მაგიდის გრამების სასწორი
მაგიდის გრამების ელექტრო სასწორი ყველა ბრენდისგან. მხოლოდ ორიგინალი პროდუქცია, უფასო ადგილზე მიტანითა და ონლაინ საბანკო განვადებით .
მაგიდის გრამების სასწორის ყიდვა თუ გსურთ, ჩვენს საიტზე შეგიძლიათ აარჩიოთ თვქენთვის სასურველი მოდელი ფასდაკლებებით და ონლაინ განვადებით!
მაგიდის გრამების სასწორი სამზარეულოში ერთ-ერთი შეუცვლელი მოწყობილობაა, რომელიც განსაკუთრებით იმ შემთხვევაში გამოგადგებათ, როდესაც კერძის მომზადებისას მკაცრად უნდა გამოიყენოთ მითითებული რეცეპტი და მასში აღწერილი ინგრედიენტების გრამები.
გრამების სასწორი სამზარეულოს ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია
მაგიდის გრამების სასწორის მეშვეობით თქვენ ზუსტად გეცოდინებათ ყველა ინგრედიენტის წონა, ის საოცარ დახმარებას გაგიწევთ სამზარეულოში.
ის, ვინც სპეციალურ დიეტას იცავს, მაგიდის გრამების სასწორის გარეშე ძალიან გაუჭირდება, რადგან სწორედ მსგავსი ტიპის სასწორები ეხმარებათ მათ კვებითი რაციონის სწორად დალაგებაში.
სამზარეულო სასწორის საუკეთესო მწარმოებლები
მცირე საყოფაცხოვრებო ტექნიკის არჩევისას, ჩვეულებრივ, ჩვენ ვენდობით ნაცნობ მწარმოებლებს. თუმცა, მათთვის, ვისაც ჯერ არ გაქვთ გამოკვეთილი ფავორიტი ბრენდები, ჩვენ გირჩევთ, რომელ სანდო და პოპულარულ ბრენდებზე გაამახვილოთ ყურადღება.
ჩინებულ ელექტრო სასწორებს აწარმოებენ შემდეგი კომპანიები:
- Supra;
- Zelmer;
- Rolsen;
- Polaris;
- Vitek.
ამ მწარმოებლების და მათი ყველაზე წარმატებული მოდელების შესახებ, დღეს უფრო ვრცლად აღწერაში მოგიყვებით. ამავდროულად გაგარკვევთ, რატომ არის იდეალური ეს სამზარეულო სასწორები.
წარმოების მასალა
ის თუ რა მასალისგანაა დამზადებული ელექტრო სასწორი, არანაირ კავშირში არ არის მის ფუნქციაზე. თუმცა, დიზაინი, ღირებულება და მომსახურების ხანგრძლივობა შეიძლება სრულიად განსხვავებული იყოს ერთმანეთისგან.
დღეს, მწარმოებლები გვთავაზობენ სასწორებს შემდეგი სტანდარტული მასალებით:
- პლასტიკური - ყველაზე იაფი და მარტივი ვარიანტია. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ თუკი პლასტიკური თასის დატვირთვით გამოყენებას აპირებთ, შეიძლება დიდი ხანი სულაც არ გაგიძლოთ.
- ფოლადი - ძვირია, მაგრამ გამძლე. შესანიშნავი მასალაა სასწორისთვის და კონტეინერებისთვის. ამასთან, ლითონის მოდელები უნდა მოარიდოთ ძლიერ მჟავებსა და ტუტეებს.
- მინა - გამოიყენება პლატფორმიანი ელექტრონული სასწორის წარმოებაში. ზოგადად, იდეალურია სამზარეულოსთვის - ჰიგიენური და ზომიერად გამძლეა. ამ შემთხვევაშიც გაითვალისწინეთ, რომ ფრთხილად იყოთ მინასთან, რადგან გატეხვის შემთხვევაში, რთულია მათი ჩანაცვლება.
რა უპირატესობა აქვს ელექტრონულ სასწორებს?
