წყლის პომპა - მისი შესაძლებლობები და დადებითი მხარეები

წყლის პომპა ბოლო წლების განმავლობაში შემოვიდა აქტიურ ხმარებაში, და მას უკვე ყველა ოჯახში ნახავთ. იგი ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს. ის განსაკუთრებით გამოსაყენებელია წყლის აუზებში.

მუდმივად სუფთა წყლის შესანარჩუნებლად, ძალიან კარგი  და გავრცელებული საშუალებაა წყლის ფილტრი იგივე  პომპა, რომელიც სხვადასხვა ტიპისაა.

როგორც წესი, დაბინძურებული წყალი  გადადის ფილტრში, რომელიც სრულად წმენდს  დაბინძურებულ ნაწილაკებს და ასუფთავებს წყალს.

 

როგორ მუშაობს პომპა?

პომპაში მოთავსებული წყლის ფილტრის გავლით, ყველა მინარევი რჩება ავზის შიგნით, საიდანაც უკვე სუფთა წყალი ბრუნდება აუზში. რაც უფრო ბინძური ხდება ფილტრი, მით მეტი ძალისხმევა სჭირდება წყლის გამოდევნას და უნდა მოხდეს პერიოდულად ფილტრის გამოცვლა.

წნევის დასადგენად და კონტროლისთვის, მოწყობილობა აღჭურვილია მანომეტრით. იმ მომენტში, როდესაც მოწყობილობა  აჩვენებს ყველაზე მაღალ წნევას, საჭირო ხდება ფილტრის გაწმენდა ან შეცვლა.

 

Aquaviva S450 (D450)

Aquaviva პომპა შექმნილია საცურაო აუზებში წყლის მექანიკურად წმენდის მიზნით.  მისი კორპუსი დამზადებულია მაღალი სიმტკიცის პლასტმასისგან. ეს მოდელი აღჭურვილია 6 პოზიციური ონკანით, ასევე ზედა ლუქზე დამონტაჟებულია სარქველი და მანომეტრი.

მახასიათებლები:

  • წნევა - 2.5 ბარი;
  • წონა - 45კგ;
  • პროდუქტიულობა - 8.1 კუბური მეტრი/სთ .
  • მაღალი ხარისხის წყლის გამწმენდი;
  • ასუფთავებს საშუალო ზომის აუზს (32 400 ლ);
  • ფილტრის ელემენტების ჩანაცვლება მარტივია.

პოპულარული მოდელები