წვენსაწური vs ბლენდერი

თუ თქვენი მიზანია, დღის რაციონის რაც შეიძლევა მეტი საკვები ნივთიერებით გამდიდრება, დილას იწყებთ ნატურალური წვენების მიღებით,  წვენსაწურიც აუცილებლად შესაბამისი უნდა გქონდეთ , რათა არ დარჩეთ იმედგაცრუებული წვენსაწურის შესაძლებლობებით და ამის გამო, უარი არ თქვათ ორგანიზმის ვიტამინებით გამდიდრებაზე.

ჩვენი რჩევაა, გავრცელებული მცდარი მოსაზრების ქვეშ არ მოექცეთ, თითქოს ბლენდერით იგივე შედეგის მიღწევაა შესაძლებელი, რაც წვენსასურით. მნიშვნელოვანია იცოდეთ, ორივეს შესაძლებლობები და თავად გააკეთოთ არჩევანი, რა დროს რის გამოყენებაა უმჯობესი.

ბლენდერი და წვენსაწური ორი განსხვავებული აპარატია, საკმაოდ განსხვავებული დანიშნულებით. დიახ, ორივე ამუშავებს პროდუქტს მკვებავ სასმელად, თუმცა, მათი მომზადების წესი და საბოლოო შედეგი სულაც არ არის ერთი და იგივე.

წვენსაწური აცალკევებს წვენსა და ბოჭკოს ერთმანეთისგან, რის გამოც მხოლოდ წვენი გრჩებად დასალევად, დანარჩენი ბოჭკოვანი რბილობი კი არის უბრალოდ ნარჩენი. ეს იმას ნიშნავს, რომ 1 ჭიქით თქვენ გაცილებით მეტი ვიტამინისა და სასარგებლო ნივთიერების მიწოდება შეგიძლიათ საკუთარი ორგანიზმისთვის, ვიდრე იმავე მოცულობის (1 ჭიქა) გამოუწურავი პროდუქტის მიღებით.

ბლენდერი ამუშავებს მთელს პროდუქტს, ბოჭკოს ჩათვლით. ამის გამო ხდება უფრო სქელი სასმელის მიღება, რომელსაც სმუზი ეწოდება. ჩვეულებრივ, სმუზის მონელებას უფრო დიდი დრო სჭირდება, მაგრამ მოცულობით,  მეტი საკვები გაქვთ მიღებული, რაც უფრო ხანგრძლივი დროით აკმაყოფილებს თქვენს მადას.

რა მოეთხოვება კარგ წვენსაწურს?!

პირველ რიგში, სახელმა არ უნდა დაგაბნიოთ. მას ერთნაირი წარმატებით შეუძლია გამოწუროს როგორც ხილის, ასევე - ბოსტნეულის წვენი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, უნივერსალური წვენსაწური ამარტივებს სუფთა, დაპრესილი პროდუქტიდან წვენის გამოყოფის პროცესს.

საყოფაცხოვრებო ტექნიკის ლაბორატორიებში უკვე არსებობს კარგად გამოცდილი წვენსაწურები, რომლებიც დაგეხმარებათ, თქვენი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.

რადიკალიზმი სულაც არ არის საჭირო, როდესაც ბლენდერისა და წვენსაწურის შედარებას ვაკეთებთ. არჩევანის ერთის სასარგებლოდ გაკეთებას არავინ გვთხოვს. კეთილმოწყობილ სამზარეულოში კი ადვილად შესაძლებელია როგორც წვენსაწურის, ასევე ბლენდერის მოთავსება და საჭიროების შესაბამისად, მათი გონივრულად გამოყენება.

თუ ტომატის მოსამზადებელი წვენსაწურს ეძებთ, მაშინ აუცილებლად ეწვიეთ ჩვენს წინა ბლოგს.

პოპულარული მოდელები