ჭურჭლის სარეცხი მანქანის უპირატესობები
July 18, 2022მაღალი ხარისხის ჭურჭლის სარეცხი მანქანა არის ერთ-ერთი საუკეთესო ინვესტიცია, რომელიც შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი სახლისთვის. ეს არა მხოლოდ დაზოგავს დროსა და სტრესს ჭურჭლის ხელით რეცხვისას, არამედ ასევე გეხმარებათ ენერგიისა და წყლის დაზოგვაში და ამავდროულად ამცირებს თქვენს კომუნალურ გადასახადს.
ავტომატური ჭურჭლის სარეცხი მანქანები წარმოადგენენ დროისა და ძალისხმევის უზარმაზარ ეკონომიას ; ისინი ხელს უწყობენ სამზარეულოს მოწესრიგებას.
თქვენ დაზოგავთ დროს
ცხოვრება საკმაოდ დატვირთული და სწრაფია, იმისთვის, რომ ჭურჭლის რეცხვაში დაკარგოთ დრო. თქვენ დღეში მინიმუმ ერთი საათი მაინც დაგჭირდებათ ჭურჭლის ხელით გასარეცხად, მაშინ, როცა მანქანა ამას რამდენიმე წუთში იზავს.
ზოგიერთი ჭურჭლის სარეცხი მანქანა კი გთავაზობთ სხვადასხვა დროის პროგრამებს 30 წუთიდან 120 წთ-მდე თქვენი გრაფიკის შესაბამისად. უბრალოდ ჩაალაგეთ ჭურჭელი მანქანაში და საქმე დამთავრებულია.
ეს დაგიზოგავთ წყალს და ენერგიას
ჭურჭლის სარეცხი მანქანის გამოყენებამ შეამცირა წყლის მოხმარება ყოველ ოჯახში დაახლოებით 74%-ით. ყველა დამეთანხმებით, რომ ეს ბევრი წყალია.
ენერგიის მოხმარების შემცირების მიზნით, ზოგიერთი მოდელი, მოიხმარს მნიშვნელოვნად ნაკლებ წყალს, სულ მცირე 6 ლიტრს ერთ გარეცხვაში. უფრო მეტიც, ზოგიერთ მოდელს აქვს ნახევრად დატვირთვის პროგრამა, რაც ამცირებს ენერგიისა და წყლის მოხმარებას 10-25%-ით. ასე რომ თქვენ არ ზოგავთ მხოლოდ დროს, თქვენ დაზოგავთ ენერგიასაც.
უფრო სუფთა ჭურჭელი
ხელით გარეცხვას არა მხოლოდ უფრო მეტი დრო და ენერგია სჭირდება, ვიდრე ჭურჭლის სარეცხი მანქანის გამოყენებას, დასუფთავების შედეგები ხშირად საკმაოდ განსხვადება. სპეციალური ტექნოლოგიით, როგორიცაა Steam Gloss, ჭურჭელი უფრო სუფთა, ნათელი და მბზინავი გახდება.
პოპულარული მოდელები