უსადენო მტვერსასრუტი
Philips-ის და Karcher-ის უსადენო მტვერსასრუტი. საუკეთესო ფასი, ონლაინ განვადება, გარანტია და უფასო ადგილზე მიტანა მთელ საქართველოში .
ადამიანებს კომფორტი ძალიან გვიყვარს ამიტომ, თანამედროვე ტექნოლოგიებითა თუ ტექნიკით ვცდილობთ, მაქსიმალურად გავიმარტივოთ ჩვენი ყოველდღიურობა.
მაგალითად, დღეს სახლის დალაგების პროცესი მტვერსასრუტების გამოყენებით იმაზე მარტივია, ვიდრე ეს 50 წლის წინ იყო შესაძლებელი . ფუნქციები, შესაძლებლობები, დიზაინი დაიხვეწა და დიდი მოწყობილობები დღეს უკვე საკმაოდ კომპაქტურ, უსადენო მტვერსასრუტად ჩამოყალიბდა.
უსადენო მტვერსასრუტი თანამედროვე მოწყობილობაა, რომელიც ხასიათდება მობილურობით, პრაქტიკულობითა და მაღალი შესრულების მაჩვენებლით
უსადენო მტვერსასრუტს ნამდვილად შესწევს ძალა, თქვენი სახლის ყველაზე ვიწრო წერტილებინადაც გააქროს მტვერის და ჭუჭყის ნიშან-კვალი.
იგი საშუალებას გაძლევთ დიდი დროისა და ძალისხმევის გარეშე საფუძვლიანად გაწმინდოთ ნებისმიერი იატაკის საფარი და დაბინძურებული ავეჯი. ჩვენ წარმოგიდგენთ რამოდენიმე თანამედროვე მოდელს, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში.
უშუალოდ მტვერსასრუტების განხილვაზე თუ გადავალთ, პირველი მოდელი Electrolux ZB5112E-ია, რომელიც ჩვენს საიტზეც არის განთავსებული. სხვათაშორის, აღნიშნულ მოდელს ხშირად ყიდულობენ ის მომხმარებლები, რომლებსაც ავტომობილები ჰყავთ. ამდენად, შეიძლება Electrolux-ის ეს მოდელი ავტომობილის მტვერსასრუტად გამოიყენოთ.
რაც შეეხება ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს შემდეგნაირად გამოიყურება: სიმძლავრე - 12 ვატია, მტვრის კონტეიერის მოცულობა - 0,5 ლიტრი, აკუმულატორის პარამეტრები კი 10 Ni–MH-ია. ფუნქციური მახასიათებლები აერთიანებს გრძელ თავსაცმს, პატარა ბორბლებს ნაკაწრებისაგან დასაცავად და ციკლონურ სისტემას. ავტონომიური მოქმედების ხანგრძლივობაა 12 წუთი, აქვს რეცხვადი ორმაგი ფილტრი, ჩართვის ინდიკატორი, მოსახერხებელი სახელური და ავეჯის ჯაგრისი. ზომებს რაც შეეხება საკმაოდ კომპაქტური და მოსახერხებელია - 17.1x41.9x13.6 სმ.
მეორე უსადენო მტვერსასრუტი, რომელიც ცნობილია ასევე როგორც ხელის მტვერსასრუტი Bosch BCS 1ALL-ია. გერმანელი მწარმოებლის მიერ შექმნილი დახვეწილი მოწყობილობა, განკუთვნილია სახლის პირობებში დასუფთავებისთვის. მოდელს აქვს ბატარეების შემცვლელი, რომლის წყალობითაც შეუძლია დიდი ხნის განმავლობაში იმუშაოს. იმისათვის მოწყობილობის კომფორტული შენახვა შესძლოთ, იგი აღჭურვილია პრაქტიკული კედლის დამჭერით. მტვერსასრუტს ასევე აქვს სპეციალური ყუთი, რომელიც განკუთვნილია დამატებითი აქსესუარებისთვის. რაც შეეხება მახასიათებლებს:
- შეწოვის ძალა - 100 ვატია;
- დასუფთავების ტიპი - მშრალი;
- მტვრის შემგროვებლის მოცულობა - 0.4 ლიტრია;
- ხმაურის დონე - 72 დბ;
- ბატარეის ხანგრძლივობა კი- 60 წთ;
მოკლედ, უსადენო მტვერსასრუტების ყიდვისას არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია . ზოგიერთი მოდელი განკუთვნილია, როგორც სახლის პირობებში გამოსაყენებლად, ისე - ავტომობილის ინტერიერის დასასუფთავებლად, მაგალითად მტვერსასრუტი კერხერი . განსაკუთრებით ძლიერი მექანიზმის მტვერსასრუტებს შეუძლიათ მტვრის ნაწილაკების და შედარებით დიდი ზომის სხვადასხვა ნამცეცის აღება. რაც შეეხება კომფორტს, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ყიდვისას ტვერსასრუტის წონა, მუშაობის ხანგრძლივობა, შლანგის სიგრძე, რამდენად ახერხებს სხვადასხვა საქშენი რთულ წერტილებში შეღწევას და მანევრირებას.
უსადენო მტვერსასრუტი - ყოველდღიური დასუფთავებისათვის საუკეთესო საშუალება
უსადენო მტვერსასრუტის საშუალებით შესაძლებელია ნებისმიერი ზედაპირის დასუფთავება .
ახალი, თანამედროვე ტექნიკა საშუალებას გვაძლევს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დავასუფთაოთ სახლისა და ავტომობილის ინტერიერები.
მრავალფეროვანი ტექნიკა შეგიძლიათ შეიძინოთ ისურვეზე საუკეთესო პირობებით.
ჩვენი მტვერსასრუტების განყოფილებაში, გირჩევთ ნახოთ სამსუნგის მტვერსასრუტიც , ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ ისურვეში უსადენო მტვერსასრუტზეც უამრავი ფასდაკლება და ონლაინ განვადების გაკეთების შესაძლებლობაა.