ბენზო ხერხი (დრუჟბა)
ბენზო ხერხი, იგივე დრუჟბა საუკეთესო ფასად ინტერნეტში, ყველაზე ფართო არჩევანი, 1 წლიანი გარანტია და უფასო ადგილზე მიტანა.
გერმანული, რუსული, რუმინური დრუჟბები ყველაზე იაფად და განვადების ყველაზე მოქნილი პირობებით, ბაღის ხელსაწყოების ინტერნეტ მაღაზიაში.
დრუჟბა , როგორც ბენზოხერხს ქართულ რეალობაში ხშირად უწოდებენ, ბაღის პროდუქტებით დაინტერესებული და ზოგადად, ხის ჭრასთან შეხებაში მყოფი ადამიანებისთვის ძალიან პოპულარული პროდუქტია და ჩვენს მაღაზიაშიც მას ფართო ადგილი აქვს დათმობილი.
"დრუჟბები" - ყველა ბრენდი და მოდელი
ბენზო ხერხის ყიდვა ამჟამად 6 სხვადასხვა ბრენდს შორის არჩევნის გაკეთებითაა შესაძლებელი:
- ბენზო ხერხი როიალი (იგივე Royal Aligator) - გერმანული ტექნოლოგიით დამზადებული ყველაზე გაყიდვადი ხერხი, 3 მაყუჩით და 3 KW-იანი ძრავით, რომელიც განსაკუთრებული ხარისხით გახლავთ გამორჩეული. მისი ფასი 244 ლარი, ხოლო განვადებით თვეში 15 ლარია.
- Royal Turbo - კიდევ ერთი გერმანული ბენზოხერხი Royal-ისგან, 2 მაყუჩით და სუპერ გამძლე სპეციალური ფოლადის მასალისგან დამზადებული, რომელიც მომხმარებლების ერთ-ერთ ფავორიტ პროდუქტად მიიჩნევა ამ კატეგორიიდან.
- დრუჟბა ბალტიკა - რუსული ძალიან გამძლე ხერხი, ასევე 3 მაყუჩით და ძალიან სასარგებლო სიგრძის რეგულირების ფუნქციით. ეს მოდელი სწორედ ამ ფუნქციის გამო იწვევს განსაკუთრებულ ყურადღებას და ძალიან ხშირად იყიდება, მითუმეტეს, რომ განვადებით წინა მოდელის მსგავსად ისიც თვეში 15 ლარი ღირს.
- იტალიური ბენზო ხერხი Super Max - რომელსაც დამატებითი ჯაჭვი და დამცავი სათვალე მოყვება და ფასი კვლავ იგივეა, 244 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლიგია იტალიურია, ის დამზადებულია ტაივანში (ზოგიერთი მოდელი ჩინეთში), თუმცა ხარისხის პრობლემა არ აქვს და 1 წლიანი გარანტიით იყიდება.
- უმაღლესი ხარისხის, ყველაზე ძვირი, თუმცა ამავე დროს ყველაზე მძლავრი Ouligen YD-78 ბენზოხერხი, მოდელით - TAIGA. 3 მაყუჩით, 3 KW-იანი ძრავითა და 6500 ბრუნი წუთში სიმძლავრით. მოდელს გააჩნია 32 კბილანიანი ჯაჭვი და იწონის 9.5 კილოგრამს.
- დაბოლოს, რუმინული ძალიან საიმედო Lux Garden-ის დრუჟბა , წარმოდგენილ დრუჟბებს შორის ყველაზე ახალი მოდელი, რომელიც თანდათან იხვეჭს პოპულარობას და მასზე მოთხოვნაც იზრდება.
ბენზო ხერხი - ყიდვა და განვადება
ყველა ბენზო ხერხზე მოქმედებს უფასო საკურიერო სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით.
მათი ყიდვა შესაძლებელია საბარათე გადახდით, საბანკო გადარიცხვით, ონლაინ განვადებით.
ასევე კურიერთან პირდაპირი ანგარიშსწორებით უშუალოდ ნივთის მიღებისას, შეკვეთიდან 1 ან 2 სამუშაო დღეში (თბილისის და რეგიონების შემთხვევაში).
თუ ბარათით ყიდვა გსურთ, საკმარისია დააჭიროთ ბარათით გადახდის ღილაკს, შეავსოთ თქვენი სახელი და გვარი, მისამართი და შეიყვანოთ ბარათის მონაცემები.
ამ შემთხვევაში მიიღებთ ფასდაკლებას - ჩვენი მუდმივმოქმედი აქცია სწორედ ამას ითვალისწინებთ.
შეკვეთის დადასტურებისთანავე მიიღებთ SMS შეტყობინებას და დამატებით დაგიკავშირდებათ ჩვენი ოპერატორიც, შეკვეთისა და მისამართის კიდევ ერთხელ გადასამოწმებლად.