ამ ტიპის სასწორები ძალიან ზუსტია, რადგან მათ პლატფორმაზე მცირე წნევაც კი შესანიშნავად აღინიშნება - ზოგჯერ გრამის მეათედში. მუშაობისთვის სჭირდებათ ბატარეები, რადგან მათი მოქმედების პრინციპი ემყარება ელექტრული დენის მახასიათებლების შეცვლას.
კომპაქტური ზომების, დამხმარე იარაღისა და მიკროცირკულატორული დაფის გამო, ასეთი სასწორები შეიძლება ჩანდეს როგორც ძალიან ბრტყელი.
- დადებითი მახასიათებლები:
- წონის მაღალი სიზუსტე;
- საკუთარი მცირე ზომის მოცულობა;
- დამატებითი მახასიათებლების შეყვანის შესაძლებლობა.
- უარყოფითი:
- მუშაობენ ბატარეებზე, რომლებიც დროდადრო უნდა შეიცვალოს (თუმცა იშვიათად);
- მინიმუმ 2-3 ჯერ უფრო ძვირია, ვიდრე მექანიკური მოდელები.
ხელის სასწორის შერჩევის პარამეტრები
პირველ რიგში გაითვალისწინეთ, რომ არსებობს სხვადასხვა ტიპის მოდელები, რომლებიც განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგალითად:
წონის მაჩვენებელი:
ეს მაჩვენებელი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ სასწორის ყიდვისას. წონის ლიმიტი მიუთითებს მაქსიმალურ დატვირთვაზე, რომლის გაზომვაც შეუძლია მოწყობილობას. მექანიკურ მოდელებში, ეს უფრო დიდია და შეიძლება 10-15 კგ-ს მიაღწიოს.
მაგიდის სასწორი უფრო "ნაზია" , ამიტომ მისთვის გათვალისწინებულია მაქსიმუმ 3-5 კგ-ს წონა
თუმცა, არსებობს ისეთი მაგიდის სასწორები, რომელთა წონის ლიმიტი 20 კგ-მდეა, მაგრამ მათი ფასიც უფრო მაღალია.
საშუალოდ, სამზარეულოს მასშტაბით, სასწორი შეიძლება იწონიდეს მაქსიმუმ ორიდან ხუთ კილოგრამამდე პროდუქტს. თუ თქვენ ამზადებთ საჭმელს დიდი ოჯახისთვის, მაშინ შეარჩიეთ მაქსიმალური ლიმიტით 5 კგ.
გრამების სასწორი - მექანიკური ან ელექტრონული:
მექანიკური სასწორები იდეალურია იმ მხრივ, რომ საკმაოდ ბიუჯეტური ფასი აქვს და განკუთვნილია მცირე ზომის ნაწარმისთვის. ხოლო ელექტრო სასწორები ბევრად უფრო ფუნქციონალური და მოსახერხებელია, ვიდრე - მექანიკური მოდელები. ეს მოდელები იდეალური შენაძენია დამწყებთათვის და გამოცდილი მზარეულისთვის.
სინამდვილეში, ბრტყელი პლატფორმის სასწორები უფრო მრავალფეროვანია, რადგან ისინი საშუალებას გაძლევთ იმუშაოთ ნებისმიერი ფორმის პროდუქტებთან და არ საჭიროებენ მუდმივ რეცხვას.
ყველა კარგმა დიასახლისმა იცის, რომ რეცეპტის დეტალურად გათვალისწინება ნამდვილად არის გემრიელი კერძის მომზადების საუკეთესო გარანტია.
ამისათვის აუცილებელია ხარისხიანი და ზუსტი გრამების სასწორი, რომელსაც ისურვე საუკეთესო ფასად გთავაზობთ.
სხვადასხვა ბრენდული წარმოების ელექტრო ტექნიკა მისაღები პირობებითა და ხარისხის გარანტიით, უფასო საკურიერო მომსახურება მთელი ქვეყნის მასშტაბითა და სპეციალური ფასდაკლება ონლაინ გადახდის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებას!