ტექნიკური ფენი - მარტივი და სწრაფი სამუშაოსთვის
January 15, 2024სარემონტო სამუშაოების დროს, როდესაც ძველი საღებავების მოცილება ხდება საჭირო, ტექნიკური ფენის გამოყენება ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილებაა. საღებავების გარდა, მოწყობილობა გამოიყენება სხვადასხვა სამუშაოს შესასრულებლად, მათ შორის წყლის მილების გასალღობად, მანქანის საღებავის მოსაშორებლად, პოლიეთილენის მილების შესადუღებლად და ა. შ.
ტექნიკური ფენი, ეს არის ხელსაწყო, რომელიც დაგეხმარებათ ნივთიდან ტენიანობის მოშორებაში. მისი გამოენება მარტივია. არის ძალიან კომპაქტური, რადგა მისი ხელში დაჭერა არის შესაძლებელი. ასე კი მარტივია ნებისმიერი ტენის მოშორება და საქმის შესრულება.
დროთა განმავლობაში იქმნებოდა სხავდასხვა ტიპის სამრეწველო ფენები და უამრავმა ბრენდებმა დაიწყეს მისი შექმნა. აქ კი წარმოგიდგენთ საუკეთესო ბრენდის მოდელებს, რომლს მოხმარებაც ძალიან გაგიადვილდებათ, თუნდაც სამშენებლო საქმეში ახალბედა იყოთ.
ტექნიკური ფენი გამოიყენება ტენიანობის მოსაშორებლად ნივთებიდან. შეკუმშული ჰაერის საშრობები აუცილებელია უამრავ სამრეწველო ობიექტში, რომლებიც საჭიროებენ მშრალი, შეკუმშული ჰაერის რეგულარულ მიწოდებას.
ტექნიკური ფენები ძირითადად გამოიყენება კედლების ან რაიმე სხვა ფასადის გასაშრობად. ისინი მუშაობს ელექტრო ენერგიაზე ან აირზე, რის გამოც ისინი მარტივად გამოსაყენებელია.
დღესდღეობით ბაზარზე ხელმისაწვდომია ინსტრუმენტული ჰაერის საშრობის ტიპების ფართო არჩევანი. სხვადასხვა ტიპის ჰაერის საშრობისა და მათი მუშაობის პრინციპების გაგება საშუალებას მოგცემთ აირჩიოთ იდეალური შეკუმშული ჰაერის საშრობი თქვენი უნიკალური გამოყენებისთვის.
Metabo H 16-500
Metabo ტექნიკური ფენი კომპაქტური და მსუბუქი წონის მოდელია, რომელიც იდეალურია შეზღუდულ ადგილებში მუშაობისთვის. ძლიერი ელექტრო გამათბობელი უზრუნველყოფს მაღალ პროდუქტიულობას და დაყენებულ ტემპერატურაზე სწრაფ გათბობას.
გამათბობელი დამზადებულია კერამიკისგან, რომელიც უზრუნველყოფს საიმედო და ხანგრძლივ მუშაობას. ორეტაპიანი ჩამრთველი დაგეხმარებათ შეცვალოთ ტემპერატურა და ჰაერის ნაკადის სიჩქარე, რაც საშუალებას გაძლევთ, დაგეგმილი სამუშაოდან გამომდინარე, შეარჩიოთ შესაბამისი ოპერაციული რეჟიმი.
ხელსაწყოს კორპუსი დამზადებულია მაღალი გამძლეობის პლასტმასისგან. დიზაინი კი ითვალისწინებს ფენის ვერტიკალური მონტაჟის შესაძლებლობას. სახელურს აქვს სპეციალური ბალიშები, რომლებიც ხელს უწყობენ ინსტრუმენტის კომფორტულ გამოყენებას.
პოპულარული მოდელები