• გვერდი #1 - სულ 3 გვერდი

კუთხსახეხი

ყველა ბრენდის კუთხსახეხი (ბალგარკა), გარანტირებულად საუკეთესო ფასი, ქარხნული საგარანტიო პირობები, ონლაინ განვადება და უფასო ადგილზე მიტანა მთელ საქართველოში.

კუთხსახეხი ხელსაწყოების კატეგორიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია და ისურვეზეც მისი 300-მდე მოდელი გახლავთ განთავსებული.

მიუხედავად კუთსახეხის სიიაფისა, განსაკუთრებული მოთხოვნა, ბაზრის პრინციპებიდან გამომდინარე საბანკო დაკრედიტებაზეა , ამიტომაც ბარგალკა განვადებით ყოველდღიურად ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომელიც ჩვენი საიტის სამართავ სისტემაში ხვდება.

კუთხსახეხი - არჩევანი ბრენდების, ფასის და ფუნქციების მიხედვით

პირველ რიგში, წარმოგიდგენთ ბრენდებს, რომლებიც გამორჩეული ხარისხის კუთხსახეხებს გვთავაზობენ:

  • Stern Austria
  • Total
  • Crown
  • Patriot
  • Verto
  • Graphite
  • Bosch
  • Dewalt
  • Black & Decker
  • Hitachi
  • Makita
  • Ferm

ჩვენი მაღაზიის ერთგული მომხმარებლები მიხვდებიან, რამდენად სწრაფად ხდება ბაზრის საუკეთესო ბრენდების ათვისება.

ყოველწლიურად, ამ ჩამონათვალს მინიმუმ 2 წამყვანი მწარმოებელი ემატება და ამით ჩვენს არჩევანს კიდევ უფრო მრავალფეროვანს ვხდით.

ბრენდები ერთმანეთისგან ფასით, ხარისხით და ფუნქციური მახასიათებლებით განსხვავდებიან.

ხშირ შემთხვევაში, განსხვავებულია საგარანტიო პირობებიც, თუმცა მთავარი პრინციპი - მხოლოდ საუკეთესო ისურვეზე - შენარჩუნებულია.

სტანდარტული, ყველაზე იაფიანი კუთხსახეხი ჩვენთან 110 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ .

ხოლო, შედარებისთვის, Bosch-ის ულტრა თანამედროვე, 2600 ვატიანი მოდელი - 950 ლარად.

ეს უკანასკნელი აღჭურვილია ყველა პრემიუმ მახასიათებლით, რომელიც ხელსაწყოს მარტივად გამოყენებადს და მულტიფუნქციურს ხდის.

მაშინ როცა, ზემოთხსენებული სტერნის ავსტრიული მოდელი სტანდარტულ ფუნქციებს ასრულებს, თუმცა იდეალურია სახლის პირობებში ან მცირე მოცულობის სამუშაოებისთვის.

მაინც რა განსაკუთრებულ ფუნქციებზეა საუბარი?

ფუნქციურ ნაწილს ნაკლებად მიეკუთვნება, მაგრამ აქვე აღვნიშნავთ, რომ ხელსაწყოს ფასი მით უფრო მაღალია რაც უფრო მძლავრი და დიდი ზომისაა ის.

რაც შეეხება ფუნქციებს, რომლებიც მნიშვნელოვანია გამოირჩეს, ძვირიანი მოდელების შემთხვევაში:

  • დისკის გატეხვის შემთხვევაში განსაზღვრული დაცვის მექანიზმები;
  • დაბალი ვიბრაცია;
  • დამატებითი დაცვა შემთხვევითი ჩართვისგან;
  • შიდა გასუფთავების სისტემა;
  • ძრავის გადაწვისგან დაცვის მექანიზმი, ავტომატური გამორთვის შესაძლებლობით;
  • მუშაობის ნელა დაწყების შესაძლებლობა;
  • სიჩქარის რეგულირება (ეს შედარებით იაფიან, თანამედროვე მოდელებსაც გააჩნიათ);
  • დისკის მარტივი შეცვლა - ეს უკანასკნელიც ანალოგიურად.

დამატებით გეტყვით, რომ საუკეთესო შემთხვევაში ბარგალკას კომპლექტში უნდა მოყვებოდეს პირები და დამატებითი ატრიბუტები.

თითოეულ მოდელს, რომელიც საიტზეა განთავსებული, თან ახლავს დეტალური მიმოხილვა და უმეტეს შემთხვევაში ვიდეო რგოლიც, მისი მახასიათებლების დეტალურად გასაცნობად.

და არც ის გამოგრჩეთ, რომ ისურვეზე უამრავი აქციაა, რომელიც არამხოლოდ ფასდაკლებას, არამედ ბარგალკის ყიდვის დროს სასაჩუქრე შეთავაზებებს გულისხმობს .