კაკლის სატეხი
ქართული ნიგოზი არომატითა და გემოთი გამორჩეულია, ამიტომ დიასახლისებმა კარგად იციან მისი ფასი. სწორედ ამ მიზეზით ზოგს ურჩევნია კაკლის ყიდვა და დამოუკიდებლად გარჩევა, ვიდრე გამზადებული გარჩეული ნიგვზის შეძენა და ეჭვის შეტანა, არის თუ არა ის 100%-ით ქართული.
კაკლის სატეხი ძალდატანებისა და დაზიანების გარეშე სწრაფად ამტვრევს კაკალს
კულინარიაში თხილეული, განსაკუთრებით კი ნიგოზი, აქტიურად გამოიყენება. ქართული სამზარეულოს უნიკალურობაზე საუბარს არ დავიწყებთ, თუმცა უნდა ითქვას, რომ ფხალეული, რომლის თითოეულ სახეობასაც უამრავი მოყვარული ჰყავს, ქართული ტრადიციული სამზარეულოს ნამდვილი საგანძურია.
ფაქტია, რომ სამზარეულოში ნიგვზის გამოყენება თითქმის ყველა კერძში შეგვიძლია, იქნება ეს სადილი, თუ დესერტი. ქართული ნიგვზის საოცარი არომატი და გემო ნებისმიერ კერძს უხდება და მას განსაკუთრებულ არომატს სძენს.
კაკლის დამტვრევა კი ყველაზე რთული სამუშაოა, რომელსაც დიდი დრო, ენერგია და ძალისხმევა სჭირდება. ამაში კი ყველაზე მარჯვე დამხმარე კაკლის სატეხია, რომელიც ყველაზე მდგრადი და მყარი მასალისაგან არის დამზადებული და ნებისმიერი სიმკვრივის თხილეულს უმკლავდება ძალიან მარტივად.
საიდუმლო არც ის არის, რომ კაკალი, გარჩეულ ნიგოზთან შედარებით, ბევრად იაფი ღირს და ამას არა მხოლოდ ქერქის წონა, არამედ მისი გარჩევის სირთულე განსაზღვრავს. ამიტომ ეკონომიისათვის კაკლის ყიდვა და დამოუკიდებლად გარჩევა საუკეთესო გზაა, რაშიც კაკლის სატეხი დაგეხმარებათ.
ხარისხიანი ნედლეულით დამზადებული მყარი კაკლის სატეხი, რომელიც მარტივად ერევა ნებისმიერი თხილეულის მყარ ჯავშანს, კაკლის დამტვრევაში თქვენთვის N1 დამხმარე ხელსაწყო გახდება.
მსგავსი საჭირო წვრილმანი ნივთების შეძენა ონლაინ ყველაზე მარტივად არის შესაძლებელი, ამ საოჯახო ნივთების კატალოგი მოიცავს არა მხოლოდ კაკლის სატეხების ასორტიმენტს, არამედ სხვა საჭირო ნივთებსაც, მაგ: ხინკლის მოსახვევი, ნივრის საჭყლეტი, ონკანის მოძრავი თავაკი და უამრავი სხვა.
ერთი შეხედვით მცირე ზომის თუნდაც უმნიშვნელო ნივთები, რეალურად დიდ საქმეს ასრულებენ და მათი დახმარებით ჩვენი ყოველდღიური რუტინა, რომელიც უამრავი საქმისგან შედგება, მარტივდება და მეტად კომფორტული ხდება.