ხოლო განვადების შემთხვევაში ირჩევთ სასურველ ბენზოხერხს ჩვენს საიტზე, აჭერთ განვადებით ყიდვის ღილაკს და ავსებთ 2 ველს, სახელსა და გვარს და ტელეფონის ნომერს.
განაცხადის მიღებიდან რამდენიმე წუთში გიკავშირდებათ ოპერატორი, გისვამთ ბანკისთვის საჭირო რამდენიმე შეკითხვას და არჩევს თქვენთვის სასურველ ბანკს, რომელშიც განაცხადი გადაიგზავნება.
დამტიცების შესახებ პასუხს ასევე SMS -ით მიიღებთ და მოგიწევთ უახლოეს ფილიალში თქვენი სურვილისამებრ მხოლოდ ერთხელ გასვლა, ხელის მოსაწერად.
ამის შემდეგ თქვენი შეკვეთა აქტიურია და ნივთს კურიერი იმავე ან მომდევნო დღეს მოგიტანთ მთელი საქართველოს მასშტაბით.
ბენზოხერხები - სტანდარტული ნაწილები და ფუნქციონალი
პორტატული მექანიკური ბენზო ხერხი (დრუჟბა), როგორც მას საქართველოში ხშირად ეძახიან, როგორც წესი სტანდარტული აგებულებისაა და მეტ-ნაკლებად იდენტური ნაწილებისგან შედგება.
ცხადია, არსებობს განსხვავება ბრენდებისა და სიმძლავრის მიხედვით, მაგრამ ვეცდებით, ზოგადი არსი აქვე წარმოგიდგინოთ.
- ძრავი - სტანდარტულად 2 ცილინდრიანი შიდა წვის ძრავი, 30-დან 120 კუბურ სანტიმეტრამდე მოცულობით.
- შინა - გრძელი ფოლადის ძელი, საშუალოდ 41-დან 91 სმ-მდე სიგრძით, რომელზეც წამოცმულია ჭრის მთავარი ჯაჭვი.
- სამართავი პანელი - ხელის მოსაკიდი, სხვადასხვა სიგრძისა და დიზაინის, ჩართვა/გამორთვის ან ზოგ შემთხვევაში სიჩქარის სარეგულირებელი ღილაკებითა და ადაპტერებით.
- ბენზინის ავზი - სპეციალური სათავსო, სხვადასხვა მოცულობის, სადაც ხდება შერეული ბენზინისა და ორტაქტიანი ზეთის მეშვეობით საწვავის ძრავისთვის მიწოდება.
ბენზო ხერხი - ფასი
ბენზოხერხების ფასები 244 ლარიდან იწყება და 379 ლარამდე მერყეობს.
- ყველაზე დაბალ ფასიან მოდელებს მიეკუთვნება: Super Max, Royal Turbo, Royal Aligator და Baltika
- საშუალო ფასიან სეგმენტში - Lux Garden და Total (45 სმ-იანი შინით და 1.8 კვტ-იანი მოტორით)
- ყველაზე ძვირი: Ouligen Taiga YD-78
ბენზოხერხი ზოგადად უფრო იაფია, ვიდრე მისი ელექტრო ანალოგები (ანუ ხერხები, რომლებიც დენის ძრავზე მუშაობს).
ამ უკანასკნელების ფასი საშუალოდ 550 ლარია, იწყება 440 ლარიდან და ზოგიერთი მოდელის შემთხვევაში 700 ლარს აღემატება.
ბენზოხერხი როიალი
ვინაიდან ამ ბრენდის დრუჟბებზე დიდი მოთხოვნაა, წარმოგიდგენთ მოკლე მიმოხილვას სპეციალურად ბენზო ხერხი როიალისთვის, რომელიც მის შერჩევასა და ყიდვაში დაგეხმარებათ.
გერმანული ტექნოლოგიით დამზადებული ეს ბენზო ხერხი (დრუჟბა) იყიდება 3 და 2 მაყუჩიან ვერსიებად და განსხვავებული სიმძლავრეებით.
მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალური მხარე თითქმის იდენტურია, Aligator უფრო მძლავრია, ვიდრე Turbo, თუმცა ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში მათი ფასი თანაბარია, სააქციო პირობებიდან გამომდინარე.
ამას გარდა, ამის მიზეზი ალიგატორის მარაგიდან ხშირი ამოწურვის პრაქტიკაა და მის შემცვლელად ტურბოს შეძენის წახალისებას ბოლო დროს აქტიურად მივმართავთ.
მითუმეტეს, რომ ორივე ამ მოდელზე ერთნაირი, 1 წლიანი ქარხნული გარანტია, უფასო მიტანის სერვისი და ყველა სხვა სტანდარტული უპირატესობა მოქმედებს, როგორც isurve.ge-ზე განთავსებული ყველა სხვა მოდელის შემთხვევაში.
