Indesit
მაცივრების, სარეცხი მანქანების და საოჯახო ტექნიკის მწარმოებელი უმსხვილესი ბრენდი Indesit (ინდეზიტი) 3 და 5 წლიანი გარანტიით, განვადებით სახლიდან გაუსვლელად და უფასო საკურიერო სერვისით.
ინდეზიტი - იტალიური ხარისხი თქვენი კომფორტისთვის
Indesit Company იტალიური საინჟინრო კომპანიაა, რომელიც საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია ევროპაში (შემადგენელი ბრენდებია: Indesit, Hotpoint-Ariston, Scholtès). სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ Fabriano-ში (იტალია). 2014 წელს შეიძინა Whirlpool Corporation-მა.
1930 წელს, Aristide Merloni-მ, ქალაქ Fabriano-ში დააარსა მასშტაბური წარმოების კომპანია Industrie Merloni, რომელმაც გაზის ცილინდრების და ელექტრო გამათბობლების წარმოება მალევე დაიწყო.
Aristide Merloni-ის გარდაცვალების შემდეგ, კომპანია მის სამ ვაჟზე - ვიტორიოზე, ფრანჩესკოსა და ანტონიო მერლონიზე სამად გაიყო. ანტონიო აწარმოებდა სასწორებსა და გაზის ცილინდრებს, ვიტორიო წყლის გამაცხელებლებსა და სააბაზანო აღჭურვილობებს, ხოლო ფრანჩესკო დიდ საყოფაცხოვრებო ტექნიკას.
ინდეზიტის მაღაზია საქართველოში ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად
ვიდრე კონკრეტული მოდელების განხილვაზე გადავიდოდეთ, შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით ინდეზიტის პროდუქციას უამრავი ადამიანი ენდობა და არჩევანს სწორედ მასზე აკეთებს.
ინდეზიტის ცენტრი საქართველოს საუკეთესო ხარისხის ტექნიკით ამარაგებს, რომელთა შერჩევაც ონლაინ შეგიძლიათ ისურვეზე, რათა მეტად კომფორტულად შეძლოთ არჩევა თქვენთვის ყველაზე შესაფერისი პროდუქციის.
რადგან ბრენდის წარმატებული ისტორია ნაწილობრივ მაინც მიმოვიხილეთ, აქვე უნდა წარმოგიდგინოთ მათი ხარისხიანი პროდუქციაც, რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ აღნიშვნას. მაგალითისთვის წარმოვადგინოთ 9 კილოგრამიანი სარეცხი მანქანის მოდელი - Indesit XWE 91483X S EU, რომელიც ჩვენი ონლაინ მაღაზიის გვერდზე ძალიან ხელმისაწვდომ ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ.
ეს არის ძალიან ეკონომიური A+++ კლასის სარეცხი მანქანა, რომლის მაქსიმალური ჩატვირთვის მოცულობა 9 კგ-ია. ჩართვის ტიპი ფრონტალურია, ხოლო ბრუნვის სიჩქარეა 1400 ბრ/წთ.
მანქანის წლიური ენერგომოხმარება 216 კვტ/წელია, ხოლო წლიური წყლის მოხმარება 12509 ლ/წელია. ხმაურის დონე 52 დბ-ია, მაგრამ დაწურვისას 80 დბ-მდე ადის. ძრავის ტიპი ინვენტორულია, რომელსაც რეცხვის 16 რეჟიმი აქვს.
კონკრეტულად, რეცხავს სინთეტიკას, ბამბეულს, თეთრეულს, სპორტულ ტანსაცმელს. აქვს დელიკატური რეცხვის რეჟიმი, სწრაფი რეცხვა, გავლება, გაწურვა და სხვა. ფიზიკური პარამეტრები კი ასე გამოიყურება: ზომა (სიგანე, სიმაღლე, სიღრმე): 595 x 850 x 605 მმ-ია, წონა კი 73,4 კგ.
1975 წელს ვიტორიო მერლონმა დააარსა Merloni Elettrodomestici, რომელსაც 2005 წელს დაარქვა Indesit. 1987 წლიდან კომპანიის აქციები გატანილია მილანის საფონდო ბირჟაზე. 1985 წელს კომპანია გახდა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი.
2014 წლის ივლისში ამერიკულმა კომპანიამ Whirlpool-მა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას Fineldo SpA-სა და Merloni-ის ოჯახთან ერთად, კენჭისყრით შეეძენით Indesit აქციების 66,8% 758 მილიონი ევრო (1.03 მილიარდი დოლარი). ამის შემდეგ, Whirlpool გეგმავს შეთავაზოს ოჯახს, შეიძინოს Indesit-ის ყველა სხვა წილი იტალიის კანონმდებლობის შესაბამისად.
Indesit კომპანია ევროპაში მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია, რომელიც წამყვან ადგილს არაერთი ქვეყნის ბაზარზე იკავებს. კომპანიის მთავარი სავაჭრო ნიშნებია Indesit, Hotpoint-Ariston და Scholtès.
Indesit მოიცავს 14 ქარხანას (იტალიაში, პოლონეთში, დიდ ბრიტანეთში, რუსეთში, თურქეთსა და ა.შ) და 24 კომერციულ ოფისს. კომპანიაში დასაქმებულია 16 000-ზე მეტი ადამიანი.
2010 წელს კომპანიის გაყიდვებმა 2.9 მილიარდი ევრო შეადგინა. წმინდა მოგება - 90 მილიონი ევრო იყო. 2013 წელს კომპანიის შემოსავალმა შეადგინა 2.7 მილიარდი ევრო. გარდა ამისა, Indesit არის საფრანგეთის საფეხბურთო გუნდის Olympique Marseille-ის ოფიციალური სპონსორი.
წარმატებული ისტორიის შემდეგ, ბრენდის კიდევ ერთ ტექნიკას - Indesit DF 5181 E წარმოგიდგენთ, რომელიც უახლესი ტიპის მაცივარია.
თანამედროვე დისპლეით აღჭურვილი და ელექტრო კონტროლის მქონე მოწყობილობა, საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასში შეგიძლიათ შეიძინოთ. ამასთან გასათვალისწინებელია ისიც, რომ მაცივრის საერთო სიმძლავრეა 298 ლიტრი.
ქვედა ნაწილში საყინულე სამი გამჭვირვალე უჯრითაა წარმოდგენილი, რომლის საერთო მოცულობა 75 ლიტრია, ხოლო ზედა ნაწილში, საკმარისი თაროები და საკვების შესანახი ყუთებია.
დადებითი:
- ელექტრო კონტროლი;
- FrostFree ფუნქცია;
- არსებობს სწრაფი გაყინვისა და გაგრილების ფუნქციები - მოსახერხებელია, როდესაც ერთდროულად უამრავ საკვებს ათავსებთ მაცივარში;
- შედარებით მშვიდი მუშაობა - 40 დბ;
- სიგნალი, როდესაც კარები ღია რჩება;
- ხელმისაწვდომი ფასი.
მინუსები:
- საყინულე არცთუ მაღალი პროდუქტიულობისაა - 3.5 კგ / სთ.
ისურვე.ჯი-ზე დედამიწის წამყვანი ბრენდებია წარმოდგენილი და მათი ნაწარმი ყველაზე დაბალ ფასში იყიდება, ჩვენთან ყოველთვისაა შესაძლებელი ფასდაკლების მიღება, ხოლო საკურიერო სერვისი მთელი ქვეყნის მაშტაბით უფასოა!