Mozer

მამაკაცის თმისა და წვერის მოვლის თანამედროვე ბრენდი Mozer საუკეთესო ფასად მთელს ინტერნეტ სივცეში. ონლაინ საბანკო განვადების და ადგილზე მიტანის სუპერ პირობები.

მოზერის მამაკაცის თმისა და წვერის მოვლის პროდუქტების შეძენით, თქვენ ნამდვილად  დროს და დიდ თანხასაც დაზოგავთ, სახლიდან გაუსვლელად შეძლებთ წვერის თუ თმისთვის თქვენთვის სასურველი ფორმის მიცემას.

Moser ითვლება დინამიურად განვითარებად და წარმატებულ ბრენდად, რომელმაც დაარსებიდან ათწლეულების განმავლობაში, მრავალი იდეა განახორციელა, რამაც საბოლოოდ დადებითად იმოქმედა  ბრენდის ავტორიტეტზე.

საკმარისია ითქვას, რომ Moser თმის საკრეჭი  მანქანები  ბევრი მამაკაცის მიერ დღეს აღიქმება, როგორც სტაბილური მოწყობილობები, რომელთა შესრულება და პირების  ხარისხი იდეალურია.

ყოველივე ამის შემდეგ, კომპანიის მთავარი ფილოსოფია მაინც მუდმივი ინოვაცია,  განვითარება და კონკურენტუნარიანობაა. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია ითვალისწინებს მომხმარებელთა სურვილებს, რათა უმაღლეს დონეზე დააკმაყოფილონ მათი მოთხოვნები.

თუკი ბრენდის პროდუქციის შეძენით დაინტერესდით, მაშინ გეტყვით, რომ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი თმის საკრეჭი MOSER 1030-0460-ის ნახვა შეგიძლიათ ჩვენი ონლაინ მაღაზიის გვერდზეც, რომლის ღირებულებაც სულ რაღაც 222 ლარია.

მოწყობილობის ფუნქციურ მახასითებლებს რაც შეეხება, მისი კვება ხდება როგორც ბატარეებით, ასევე ქსელით. დატენვის დრო 1 საათია, ხოლო მუშაობის - 100 წთ. აქვს დატენვის ინდიკატორიც. მინიმალური თმის სიგრძე 0.9 მმ-ია, რომლის საჭრელი პირის მასალა უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული.

კომპლექტში შედის დამტენი, საწმენდი ჯაგრისი და საპოხი ზეთი. თმის საჭრელის დიზაინი წარმოდგენილია ორ ფერში: შავსა და  ვერცხლისფერში. პირების მასალა დამზადებულია ფოლადისგან.

ზოგადად, Moser-ის თმის საკრეჭის საქშენების სიგრძის 3-დან 25 მმ-მდეა, რომელიც გამოიყენება როგორც წვერის გასასწორებლად  ისე თმის საჭრელად.   მარტივია საქშენების ამოღება და  გაწმენდა, ამდენად მოხმარების შემდეგ, წმენდის თვალსაზრისით, არანაირი პრობლემა არ შეგექმნებათ.

Moser-ს წარმოდგენილი აქვს თმის მოვლის საშუალებების ფართო სპექტრი. მაგალითად, თმის ფენები;  ცხოველების საკრეჭი მანქანები, უთოები თმის გასასწორებლად,  თმის სახვევები, ეპილატორები, ელექტრო საპარსები  და ა.შ.

ელექტრო საპარსებიდან კომფორტული და ფუნქციონალური მოდელი Moser 1881-0051 EasyStyle-ია, რომლის გამოყენებაც მამაკაცებისთვის ძალიან მარტივია.

მისი საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ არა მხოლოდ  მამაკაცის ვარცხნილობა, არამედ - ბავშვებისიც. მოწყობილობას მოჰყვება ტრიმერი, რომელსაც სპეციალურად წვერის გასასწორებელი საქშენები აქვს.

რაც შეეხება აღნისნული მოდელის დამატებით დეტალებს, უნდა აღინიშნოს, რომ მოწყობილობა აღჭურვილია მბრუნავი ძრავით, რომელიც  მუშაობს დენის წყაროსთან მიერთებით ან - ბატარეით. სპეციალური სტენდი  დატენვის ფუნქციასაც ასრულებს, ხოლო სინათლის ღილაკი იმ შემთხვევაში ცვლის ფერს, როდესაც ბატარეა დაცლილია. სრულ დატენვას სჭირდება 90 წუთი.

Moser დაარსდა 1946 წელს, მაგრამ 50 წლის შემდეგ, მოსერმა ახლო პარტნიორობა დაიწყო ამერიკულ ბრენდთან - Wahl-თან. 2002 წელს კომპანიების ინტეგრაციამ გამოიწვია ბრენდის სახელის ცვლილებაც და დღეს ცნობილია როგორც Moser & Wahl.

Wahl Clipper იყენებს უამრავ ინოვაციასა და ტექნიკურ უნარს Moser-ის ბრენდის პროდუქტების მუდმივი გაუმჯობესებისთვის. შედეგად, მომხმარებელი იღებს პროფესიონალური და ყოველდღიური პრობლემების ღირსეულ გადაწყვეტას.

რა უპირატესოსბები აქვს Moser & Wahl თმის საჭრელებს?

  • მსუბუქი წონა - მანქანა იწონის მხოლოდ 190 გრ, რაც ხელს უწყობს მარტივ მუშაობას;
  • დაბალი ვიბრაცია და ხმაური;
  • მაღალი ენერგიის ინტენსივობა - ერთჯერადად ბატარეის დატენვით, შეგიძლიათ ისარგებლოთ 3 სრული გამოყენება;
  • ძრავა და საკრეჭის სიმძლავრე - მოწყობილობას შეუძლია რამდენიმე წელი უპრობლემოდ იმუშაოს;


ჭრის ნებისმიერი ტიპის თმას. მათ შორის: ხვეულს, წვერს, უხეშ თმასა და ა.შ. ;

ბატარეის დატენვისთვის გათვალისწინებული აქვს მრგვალი სტენდი;
ჭრის განყოფილების მოძრაობები რეგულირდება მიკროპროცესორებით;
დამატებითი საქშენები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ განსაზღვროთ სასურველი თმის სიგრძე;

თმის საჭრელი ან წვერის გასასწორებელი  თავების მოხსნა და გაწმენდა ფუნჯით, წყლის  გარეშეც არის შესაძლებელი.

კომპანია ამჟამად აწარმოებს თმის მოვლის საშუალებების ფართო სპექტრს და ხალხი, ვინც ამ ბრენდის პროდუქტს ყიდულობს, ხელმძღვანელობს გერმანული ხარისხის მიხედვით.

მამაკაცის თმისა და ცხოველების საკრეჭმა მანქანებმა დიდი პოპულარობა მოიპოვეს პროფესიონალ პარიკმახერებს შორის. დღესდღეობით, ყველა მოწყობილობა იწარმოება მხოლოდ გერმანიაში და თითოეული პროდუქტის უკან დგას კონტროლის უმაღლესი დონე, რომლის აღწერა შესაძლებელია ერთი ფრაზით - „დამზადებულია გერმანიაში“!