არსებობს ამ ბრენდის ჩინური ვერსიებიც, რომლებიც ე.წ "ჩინური დრუჟბების" ყველაზე მოთხოვნადი ვერსიებია.
ისინი შედარებით იაფია და მათი ფასი 140-150 ლარს შეადგენს.
თუმცა არც საგარანტიო სერვისი აქვთ და როგორც წესი, მალე კარგავს სიმძლავრეს ან ძალიან არამედეგია დაბალი ხარისხის ბენზინისა და ზეთის მიმართ.
ბენზინის ხერხები - რჩევები და რეკომენდაციები
მოკლედ რომ ვთქვათ, ჩინური ბენზო ხერხი (დრუჟბა) თავის ტკივილი უფროა, ვიდრე რეალური სარგებლის მიღება, ამიტომ გირჩევთ არჩევანი ორიგინალ როიალის ხერხებზე შეაჩეროთ და საჭიროების შემთხვევაში ძალიან მაღალი დონის სერვისითა და გარანტირებული საგარანტიო მომსახურეობით ისარგებლოთ.
ხვდებით ალბათ, რომ ბენზოხერხი არ გახლავთ ერთჯერადი გამოყენების ნივთი, მას რამდენიმე წლიანი საციცოცხლო ციკლი აქვს მაქსიმალურად ხშირი მოხმარების პირობებშიც კი და თანხის დაზოგვა, თანაც მაშინ, როცა საუბარი 80-90 ლარზე და არაორიგინალი, დაბალი ხარისხის ხერხის ყიდვა, ყველა ასპექტით გაუმართლებელი გადაწყვეტილებაა.
საოჯახო და პროფესიული ტექნიკის შესაძენათ ისურვე საუკეთესო საიტია. ჩვენთან ყველაზე დიდი არჩევანი და ყველაზე დაბალი ფასებია. შეიძინეთ ისურვეზე და მიიღეთ ფასდაკლება ბარათით გადახდის შემთხვევაში!
ბენზო ხერხი მძლავრი მოწყობილობაა, რომელიც ძალდატანების გარეშე სწრაფად ამუშავებს დიდი ზომის ხის მორებსა და ნაჭრებს, მისი საშუალებით ურთულესი საქმე ძალიან მარტივდება.
ხის დასამუშავებელი მოწყობილობები ნებისმიერ სეზონზე საჭირო ნივთია და პროფესიონალები სწორედ ბენზო ხერხებს ანიჭებენ უპირატესობას.
დრუჟბა - საუკეთესო საშუალება ხის ჭრისათვის
ბენზო ხერხი ხანგრძლივი გამოყენებისთვისაა, რომლის წარმოებისასაც, როგორც წესი, გამოიყენება მაღალი ხარისხის ნედლეული, რათა თავიდან იქნეს აცილებული სხვადასხვა დაბრკოლება - ჯაჭვის გაწყვეტა, დაბლაგვება და სხვა.
სწორედ ამ სირთულეებისგან თავის აცილების მიზნით ცდილობენ მომხმარებლები შეარჩიონ ხარისხიანი წარმოების მოწყობილობა, რომელთა სიაშიც ხვდება პერმის, როალის, ფიშერისა და სხვა მსგავსი ხარისხიანი ბრენდის დრუჟბები.
დრუჟბა ფასი ისურვეზე ყველაზე ხელმისაწვდომია და მოთხოვნიდან გამომდინარე, ისურვე ხშირად გთავაზობთ სხვადასხვა მნიშვნელოვან ფასდაკლებასა და საინტერესო შემოთავაზებას.
ბენზო ხერხები გერმანული, იტალიური და სხვა ევროპული წარმოებით, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია, რადგან ამ ქვეყნის ბრენდები თავისუფლად პასუხობენ ყველა იმ გამოწვევას, რომელსაც მოწყობილობის გამოყენებისას შევხვდებით.
დრუჟბები სტანდარტული ზომის მოდელებთ დიდი ხის ნაჭრების დასამუშავებლად გამოიყენება, თუმცა არსებობს შედარებით მცირე ზომის ბენზო ხერხები, რომლებსაც ასევე შეხვდებით ბაზარზე.
პატარა ბენზოხერხი გამოიყენება შედარებით მცირე ზომის ხის ტოტების მოსაჭრელადა და პატარა ნაწილების დასამუშავებლად.
ბაზარზე არსებული მრავალფეროვანი მწარმოებლებიდან დიდი პოპულარობით სარგებლობს ასევე რუსული წარმოების მოდელებიც.
ბენზო ხერხი ბაიკალი რუსული წარმოებით მომხმარებლების ერთ-ერთი რჩეული მოდელია.