Graphite

პოლონური ბრენდი Graphite. გამორჩეული ხარისხი ელექტრო ხელსაწყოებსა და ინსტრუმენტებში. სუპერ ფასი, ონლაინ განვადება და უფასო ადგილზე მიტანა მთელ საქართველოში.

Grupa Topex  ეს არის პოლონური კომპანია, რომელიც მომხმარებლებს ინსტრუმენტებისა და ელექტრო ხელსაწყოების   ფართო სპექტრს სთავაზობს. ბრენდის მთავარი პრიორიტეტია დახმარების გაწევა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მათი პროდუქციით სარგებლობენ.

Grupa Topex-ის მთელი გუნდი ამაყობს,  რომ წლების განმავლობაში,  პოლონეთის ინსტრუმენტების ბაზარზე  ლიდერი პოზიცია დაიკავეს  და გახდნენ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეები ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში.

ამჟამად ბრენდი  სამი უცხოური კომპანიის მფლობელია, რომელთა სათაო ოფისები მდებარეობს: რუსეთში, უკრაინასა და რუმინეთში, ასევე კომპანიები, რომლებიც  ეწევიან სარემონტო სამუშაოების მომსახურებას, კონკრეტულად -  GTX Service. კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია დაახლოებით  600 ადამიანი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე - გარეთ.

დღესდღეობით,  Grupa Topex-ის დაქვემდებარებაში შედის  დამატებით ექვსი  ბრენდი, რომლებიც სთავაზობენ მომხმარებლებს 6500-ზე მეტ პროდუქციას და ფართო მასშტაბის სადისტრიბუციო ქსელის წყალობით, შესაძლებელია მათი პოვნა მსოფლიოს 40 ქვეყანაში.

კომპანიაში თვლიან, რომ მათი წარმატება გამოწვეულია სანდოობიდან, სამეწარმეო სულისკვეთებიდან და  უწყვეტი განვითარებიდან გამომდინარე. ამასთან, ღრმად სწამთ, რომ მსგავსი შეხედულებები  სწორედ დღევანდელი მიღწევების საფუძველია.

Grupa Topex, როგორც პოლონური 30 კომპანიიდან ერთ-ერთი, აღნიშულია პრესტიჟულ  რეიტინგში „1000 კომპანია ევროპის ინსპირაციისთვის“. Grupa Topex-ში მოხარულები არიან, რომ ორგანიზაცია მოხვდა მსგავსი ცნობილი რეიტინის სიაში, რისთვისაც  გულწრფელ მადლიერებას გამოხატავენ თანამშრომლებისა და ბიზნესპარტნიორების მიმართ, რომლებმაც მცირე წვლილიც კი შეიტანეს ამ წარმატებაში.

ასეთი წარმატებული ბიზნეს ისტორიის შემდეგ, საინტერესოა მათი პროდუქციის გაცნობა ამიტომ, პირველად განვიხილოთ დარტყმითი ბურღი Graphite 58G715 , რომლის  ნომინალური შემავალი სიმძლავრე 550 w -ია. სიჩქარის რაოდენობა მხოლოდ 1 აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში, მაქსიმალური   სიჩქარე წუთში 2900 ბრუნია.

დარტყმის მაქსიმალური რაოდენობა წუთში 46400 -ია, ხოლო ვაზნის დიამეტრია 13 მმ. ბურღვის დიამეტრი ხეში 20 მმ-ია, ბეტონში - 13 მმ, ხოლო ლითონში - 10 მმ.

ბურღი Graphite -ს ძირითადი ფუნქციური მახასიათებლებია სიჩქარის ელექტრონული რეგულირება, ბურღვა დარტყმით, ბურღვის სიღრმის მარეგულირებელი, ჩართვის ღილაკის ფიქსატორი, რევერსი, პატარა წონა და კომპაქტური დიზაინი.

კომპლექტში შედის დამატებითი სახელური და ბურღვის სიღრმის მარეგულირებელი. მოწყობილობის წონა სულ რაღაც 2 კგ-ია.

ამის შემდეგ განვიხილოთ კიდევ ერთი ელექტრო ხელსაწყო - პერფორატორი Graphite 58G862, რომელსაც ნომინალური შემავალი სიმძლავრე 1500 w აქვს. დარტყმის მაქსიმალური ძალა 4.5 ჯოულია, ხოლო დარტყმის რაოდენობა წუთში 3200-მდე აღწევს.

ბრუნვის სიხშირე წუთში 750-ია. ბურღვის დიამეტრი ხეში 40 მმ, ბეტონში 36 მმ, ხოლო ლითონში 13 მმ. ფუნქციური მახასიათებლები მოიცავს ბურღვას, ბურღვას დარტყმით, ამომტვრევას, დამცავ ქუროს, ვიბრაციისაგან დაცვის სისტემასა და ნახშირის ჯაგრისების შეცვლის ინდიკაციას..

კომპლექტში შედის დამატებითი სახელური, ბურღვის სიღრმის მარეგულირებელი, ქეისი და საპოხი. Graphite პერფორატორის  წონაა 6კგ, სადენის სიგრძე 3 მეტრია, ხოლო კვება ხდება  ქსელის საშუალებით.

და ბოლოს, წარმოგიდგენთ კიდევ ერთ ხელსაწყოს - დისკურ ხერხს Graphite 58G488-ს. მისი სიმძლავრე 1200 w-ია, რომლის მაქსიმალური სიღრმე 90°-ზე 65 მმ-ია, ხოლო 45°-ზე  43 მმ. სახერხი დისკის დიამეტრია 185 მმ, დისკის ხვრელის კი - 20მმ.

დახრის კუთხე 0-45°-მდეა. მაქსიმალური ბრუნვის სიხშირეა 5000 ბრ/წთ. ხმაურის დონეა 92 დბ, წონა 3.8 კგ, ზომა კი 185х20 მმ.

პროფესიული ტექნიკის მწარმოებელი ბრენდების ყველაზე დიდი არჩევანი ისრუვე.ჯი-ზე. გადახედეთ ჩვენს კატალოგს და აარჩიეთ თქვენთვის გამოსადეგი დანადგარი, თუ ხელსაწყო.