Nikai
წვრილი და მსხვილი სამზარეულო ტექნიკა Nikai-სგან. გამორჩეულად დაბალი ფასები და გამძლე ასორტიმენტი, გარანტიით, განვადებითა და სუპერ მოხერხებული უფასო საკურიერო სერვისი.
კორპორაცია NIKAI GROUP ცნობილი რადიო ელექტრონიკის მწარმოებელია, რომელიც ბოლო დრომდე არ იყო ცნობილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში.
სხვა ქვეყნებში, NIKAI -ს ბრენდის აქტიური გაფართოება მხოლოდ რამოდენიმე წლის წინ დაიწყო, როდესაც კომპანია ორად გაიყო. ამან შესაძლებელი გახადა, NIKAI ბრენდის ქვეშ წარმოებული პროდუქციის მოცულობა და დიაპაზონი მკვეთრად გაზრდილიყო, ხოლო მოკლე დროში, ევროპაში საყოფაცხოვრებო ტექნიკის და ელექტრონიკის გაყიდვით მნიშვნელოვანი პროგრესი ჰქონოდა.
დღეს ევროპაში NIKAI -ის საყოფაცხოვრებო ტექნიკის ძირითადი გაყიდვები, შემდეგი პროდუქტების კატეგორიებში მოდის: ტელევიზორები და აუდიო აპარატურა, მხვილი და წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა სახლისა და სამზარეულოსთვის, ხოლო NIKAI კონდიციონერები იწარმოება MIDEA -ს ქარხანაში.
NIKAI ბრენდის ქვეშ გამოყენებულ MSR მოდელს აქვს ევროპული ხარისხის სერთიფიკატები. ეს სწორედ ის მოდელებია, რომლებიც ევროპის ბაზრებზე დიდი პოპულარობით იყიდება.
NIKAI-ის სპლიტ-სისტემის ძირითადი კონკურენტუნარიანი უპირატესობაა აღჭურვილობის საიმედოობა. კონდიციონერების დიაპაზონი საკმარისია 70 კვ. მეტრი ოთახების გაგრილებისთვის ან გათბობისთვის, რომელიც ძალიან კარგი გამოსავალია ბინებისა და მცირე ოფისების საიმედო და ეკონომიური კონდიციონირებისთვის.
იაპონური კომპანიის NIKAI კონდიციონერები გამოირჩევა: საიმედო იაპონური კომპრესორით (Tosiba/Hitachi), მაღალი ხარისხის საჰაერო ფილტრაციით (ნახშირბადის ფილტრებით), დისტანციური მართვის პანელითა და მაღალხარისხიანი მასალებით, რომლებიც დამზადებულია MIDEA-ს ქარხანაში.
დახურული განყოფილების დახვეწილი და თანამედროვე დიზაინი ჰარმონიულად შეესაბამება ინტერიერის ნებისმიერ სტილს, ხოლო მისი დაბალი ღირებულება, მნიშვნელოვნად დაგიზოგავთ თანხას კომფორტული კლიმატის მისაღწევად.
თუკი ბრენდის სხვა პროდუქციაც დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ ისურვეს საიტზე, მაგალითად, საცხობი ღუმელი Nikai NT3820R და სხვა საყოფაცხოვრებო წვრილი ტექნიკაც იხილოთ, რომლებიც საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასადაა წარმოდგენილი.
აღნიშნული პურის საცხობი დაგეხმარებათ ყოველდღიურ საქმიანობაში და მნიშვნელოვნად დაგიზოგავთ დროსა და რესურსებს. მისი გამოყენებით, თავად შესძლებთ სახლის პირობებში პურის გამოცხობას და არ მოგიწევთ ყოველდღიურად მარკეტში ვიზიტი.
რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, შავი პანელის მქონე მოწყობილობის სიმძლავრე 1500W-ია, რომელსაც შამფურის ფუნქციაც აქვს. გარდა ამისა, აღჭურვილია განათებითა და გადართვის 5 ეტაპით. ტაიმერი 60 წუთიანია, ხოლო ტემპერატურის დიაპაზონი 0-250ºC-მდეა.
ვიზუალურად ვერცხლისფერია, რომელიც შესანიშნავად თავსდება ნებისმიერი სამზარეულოს ინტერიერში. რაც შეეხება მოცულობას, საკმაოდ დიდი 38 ლიტრიანი მოცულობა აქვს.
და ბოლოს, ტოსტერი Nikai NGT535N2-იც უნდა წარმოგიდგინოთ, რომლის სიმძლავრე 700 ვატია, სამუშაო ძაბვა 220 ვოლტი / 50 - 60 ჰერცი, ხოლო მოცულობა 2 ნაჭერი პურის ტევადობით.
კორპუსის მასალა პლასტმასისგანაა დამზადებული და არ იკრავს ცომეულ პროდუქტს. აღჭურვილია მომზადების დასრულების ინდიკატორითადა სახელურის ჩამკეტით.