ორთქლის უთო
შეიძინეთ ორთქლის უთო მსოფლიოს საუკეთესო მწარმოებლებისგან. ყველაზე იაფად, ონლაინ განვადებით, უფასო ადგილზე მიტანით ყველგან და ოფიციალური გარანტიით .
უთო დიასახლისებისთვის (და არა მარტო) ერთ-ერთი აუცილებელი ხელსაწყოა. მიუხედევად იმისა, რომ მისი გამოყენება სახლში ფაქტიურად აუცილებელია, ის არც თუ ისე სასიამოვნო საქმიანობად ითვლება და ყველა მომხმარებელი ცდილობს ან ამ პროცესის თავის არიდებას, ან მინიმუმ უფრო კომფორტულად ქცევას მაინც.
თუმცა, ტანსაცმელი, ფარდები, ნებისმიერი ნაჭრის ნაწარმო ფაქტიურად იჟღინთება მტვრითა და სხვა ნადებით, რომლის მოშორება უკვე თანამედროვე უთოს ერთ-ერთ ფუნქციად იქცა.
ორთქლის უთო ნამდვილად გაგიადვილებთ ამ დამღლელ საქმიანობას, ის მარტივი და ძალზედ მოსახერხებელი ხელსაწყოა, რომელსაც შეუძლია რუტინული საქმე საიამოვნო საქმიანობათ გადააქციოს.
შესაბამისად, როდესაც გაგვიჩნდება კითხვა თუ როგორ შევარჩიოთ უთო, რომელი მოდელი უფრო კომფორტულად გვარგძნობინებს თავს, აუცილებელია რამდენიმე რჩევის გათვალისწინება.
ხელის ორთქლის უთო - როგორ შევარჩიოთ საუკეთესო მოდელი
პირველ რიგში უთოები, იქნება ეს ბოშის უთო, ფილიპსისა თუ სხვა ბრენდის მოწყობილობა განსხვავდება ტიპების მიხედვით. ეს ტიპებია:
- სტანდარტული
- ორთქლის უთო
- უთო ორთქლის გენერატორით.
სტანდარტული უთო შედარებით მოძველებულ ტექნოლოგიას მიეკუთვნება, რადგან მისი გამოყენებისას მატერიის ოპტიმალურად დასამუშავებლად ცალკე საჭირო ხდება სითხის მიპკურება (ალბათ ბავშვობიდან ნაცნობი პროცესია). ამ ტიპის უთოები დღეს ფაქტიურად აღარ იწარმოება.
ორთქლის უთოს ფასი არცერთ მაღაზიაში არაა ისეთი იაფი, როგორც ისურვეზე!
უთო ორთქლის გენერატორით ასევე ცალკე, პროფესიონალურ კლასში გადის. ასეთ მოწყობილობებს მოყვებათ თან თავიანთი წყლის რეზერვუარი, რომელიც საშუალებას აძლევს მათ დიდხანს შეუჩერებლად იმუშავონ. მათი გამოყენება ხდება ისეთ ადგილებში სადაც შემხებლობაა ინდუსტრიული ოდენობის მატერიასთან (სამკერვალო, ტანსაცმლის მაღაზია და ა.შ.)
ორთქლის უთო კი ზუსტად ის მოდელია რასაც ადამიანების უმრავლესობა იყენებს სახლში
ორთქლის უთოს შესყიდვამდე რამდენიმე საკითხი უნდა გაითვალისწინოთ:
- უთოს ძირი - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია ხელსაწყოს შერჩევაში. ის ანაწილებს სითბოს ზედაპირზე და უზრუნველყოფს სხვადასხვა ამობურცული ელემენტებისთვის (ელვა, ღილი, ჯიბე) ნაკლები ზიანის მიყენებას. ძირები ძირითადად იწარმოება უჟანგავი ფოლადის (მ.შ. ქრომირებული), მეტალოკერამიკისა და ალუმინისგან. აღსანიშნავია რომ ძირზე უთოებს ხშირად აქვთ ხოლმე ჩაღრმავებები, რომლებიც უზრუნველყოფს ამ ნაწილებში ორთქლის მოხვედრას და შესაბამისად უთოს ჰაეროვან სრიალს ზედაპირზე.
ამათგან ფოლადი კარგი თბოგამტარია, მაგრამ მძიმეა და ადვილად ისვრება, ასევე მისი გათბობისა და გაციების პერიოდი საკმაოდ გრძელია.
ალუმინი - ადვილად ცხელდება და გრილდება, ასევე მსუბუქია, თუმცა ასევე ადვილად იკაწრება.
