თმის საშრობი პროფესიონალური ფენები
თმის საშრობი ფენების საუკეთესო არჩევანი. ყველაზე იაფად და ონლაინ საბანკო განვადებით. უფასო ადგილზე მიტანა და გარანტია მთელი საქართველოს მასშტაბით.
ფენი პროფესიონალებისთვის, მხოლოდ ისურვეზე
სილამაზის სალონის სტილისტებმა განსაკუთრებით კარგად იციან, როგორი განსხვავებული სიმძლავრისაა თმის საშრობი პროფესიონალური ფენები , რომელთა გამოყენებაც სახლის პირობებში ნაკლებადაა მიზანშეწონილი.
გამომდინარე იქიდან, რომ თმის ფენები ქალბატონებს ყოველდღიურ დახმარებას უწევენ , გაითვალისწინეთ, რომ არსებობს ორი განსხვავებული ტიპის: ერთი სახლის პირობებში გამოსაყენებელია, ხოლო მეორე - სალონებში. თმის საშრობი პროფესიონალური ფენები სიმძლავრითა და წონით ძალიან განსხვავდება სახლის ფენებისგან. ამიტომ, დატვირთული მუშაობის შესაძლებლობიდან გამომდინარე, მათი გამოყენება უფრო მიზანშეწონილია სალონებში.
თმის საშრობი - რა განაპირობებს მის ავკარგიანობას?
თმის ფენების ტიპებს შორის ძირითადი განსხვავებება მუშაობის ხანგრძლივობა, ენერგიის ზრდა, პროდუქტიულობა და სითბოს ნაკადის რეგულირების უნარია. ხელსაწყოს მიერ წარმოქმნილი ხმაური, აბსოლუტურად განსხვავებული შეიძლება იყოს სხვადასხვა მოდელში. ზოგიერთი თმის საშრობი აღჭურვილია იონიზაციის ფუნქციით , დახვეწილი სხეული და სახელური კი ხელს უწყობს კომფორტულ მუშაობას, წონის შემცირებას.
თმის ფენი ყოველდღიური მოხმარების ნივთია, ტექნიკის ბაზარზე მისი არჩევანი საკმაოდ დიდია
გამომდინარე იქიდან, რომ თმის ფენები ყოველთვის გაყიდვადი პროდუქციაა, მწარმოებლები მუდმივად ცდილობენ განავითარონ მათი შესაძლებლობები. იმდენად, რამდენადაც ახალი მოდელები მუდმივად ემატება, ჩვენი ინტერნეტ მაღაზიაც გთავაზობთ ყველაზე თანამედროვე ფენების ფართო არჩევანს. Isurve.ge-ს გვერდზე შესაძლებელია იპოვოთ არა მხოლოდ პროფესიონალური ფენები, არამედ ფენი დიფუზორით, თმის საშრობი სავარცხლით და ა.შ.
ერთ-ერთი მოდელი, რომელიც ჩვენი თემიდან უნდა წარმოგიდგინოთ, Philips HPS910-ია. ტექნიკის წარმოებით, ფილიპსი მსოფლიოში აღიარებული ბრენდია, რომლის თმის ფენებიც საკმაოდ დიდი სიმძლავრითა და გამძლეობით გამოირჩევა. აღნიშნულ მოდელს რაც შეეხება - ფენი პროფესიონალურია, რომლის სიმძლავრე 2100 ვატია. ყველა მოწყობილობა, რომელთა სიმძლავრე ცდება 2000-ს პროფესიონალთა კატეგორიას განეკუთვნება.
Philips HPS910-ის ზომა საშუალოა და ხელში დასაჭერად საკმაოდ კომფორტულია. ფასიც ხელმისაწვდომია იმის კვალობაზე, რომ არც ძრავა აქვს სუსტი. ჰაერის ნაკადის და გათბობის რეგულირება ხდება ცალკე. თბობის ინტენსივობა მაღალია. ძირითად უპირატესობებს რაც შეეხება, მასში ერთიანდება: 6 რეჟიმი, საქშენები, იონიზაციის ფუნქცია, ცალკე ღილაკი ცივი ჰაერისთვის, კერამიკული გათბობის ელემენტი, თმის დაცვის სისტემა და 2.5 მეტრიანი კაბელი.
კიდევ ერთი ბრენდი, რომლის ნახვაც isurve.ge-ზეც არის შესაძლებელი Moser-ია, რომლის კიდევ ერთ მოდელს - პროფესიონალური ფენების ხაზიდან - Moser 4350-0050 წარმოგიდგენთ.
აღნიშნული მოდელი საკმაოდ მოსახერხებელია, რომლის ხელში დაჭერისას არანაირ დისკომფორტს არ იგრძნობთ. ღილაკები პირდაპირ თითების ქვეშ მდებარეობს, ამიტომ შესაფერისია მთელი დღის მუშაობისთვისაც. მოწყობილობა არანაირად არ წვავს თმას და პირიქით, ხელს უწყობს მის გაჯანსაღებას. სიმძლავრე - 2200 ვატი, საშუალებას გაძლევთ სწრაფად გააშროთ თმა, ხოლო ტურმალინის საფარი თმის იონიზაციის შესამჩნევ ეფექტს იძლევა. ფენი საკმაოდ ძლიერია და წონაც საშუალო აქვს.
ფენის ძირითადი უპირატესობებია: ტემპერატურისა და ნაკადის სიჩქარის რეგულირება;, იონიზაცია; ღილაკი ცივი ჰაერის მიწოდებისთვის; ხმაურის დაბალი დონე და 2.8 მ სისქის კაბელი.
ბოლოს შეგახსენებთ, რომ თავი მოვლის ტექნიკის უმდიდრესი არჩევანი სწორედ ჩვენს საიტზეა, მიიღეთ ფასდაკლება ბარათით გადახდისას, ხოლო შენაძენს ჩვენი კურიერები სრულიად უფასოდ მოგიტანენ!
თმის საშრობი ფენი ერთ-ერთი გაყიდვადი პროდუქტია
თავის მოვლის მოწყობილობებიდან, რომელთაც ისურვეს საიტზე შეხვდებით, თმის ფენი ყველაზე მოთხოვნადია.
თმის საშრობი გვეხმარება სწრაფად გავიშროთ თმა და გავიკეთოთ ვარცხნილობა სალონის სტუმრობის გარეშე, რაც გვიზოგავს სამ ყველაზე მნიშვნელოვან რამეს - დროს, ენერგიასა და ფინანსებს.
ბაზარზე უამრავი სახეობის ფენი არსებობს - მინი თმის ფენები ძირითადად მოკლე დროში თმის გასაშრობად გამოიყენება, ხოლო პროფესიონალური ფენები - სხვადასხვა ვარცხნილობის გასაკეთებლად.
პროფესიონალი ფენი დიდ სიმძლავრეს საჭიროებს, რაც ჰაერის ნაკადის საკმარის ტემპერატურაზე გაცხელებასა და დაბერვის სიჩქარეზეა პასუხისმგებელი, რაც თმისათვის სასურველ ფორმის მიცემაში გვეხმარება.
უბრალო და იაფფასიანი ფენები ზედმეტად აშრობს თმის ძირებს, წვავს ღერებს და დიდ დროს ანდომებს თმის გაშრობას.
თმის ფენი პროფესიონალი სტილისტების ფავორიტი ნივთია, მას ანიჭებენ უპირატესობას მოყვარულებიც, რომელთაც თმა მუდმივად წესრიგში აქვთ, რადგან იციან, როგორი ფენია უსაფთხო და ეფექტური.