კენვუდის მიქსერი

უმაღლესი ხარისხის ბრენდის, კენვუდის ყველა ტიპის მიქსერი ისურვეზე. ყველაზე იაფად, ონლაინ განვადებით, გარანტიით და უფასო ადგილზე მიტანით მთელ საქართველოში.

მიქსერი - თუ ჩვენ სახლში ამ უმნიშვნელოვანესი ასისტენტის შემომატება გადავწყვიტეთ, მაშინ შორს წასვლას არ გირჩევთ - კენვუდის მიქსერის ყიდვა ნამდვილად სწორი არჩევანი იქნება.

კენვუდის მიქსერი, წლების განმავლობაში დაგეხმარებათ თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანებისთვი საუკეთესო, უგემრიელესი კერძები მოამზადოთ.

პირველ რიგში რომ დაგარწმუნოთ მიქსერის აუცილებლობაში რამდენიმე დეტალს ჩამოვთვლით.

მიქსერები ორი კლასის არსებობს:

  • ხელის მიქსერი
  • ჯამიანი მიქსერი

აქედან პირველი არის მარტივი, შედარებით დაბალ დანახარჯიანი, ყოველმხრივ კომპაქტური და მოქნილი ხელსაწყო.

აი მეორე კი არის სრულად ავტომატური, შედარებით მაღალი ფასის, მაგრამ სუპერ კომფორტული მოწყობილობა.

კენვუდის მიქსერი - ბრიტანული ელეგანტობა თქვენს სამზარეულოში

თუ ვინმესგან გაგიგიათ რომ გიჟდებიან საკუთარ  საკონდიტრო მიქსერზე, ეს აუცილებლად მეორე ტიპზე იქნება საუბარი .

იცით რატომ? აი წარმოიდგინეთ რომ მიქსერს შეუძლია პიცის ან პურის, ან თუნდაც ხინკლის ცომის დამუშავება.

და ისიც წარმოიდგინეთ რომ ამას როგორ შვება იცით? ჩართავთ მიქსერს თავისივე ჯამში და თქვენ წახვალთ ტელევიზორს უყურებთ.

ამის შემდეგ თქვენც არ შეგეძლებათ მიქსერის გარეშე ცხოვრება. და ასეთ მიქსერის ფასი ნამდვილად მეორეხარისხოვანი ხდება . იყიდეთ კენვუდის მიქსერი განვადებით, ოღონდ მთავარია მან ის კომფორტი შემოგთავაზოთ რაც თქვენ ეს კომფორტი გიღირთ.

ზოგადად ამ ტექსტის მიზანი ის არის, ვისაც მიქსერი არ ჰქონია და ხელით უწევდა მუშაობა, ის დაარწმუნოს მის საჭიროებაში. თორემ თუ თქვენ ერთხელ მაინც გქონიათ ნორმალური შეხება მიქსერთან, მეეჭვება ოდესმე უკან დაბრუნება მოიაზროთ.

არადა თითოს ხელითაც ხომ ყველა იგივე პროცესი არის შესაძლებელი რომ გაკეთდეს - იკითხავთ თქვენ. კი შესაძლებელია, მაგრამ ეგრე ბერლინშიც არის შესაძლებელი ფეხით ჩასვლა, მაგრამ დადიხართ?

იმიტომ რომ არსებობს თანამედროვე გადაწყვეტილებები, და სწორი გზები და ერთ-ერთი მათგანი მიქსერია.

რაც შეეხება კენვუდს - ეს ცნობილი ბრენდია. ეს ძალიან ცნობილი ბრენდია. ეს იმდენად ცნობილი ბრენდია რომ მის მთავარ დიზაინერს რომელიც თითქმის 40 წლის მანძილზე ქმნიდა და იგონებდა სამზარეულოსთვის საჭირო ხელსაწყოებს რაინდის ტიტული მიანიჭეს.

იგივე ტიტული რაც შონ კონერს, ალექს ფერგიუსონსა და უინსტონ ჩერჩილს. თუმცა, ვაღიაროთ კენვუდის მიქსერის შემქმნელის პროდუქტებთან შეხების უფრო მეტი შანსი გვაქვს (ნუ მადლობა ჩერჩილს რომ საერთოდ რამის შანსი გვაქვს, მაგრამ მაინც)

ხოდა კენვუდი, ეს ბრიტანული კომპანია ძალიან საინტერესო სტრატეგიით მუშაობს - კონცენტრირებულია მხოლოდ სამზარეულოს პროდუქტებზე, და ამ მიმართულებით ნამდვილი ლიდერია.

აბა ისე როგორ გინდა ბოშის მიქსერთან და ასეთ გიგანტებთან დაპირისპირება? და როგორც ჩანს, და როგორც გაყიდვები, ასევე მსოფლიო კვლევები ნდობისა და ხარისხის კუთხით აჩვენებს - კენვუდის მიქსერი ამ დაპირისპირებას ნამდვილად იგებს.