• გვერდი #1 - სულ 2 გვერდი

მაცივარი ბეკო

ბეკოს ყველა მაცივარი - ოფიციალური გარანტია, ყველაზე დაბალი ფასი, ონლაინ განვადება და უფასო ადგილზე მიტანა ყველგან, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ.

დღესდღეობით სამზარეულოში მაცივრის აუცილებლობაზე არავინ კამათობს, საკამათო მხოლოდ ისაა რომელი ბრენდის ტექნიკა სჯობს შეიძინოთ თქვენი სამზარეულოსთვის, ამ საკითხის გადაჭრაში კი ჩვენ დაგემხმარებით.

ის სერვისი, რასაც ეს მოწყობილობა გვიწევს დიდი ხანია კომფორტის ნაცვლად საჭიროებად ითვლება და შესაბამისად არც განიხილება მის გარეშე ცხოვრება.

კითხვა მხოლოდ ერთია - რომელი მაცივარი ჯობია? და ბოლო წლებში ამ კითხვის პასუხი სულ უფრო მეტად და მეტად არის მაცივარი ბეკო !

რატომ? პირველ რიგში იმიტომ, რომ ბეკომ მოახერხა შემოეთავაზებინა ოპტიმალური გადაწყვეტილება, ბეკოს მაცივრები გამორჩეულია:

  • ფუნქციონალით.
  • დიზაინით.
  • გამძლეობით.
  • ხელმისაწვდომობით.

ყველაფერთან ერთად, ბეკო გამორჩეულია მაცივრის დაბალი ფასისა და განვადების პირობების საუკეთესო კომბინაციით.

არ ვიცით კიდევ რა მნიშვნელოვანი კრიტერიუმი რჩება მაცივრის ხარისხის შესაფასებლად.

ზედა სიაში არ მოგვიხსენებია, ამ ბრენდის მიერ ნაწარმოები პროდუქცია არც ელექტრო ენერგიის მოხმარების და არც ეკოლოგიურობის კუთხით არ ჩამორჩება სხვა დანარჩენს.

მაცივარი ბეკო და მისი პოპულარობის მიზეზები

ან ის ფაქტი რად ღირს რომ ბეკოს სარეკლამო სახე - ლიონელ მესია. მესი, კი კი მესი, პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ოქროს ბურთის 6 გზის მფლობელი და კიდევ სხვა მრავალი გუნდური და პირადი მიღწევების მქონე ადამიანი.

თუმცა გთხოვთ, პიროვნებებზე ნუ ვიდავებთ, კრიშტიანო რონალდუ რომ სამსუნგის ან ბოშის მაცივრებს (თუნდაც მინი მაცივარს, ან ჩასაშენებელ მაცივარს) უკეთებდეს რეკლამას, ამასაც ნამდვილად აღვნიშნავდით და შეიძლება მცირე განხილვაც მოგვეწყო თუ რომელი ფეხბურთელი უკეთესია.

მაგრამ სამწუხაროდ ეს უკანასკნელი მხოლოდ შამპუნის და ტრუსების რეკლამით შემოიფარგლა (ყოველ შემთხვევაში ქართულ რეალობაში).

დავუბრუნდეთ ბეკოს - ასე რომ თუ თქვენ გაქვთ სახლში მაცივარი ბეკო - შეგიძლიათ სცადოთ რომ ასოციაციურად დააკავშიროთ ეს მესისთან და წარმოიდგინოთ რომ პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი (ზოგი ვერსიით ნომერი ორი) ყოველდილით თავად მოგართმევთ გაგრილებულ კერძებს.

და როგორ კერძებს - მშრალი ყინვით, ყინულის გარეშე, უსიამოვნო სუნზე ფიქრიც კი წარმოუდგენელია, სწრაფი გაციებით, ანტიბაქტერიულად შენახული ხილ-ბოსტნეულით და ინდივიდუალურად დაცული ტემპერატურული რეჟიმებით.

ასოციაცია კიდევ უფრო შეიძლება გაგიმარტივდეთ თუ თქვენ შეიძინეთ ბეკოს პატარა მაცივარი - რა თქმა უნდა არც ძალიან პატარა, 1 მეტრი და 70 სანტიმეტრიან მოდელს თუ ნახავთ, ჩათვალეთ დიდებულ პიროვნებას პირისპირ ესაუბრებით.

ბეკოს ისტორია, რატომ არის სანდო თურქული ტექნიკა?

სხვათა შორის, ბეკოს წარმატებაში კიდევ ერთი ფაქტორია აუცილებლად აღსანიშნი - ეს კომპანია თურქული წარმოშობისაა.

მის ისტორიას აქ ნაკლებად გავავრცობთ და დეტალურად შეგიძლიათ ბრენდის აღწერაში ნახოთ, უბრალოდ მარტივი ინდიკატორია - სამყაროში სადაც წარმოების გიგანტები გეოგრაფიულად ერთ კლასტერში - აღმოსავლეთ აზიაში არიან თავმოყრილნი (სამსუნგი, Hisense, Hitachi, LG მხოლოდ მაცივრებზე თუ ვიმსჯელებთ, თორემ ზოგადად მთელი ელექტრონიკა ხომ იქ იწარმოება) - როგორ შეძლო თურქეთმა ისეთი მაღალი ხარისხის პროდუქციის შექმნა რომ არა მხოლოდ საქართველოში მოიკიდა ფეხი, არამედ ესპანეთის ლა ლიგის ყველა დროის და ელ კლასიკოს საუკეთესო გოლეადორსაც კი სახლში უკვე ბეკოს მაცივარი უდგას.