სადეზინფექციო საშუალებები

საუკეთესო ხარისხის სადეზინფექციო საშუალებები, მრავალმხრივი გამოყენებით, ვირუსებისა და ბაქტერიების გავრცელების საწინააღმდეგოთ. თითეულის გამოყენებამდე გთხოვთ, წინასწარ გაეცნოთ ეტიკეტზე მითითებულ ნორმებს.

სამედიცინო სადეზინფექციო ხსნარები შექმნილია როგორც პირადი მოხმარებისთვის (სახლსა თუ სამუშაო სივრცეებში), ასევე სპეციალურად ჯანდაცვის დაწესებულებებისთვის, რომელთა მთავარი დანიშნულება ვირუსებისა და ბაქტერიების მაქსიმალური განადგურებაა.

2006 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, სადეზინფექციო ხსნარები  ხელის მოვლის  ოქროს სტანდარტად აღიარა, რომელიც დაფუძნებული უნდა იყოს იზოპროპილზე ან ეთილის სპირტზე.

მიმოხილვაში წარმოდგენილი იქნება სამედიცინო სადეზინფექციო ხსნარები,  რომლებიც პოპულარულია 2020 წელს. მათი გამოყენება შესაძლებელია ყოველდღიურად ვირუსული ინფექციების გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

სამწუხაროდ დღეს სადეზინფექციო საშვალებები ისეთივე საჭირო გახდა სახლში, როგორც საკვები, ამიტომ ისურვე გთავაზობთ ანტისეპტიკური ხსნარების კრებულს.

როგორი უნდა იყოს კარგი ანტისეპტიკური ხსნარი?

ჩვენ ხშირად ვყიდულობთ პროდუქტებს „ანტისეპტიკურის“ ეტიკეტით, მაგრამ ცოტა ფიქრობს იმაზე, რომ არსებობს გარკვეული სტანდარტები, რომლებიც შემუშავებულია ჯანმოს მიერ.

რეკომენდებულია იზოპროპილის ან ეთილის სპირტის (როგორც მთავარი ნივთიერებების) გამოყენება 60-დან 80%-მდე კონცენტრაციით. ჯამში არ უნდა იყოს 4 ინგრედიენტზე მეტი, მათ შორის გამოხდილი წყალი და დამატენიანებელი კრემი (გლიცერინი).

არ არის რეკომენდირებული სუნამოებისა და საღებავების შემცველობის მქონე ხსნარების გამოყენება.

წყალბადის ზეჟანგი 3%-იანი ოდენობით შეიძლება მოქმედებდეს, როგორც დამხმარე ნივთიერება, რომელსაც ანტიბაქტერიული ეფექტი აქვს.

გარდა ამისა, სადეზინფექციო ხსნარები  ხელის დასამუშავებლად აქტიურად გამოიყენება მედიცინაში. რადგან მათი ღირებულება უფრო იაფია, დიდი მოცულობით ყიდვისას, ორგანიზაციებს დიდი ზარალი არ ადგებათ.

მეოთხეული ამონიუმის ნაერთები ეფექტურად ებრძვიან პათოგენურ ორგანიზმებს, ხოლო  ქლორის შემცველი პროდუქტებისგან განსხვავებით, ისინი არატოქსიკურია ადამიანისა და ცხოველებისათვის. ამავე დროს, ზედაპირის დამუშავებისას, არ იწვევენ კოროზიას.

ალკოჰოლის შემცვლელი ხელების საწმენდი სამედიცინო ხსნარები

ხელების საწმენდად მედიცინაში ოქროს სტანდარტად ითვლება ალკოჰოლზე დაფუძნებული პროდუქტები, რომლებიც WHO-ს მიერ რეკომენდირებული შემადგენლობაა. ალკოჰოლის რაოდენობა უნდა იცვლებოდეს 60-80%-ს შორის. სწორედ ეს თანაფარდობა იძლევა სხვადასხვა ბაქტერიისა და ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ გზას.

ამის ფონზე კი შეგვიძლია განვიხილოთ Predez Erisan ანტისეპტიკური სხნარი ხელისთვის, რომელიც ეფუძნება იზოპროპილის სპირტს 65%-ის ოდენობით, ხოლო მის შემადგენლობაში არ შედის საღებავები და სუნამოები.

ასეთი შემადგენლობა ძალზე ეფექტურია არა მხოლოდ მიკრობების, არამედ სხვადასხვა ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლაში: აივ ინფექცია, ტუბერკულოზი, გრიპი, SARS, პნევმონია, ადენოვირუსები და სხვა.

სადეზინფექციო ხსნარი დამზადებულია ფინეთში და განკუთვნილია სამედიცინო დაწესებულებებში გამოსაყენებლად, რომელიც შეიძლება გამოიყენოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელებისა და ზედაპირების დასამუშავებლად, რადგან არატოქსიკური და არაალერგიულია.

უალკოჰოლო ხელების საწმენდი სამედიცინო ხსნარები

უალკოჰოლო ხსნარებს შეიძლება ჰქონდეთ კარგი ანტისეპტიკური თვისებები და არ გამოიწვიოს კანის გამოშრობა ან ალერგიული რეაქციები. ალკოჰოლიან ხსნარებთან შედარებით, უალკოჰოლოს ფასი შედარებით დაბალია.

ამ კატეგორიაში კი გვინდა განვიხილოთ Medonika სადეზინფექციო ხსნარები, რომელიც აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა სამედიცინო ორგანიზაციებში: კლინიკებში, მოსაცდელ ოთახებსა თუ საავადმყოფოებში.

ამ პროდუქტში ძალიან ცოტა ალკოჰოლია და მთავარ სანიტარულ ფუნქციას ასრულებს მეოთხეული ამონიუმი, რომელიც ეფექტურად უმკლავდება ბაქტერიებსა და ვირუსებს, თრგუნავს მათ სასიცოცხლო აქტივობას და ანადგურებს საბოლოოდ.

ხსნარის გამოყენება შესაფერისია ხელების დასამუშავებლად, ხელთათმანებისთვის და  აგრეთვე საყოფაცხოვრებო ნივთების გასაწმენდად. ეფექტური რჩება გამოყენებიდან 3 საათის განმავლობაში.