კერამიკა - ძალიან მარტივია მოვლა/შენახვის კუთხით, და მისი გამოყენებით ძალიან ადვილია გაუთოება, თუმცა სხვა ვარიანტებთან შედარებით უფრო სათუთი მოსავლელია (იგივე თუნდაც დავარდნის კუთხით)
- სიმძლავრე - ისევე როგორც ყველა ელექტრულ მოწყობილობას, ორთქლის უთოს კუთხითაც (განსაკუთრებით ვერტიკალური ორთქლის უთოს შემთხვევაში) განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მის სიმძლავრეს, რომლებიც 1000-2500 ვატებში მერყეობს (2000-ს მაღლა კი უკვე შესაძლებლობებით ინდუსტრიული ხარისხს მიეკუთვნება)
- დაუთოების რეჟიმები - მეტი რეჟიმი ნიშნავს რომ თქვენ შეძლებთ უფრო მეტად მოერგოთ დასაუთოებელი ქსოვილის ტიპს, რაც ბევრად უფრო ხარისხიან და უფრო დაცულ პროცესს განაპირობებს.
- ორთქლის გამოყოფა - აირი უთოს ძირზე განლაგებული ნახვრეტებიდან გამოიყოფა (რომლებიც სასურველია მთელ ზედაპირზე იყოს და რა მხოლოდ პერიმეტრის მიმდებარედ), და მისი ოდენობა 20 გრამი წუთიდან 220 გრამი წუთამდე მერყეობს. კარგ უთოს 100 ნახვრეტამდე უნდა ჰქონდეს, რაც მისი დაუთოების ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.
- ორთქლის გამოყოფის რეჟიმი - არსებობს ერთბაშად გამოშვება ღილაკის საშუალებით (ძლიერ გამშრალი ნივთების გაუთოებისთვის), გაფანტული გამოსხურება (კარგია ნაკეცებისა და საყელოებისთვის) დაა ვერტიკალური გამოსხურება (რაც საშუალებას გვაძლევს საკიდზე არსებული ტანსაცმლის გაუთოების).
გარდა ზემოაღნიშნული საკითხებისა, ორთქლის უთოს ყიდვისას ასევე გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორებიც - ავტომატური გამორთვის სისტემა (ხანძრისგან დაცვისთვის), სისტემა რომელიც უზრუნველყოფს რომ უთოდან წყალი სითხის სახით წვეთაბად არ გამოვიდეს, ამოჭრილი ადგილი სპეციალურად ღილებისთვის, უშუალოდ ელექტრო კაბელის სიგრძე და ასევე სხვადასხვა დაცვის მექანიზმები.
ორთქლის უთო - მოწყობილობა, რომელიც გაგიმარტივებთ საქმეს
სახლის საქმე შრომატევადი და რთულია, რადგან თითოეული დეტალი საჭიროებს ყურადღებას, იქნება ეს სახლის დასუფთავება, თუ თავის მოწესრიგება.
სახლიდან გასვლისას იდეალურად მოწესრიგებული ტანსაცმელი ესთეტიკურად ლამაზად გამოიყურება და ყურადღებას იქცევს.
სწორედ ამიტომ, ტანსაცმლის გაუთოვებისას დიდი ყურადღება და დრო გვჭირდება.
ოთქლის უთო კი ამ საქმეს მნიშვნელოვნად გვიმარტივებს მისი მოქნილი და კომპაქტური დიზაინის წყალობით, რაც მის მრავალფეროვან მოდელებში სხვადასხვანაირია.
გარდა ტანსაცმლისა, გაუთოებას საჭიროებს ნებისმიერი მატერია, რომელსაც ყოველდღიურად მოვიხმართ, ორთქლის უთოს ერთ-ერთი უპირატესობა სწირედ მის მაღალ ტემპერატურაზე მუშაობისას ბაქტერიებისგან მოშორებაში გვეხმარებაა.
ორთქლის უთო ფასები განსხვავებულია მისი სიმძლავრის, ბრენდისა და მოდელის მიხედვით და ამიტომაც შევეცადეთ, აღწერით დაგხმარებოდით მის სწორად შერჩევაში.
ონლაინ ყიდვისას, საშუალება გაქვთ მშვიდად შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი მოდელი, ხოლო დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე.
ორთქლის უთოები წარმოდგენილია ცალკე კატეგორიაში, სადაც შეგიძლიათ კატალოგში ნივთი შეარჩიოთ ფასის ზრდის ან კლების მიხედვით დამოუკიდებლად, საიტიდან ბარათით ყიდვის შემთხვევაში კი მიიღებთ დამატებით ფასდაკლებას და შენაძენს კურიერი სრულიად უფასოდ მოგართმევთ.