საკონდიტრო მიქსერი
სამზარეულოს ანუ საკონდიტრო მიქსერის ყველა ბრენდი და ყველა მოდელი. ჯამიანი და სტანდარტული ვარიანტები. საკონდიტრო მიქსერი ყველაზე იაფად, ონლაინ განვადებით, ოფიციალური საგარანტიო სერვისითა და უფასო ადგილზე მიტანით მთელი საქართველოს მასშტაბით.
რა საჭიროა სამზარეულოს მიქსერი თუ ფაქტიურად უმეტესობა საქმიანობას რასაც ეს მოწყობილობა აკეთებს, თქვენ ხელითაც გააკეთებთ?
დაგვერწმუნეთ საკონდიტრო მიქსერის ერთხელ მაინც თ გამოიყენებთ, მის გარეშე მომავალში გაგიჭირდებათ სამიანობა, იმდენად კომფორტული და საჭირო მოწყობილობაა.
მიქსერის საშუალებით, სამზარეულო მიქსერის ყიდვით, თქვენ შეძლებთ პირველ რიგში ეს პროცესები ბევრად უფრო სწრაფად გააკეთოთ
დაზოგილი დრო თითეულ ჯერზე შეიძლება არც ისე ბევრი იყოს, მაგრამ დაგვიჯერეთ, ეს შემცირება შეიძლება ისეთი მნიშვნელოვანი გამოდგეს რომ თქვენ ოთხჯერ უფრო ხშირად გააკეთოთ ხოლმე მიქსერის საჭიროების მქონე კერძები.
გარდა ამისა, თუ თქვენ სუპერ სწრაფი ხელი არ გაქვთ (სუპერმენის, quicksilver-ის ან თუნდაც ფლეშის მსგავსად) მაშინ მიქსერის გამოყენება დიდი ალბათობით უკეთეს ტექსტურამდე და ერთგვაროვნებამდე მიგიყვანთ.
იმ ადამიანებისთვის, ვისაც მიქსერი არ ჰქონიათ თითქოს მნიშვნელოვანი არაფერი იცვლება, მაგრამ თუ ოდესმე მაინც გამოგიყენებიათ ეს მოწყობილობა, მაშინ ხელით დამუშავების პროცესთან დაბრუნება ნამდვილ სიგიჟედ მოგეჩვენებათ.
სამზარეულოს მიქსერის მომხმარებლები შეგვიძლია ორად დავყოთ:
- ვინც პირველად ყიდულობენ მიქსერებს და არ არიან ჩამოყალიბებულნი რას ეძებენ.
- ის მომხმარებლები ვინც უკვე იყენებდნენ მიქსერს და ახლა გაფუჭებულის ჩანაცვლებას ცდილობენ (RIP poor Miqseri)
რომელ კატეგორიასაც უნდა მიეკუთვნებოდეთ, მიქსერის შეფასებისთვის ჩვენი რჩევები ნამდვილად დაგეხმარებათ.
საკონდიტრო მიქსერი არსებობს ორი ტიპის:
ხელის მიქსერი - იდეალურია თუ თქვენი მოთხოვნები შემდეგია:
- არ იკავებდეს დიდ ადგილს.
- იყოს ხელმისაწვდომი.
- ჰქონდეს მარტივი დიზაინი.
- ჩაეტიოს სამზარეულოს უჯრაში.
- იყოს მარტივი გასაწმენდი.
- არსებობს არჩევანი - ელექტრული (ჩვენთვის კარგად ცნობილი) და მანუალური (როდესაც რიჩაგს ატრიალებთ და თავი ამ დროს მოძრაობს)
ხელის მიქსერი თქვენი ცხოვრების კომფორტულად ქცევაში სადღაც შუაში დგას
. კი ათქვეფაში გეხმარებათ, მაგრამ ამასთან ერთად მაინც საკმაო შრომას მოითხოვს.
ჯამიანი, დასადგამი მიქსერი
თუ კი ვინმესგან გაგიგიათ რომ მათ მიქსერის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ, ეს ნამდვილად დასადგამ სამზარეულოს მიქსერზეა საუბარი. ასეთი მოწყობილობები ნებისმიერი ცხობისა თუ მზადების პროცესს უკიდურესად ამარტივებენ, თუმცა რა თქმა უნდა მეტი ადგილი და მეტი ფინანსების სჭირდებათ.
განსაკუთრებით გამოსადეგი მიქსერები არის პიცის საცხობთან ან პურის საცხობთან ერთად, რადგან მათ უმეტესობას ცომის მოზელვაც კი შეუძლია
.
ამ ტიპის მიქსერებს ასევე მოყვებათ თავიანთი ჯამი (აქედან: ჯამიანი მიქსერი), და სხვადასხვა ტიპის თავები, ასევე არიან უფრო მძლავრები და სწრაფები.
მათი დახმარებით შეგიძლიათ გააკეთოთ პასტა, რავიოლი, წვენი, კრემი, სოუსი, ნაყინი და დაფქვაც კი. ასევე ძალიან დიდი პლუსია ის რომ შეგიძლიათ ჩართოთ მიქსერი და თქვენ თვითონ სხვა საქმეს მიხედოთ.
გაითვალისწინეთ, ისინი შედარებით ძვირი ღირს და მათი გაწმენდა ხშირად ცოტა საწვალებელი არის, თუმცა ისურვეზე ყოველთვის შეგიძლიათ ონლაინ განვადებით ისარგებლოთ საკონდიტრო მიქსერზე ან სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე, რომელსაც თქვენ შეარჩევთ
, გისურვებთ წარმატებას!