ყურძნის საწურის საუკეთესო მოდელები

ყურძნის საწური არის ის მოწყობილობა, რომელიც ყველა ღვინის მოყვარულ ადამიანს აქვს. ყურძნის დაწურვა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საფრთხილო საქმეა, შესაბამისად ფრთხილად და დაკვირვებით უნდა მოხდეს ყურძნის საწურის არჩევა. დღევანდელ პირობებში ეს რთული არაა, რადგან თქვენთვის სასურველი საწურის არჩევას მარტივად შეძლებთ.

ტექნიკა განვითარდა და ბაზარზე არის როგორც ხელის, ისე ელექტრო ღვინის საწური. მათი მუშაობა ხდება ავტომატურად, რაც ბევრ დროსა და ენერგიას ზოგავს.

ყურძნის საწური შედგება ავზისგან, წყვილი პარალელური  ლილვაკებისგან და რბილობის შესაგროვებელი კონტეინერისგან.

გადამუშავებისათვის საჭირო ყურძნენი იტვირთება სპეციალურ  ჭურჭელში. ამის შემდეგ, მექანიკურად ან ელექტროენერგიის საშუალებით, ამოძრავებენ პარალელურ ლილვაკებს, რომლებიც ყურძენს წურავენ, ხოლო  დაწურული ყურძენი გადადის  შესაგროვებელ კონტეინერში.

ROLLER საწური

ეს არის უჟანგავი მეტალისგან დამზადებული საწური, რომელიც რულონების მეშვეობით მუშაობს. წყვილი ან მეტი რაოდენობის ჰორიზონტალურად განლაგებული რულონები ცილინდრულია და ბრუნავს საპირისპირო მიმართულებით.

რულონებს შორის არსებული სივრცის ზომის რეგულირება შესაძლებელია სპეციალური მოწყობილობით, ხოლო უშუალოდ რულონს, გოფრირებული ან გლუვი  ზედაპირი აქვს.

ყურძნის ელექტრო საწური

ელექტრო საწური ძალიან მოსახერხებელი ხელსაწყოა. ის მუშაობს სწრაფად, მარტივად და არ იწვევს მომხმარებლის დაღლას. ყურძნის ელეტრო საწურს გააჩნია ხვეული პირები, ხოლო მისი მოძრაობის შედეგად, ავზში მხოლოდ წვენი რჩება.

გარდა ამისა. ელექტრო საწურს ბევრი უპირატესობა აქვს:

  • რამდენჯერმე შემცირდა ყურძნის რბილობის დანაკარგი;
  • დაიზოგება დრო და ძალისხმევა;
  • შესაძლებელია უმაღლესი ხარისხის რბილობისა და დაწურული წვენის მიღება;
  • დანადგარის დიზაინი  მარტივი, საიმედო და ძალიან გამძლეა;
  • ხელის ან მექანიკური მოწყობილობები შეიძლება გამოყენებულ იქნას ელექტროენერგიის არარსებობის შემთხვევაშიც
  • მაღალი ხარისხის უჟანგავი ფოლადის დანადგარები საიმედოდ არის დაცული კოროზიისგან და არ აძლევს ყურძნის წვენს უცხო სუნსა და გემოს.

პოპულარული მოდელები