგან, აბრეშუმისგან, რომელიც გაფორმებულია ნაქარგებით, მაქმანებითა და ძვირფასი ბეწვებით.

კომპანია ევროპის სამეფო კარის ოფიციალური მიმწოდებელია, რომელსაც ხშირად შეხვდებით  აგრეთვე მსოფლიოს ყველაზე მდიდრულ სასტუმროებში. Frette განსაკუთრებით ელეგანტური და მაღალი სტატუსის მქონე ბრენდია, რომელიც თეთრეულის კოლექციას  ყოველ სეზონზე ანახლებს.

დადებითი:

  • მუდმივად განახლებული კოლექცია თავისი უზარმაზარი მრავალფეროვნებით;
  • შესაძლებელია ინდივიდუალური დიზაინის შეკვეთა;
  • უმაღესი დონის ქსოვილები, რომლებიც მზადდება ექსკლუზიურად ფრეტის საწარმოში;
  • არ არსებობს ყალბი მოდელები. საოჯახო თეთრეულის  წარმოება ხდება იტალიაში Frette-ს ქარხანაში;
  • მსოფლიოს ყველაზე დიდ ქალაქებში წარმოდგენილია Frette ბრენდის ბუტიკები.

მინუსები:

  • მაღალი ფასი.

 

OnSilk

2004 წელს დაარსებული კომპანია OnSilk ცნობილია აბრეშუმის ქსოვილების წარმოებით, რომლის საწარმოები აბრეშუმის ისტორიულ სამშობლოში - ჩინეთში მდებარეობს.

 

ყველა პროდუქტი დამზადებულია უმაღლესი ხარისხის 100%-იანი ბუნებრივი ბოჭკოებისგან, რომლებიც აბსოლუტურად ჰიპოალერგიულია და აკმაყოფილებს ყველანაირ ჰიგიენურ მოთხოვნებს.

OnSilk საწოლის თეთრეულის კოლექცია წარმოდგენილია ულამაზესი  ნაქარგებითა და მაქმანებით.

დადებითი:

  • ზომის ფართო  დიაპაზონი, მდიდრული ფერები;
  • წარმოებაში გამოიყენება მხოლოდ საუკეთესო აბრეშუმი და მაქმანები;
  • კომპლექტიდან თითოეული ნივთის შეძენა შესაძლებელია ცალკე - ინდივიდუალური საჩუქრის ყუთით;
  • შეგიძლიათ შეარჩიოთ როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე მოდელები;
  • გადასაფარებლებს აქვს შესაკრავები, რათა არ იმოძრაოს და  დისკომფორტი არ შექმნას;
  • მაღალხარისხიანი დამუშავება.

მინუსები:

  • თეთრეულის არასაკმარისად ფართო ასორტიმენტი;
  • მაღალი ფასი.

Feretti - საბავშვო თეთრეულის საუკეთესო მწარმოებელი

საბავშვო ავეჯის, საწოლებისა და აქსესუარების მწარმოებელი იტალიური კომპანია დაარსდა 2004 წელს. ხარისხისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით,  ამ ბრენდის პროდუქტები დღეს საუკეთესოდ ითვლება.

საბავშვო თეთრეული  დამზადებულია სუფთა ბამბისგან, ხოლო დეკორაციისთვის გამოიყენება ჟაკარდის აპლიკაციები. ქსოვილის საღებავები აბსოლუტურად ჰიპოალერგიულია, რომელიც პატარებსაც განსაკუთრებულად მოსწონთ.

დადებითი:

  • ყველა პროდუქტი დამზადებულია იტალიაში;
  • ეკოლოგიური და გამძლე ქსოვილები, რომლებიც არ იწვევენ ალერგიას;
  • თეთრეული ადვილად ირეცხება მანქანით;
  • ქსოვილებს არ სჭირდება დაუთოება.

მინუსები:

  • მაღალი ფასი.