• გვერდი #1 - სულ 2 გვერდი

საუკეთესო ხელსაწყოები

ჩვენი მაღაზიის წამყვანი პროდუქცია ხელსაწყოების კატეგორიიდან. ნაკრები, სვარკები, ელექტრო ხელსაწყოები და ა.შ.

როდესაც მეგობრისთვის ან საყვარელი ადამიანისთვის: მამისთვის ან ბაბუისთვის საჩუქარს არჩევთ, პირველი ასოციაცია, რომელიც  საჩუქარს უკავშირდება, ეს არის - ხელსაწყოების ნაკრები.

ამის გარდა ხელსაწყოების ნაკრების ყველა სახლში უნდა იყოს, ამით ხომ თქვენ უამრავ თანხას ზოგავთ, აღარაა საჭიროება ყველანაირი დეტალის გაფუჭებაზე ფულის ყრა და სხვადასხა სერვისების გამოძახება. დაგვერწმუნეთ, კარგი ხელსაწყოების ნაკრებითა და იუთუბით თითქმის ყველაფრის შეკეთება თქვენითვე შეგიძლიათ,

დღეს წარმოგიდგენთ იმ საუკეთესო ხელსაწყოების  ჩამონათვალს, რომელიც სასურველია თითოეული მამაკაცის სამშენებლო არსენალში მოიპოვებოდეს.

ჩაქუჩი

იმისათვის, რათა კედელზე მარტივად შესძლოთ თაროების განთავსება, დრელის გარდა, ამ სამუშაოს მოკლე დროში ჩაქუჩიც იდეალურად შეასრულებს. საჭიროა მხოლოდ რამოდენიმე ლურსმანი, მცირეოდენი ძალისხმევა და კედელზე თარო მყარადაა. გარდა ამისა, შედარებით დიდი ზომის ჩაქუჩები გამოიყენება სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას. პირობითად, სახლის გადახურვისას, სამშენებლო მასალების დასაკავშირებლად და ა.შ. ყოველ შემთხვევაში, თქვენი საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ყველა ზომისა და წონის ჩაქუჩის ყიდვა.

ხრახნის ნაკრები

ხრახნიანი ინსტრუმენტების ნაკრები ნამდვილად კარგი საშუალებაა, რომელიც სალხსა თუ ბინაში ნებისმიერ სიტუაციაში გაგიწევთ დახმარებას. მაგალითად,  ავეჯის ელემენტების ან საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაკეთებლად. სასურველია შეიძინოთ ისეთი ტიპის ხრახნიანი ინტრუმენტები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ შეამოწმოთ განყოფილებაში ელექტროენერგიის ძაბვის განლაგება  და დაიცვათ თავი ელექტრო შოკისგან.

ქანჩები - კლუჩები

შეუცვლელი საჩუქარია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ტრანსპორტი ჰყავთ.  არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება ეს: სკუტერი თუ ველოსიპედი, მანქანა თუ მოტოციკლეტი. ნებისმიერ შემთხვევაში, გახსოვდეთ, რომ ნამდვილად საჭირო და საუკეთესო ხელსაწყოებია მამაკაცებისთვის .

ბურღი

ყიდვისას გაითვალისწინეთ, რომ მოწყობილობას თან ერთვის სხვადასხვა ზომის და მახასიათებლების საქშენები: ხეზე მუშაობისთვის  (1–10 მმ), მეტალთან მუშაობისთვის (1-8 მმ), ჯაგრისები დასუფთავებისთვის, დისკები ზედაპირის სახეხად, სხვადასხვა ფორმის და ზომის ბიტი და ა.შ. აქვე გაითვალისწინეთ ისინ , რომ საბურღი დრელები   შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც ბარატეაზე მომუშავე, ასევე დენის ქსელში ჩასართავი. ნუ შეარჩევთ ყველაზე ძლიერ მოწყობილობას.  500 ვატიანი სიმძლავრის დრელი  საკმარისია საყოფაცხოვრებო სამუშაოებისთვის.

ბრტყელტუჩა, კუსაჩკა

ასეთი  ხელსაწყოები შეიძლება  აჩუქოთ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც არ არის  მაინცდამაინც მსხვილ სამშენებლო საქმიანობებში ჩართული. ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, ყველა მამაკაცი საჭიროებს ამ ინსტრუმენტების გამოყენებას, რომელიც სამუშაოდ ძალიან მარტივი გამოსაყენებელია.  გახსოვდეთ, რომ ასეთი ნივთების შენახვისთვის, უმჯობესია გქონდეთ ცალკე ხელსაწყოების ჩემოდანი, რომელიც ასევე  კარგი საჩუქარი შეიძლება იყოს მამაკაცისთვის.

ლაზერი

რემონტი წარმოუდგენელია  ინსტრუმენტების გარეშე, მათ შორის სამშენებლო ლაზერის გარეშეც.  თანამედროვე ლაზერები  დღეს უკვე ისეთი ფუნქციონალურია, როგორც არასდროს.  ისინი საშუალებას მოგცემთ მარტივად გაასწოროთ როგორც ჰორიზონტალური, ისე  ვერტიკალური კიდეები. გარდა ამისა, დიდ მონაკვეთში, მათი "დიაპაზონი" შეიძლება იზომებოდეს ათობით მეტრში.

ბალგარკა

ბალგარკა შეუცვლელი ასისტენტი, იდეალური ჭრის ინსტრუმენტია, რომლის გამოყენება შესაზლებელია ქვასთან, ლითონთან, ბეტონთან მუშაობის დროს.  საჭრელის ფუნქციონირება დამოკიდებულია თავად აპარატის ზომაზე და დისკის დიამეტრზე. ასე რომ, თუ თქვენ გჭირდებათ დიდი რაოდენობით სამუშაოს შესრულება, მაგალითად, ბეტონის არეალის შთამბეჭდავად გაწმენდა, თქვენ უნდა აირჩიოთ მაქსიმალური დიამეტრის დისკი  (მითითებულია კონკრეტული მოდელის ტექნიკური მახასიათებლებში).

ელექტრო ლობზიკი

ინსტრუმენტი გამოიყენება ძირითადად ხისა და  პლასტმასის ლამაზად საჭრელად. ასეთი ყიდვისას, უპირატესობას ვანიჭებთ  500 ვატიან სიმძლავრის ლობზიკს, რომელსაც ფაილების უნივერსალური დამაგრება, დიდი დიამეტრის დამხმარე როლიკერი და ფაილის გადაადგილების სიხშირის რეგულირების შესაძლებლობა აქვს.