სამზარეულოს კომბაინი- დიასახლისთა საუკეთესო დამხმარე

სამზარეულოს კომბაინი იდეალური საჩუქარია დიასახლისებისთვის. თავისი მრავალფუნქციურობით ბევრი რამის გაკეთება და შრომის შემსუბუქება შეუძლია.  ის  სხვადასხვა ტექნიკის ფუნქციას შეასრულებს, რაც დაგიზოგავთ თანხას, რომელიც ბევრი სხვა ტექნიკის შეძენაში უნდა დაგეხარჯათ. სამარეულოს კომბაინში თითქმის ყველაფერი გაერთიანებულია.

სამზარეულოს კომბაინები განსხვავდება შემადგენლობით, ფასის მიხედვით. რაც უფრო მაღალფასიანია, მით უფრო მეტი ტექნიკა და ფუნქცია მოყვება და უფრო სრულყოფილია. ეს არის  ბლენდერის, ჩოფერის, წვენსაწურის, საფრქვავის, საკეპის გაერთიანება.

როგორ უდნა შეარჩიოთ ჩვენთვის სასურველსი სამზარეულოს კომბაინი?

თავდაპირველად მნიშვნელოვანია იცოდეთ ზუსტად როგორი ფუნქციის ტექნიკა გჭირდებათ და რისთვის გამოსაყენებლად. ეს მკვეთრად შემაცირებს არჩევის სირთულეს. არის რამდნეიმე რამ, რისი გათვალისწინებაც აუცილებლად მოგიწევთ:

  • ბრენდი, ფასი, გარანტიის ვადა და პირობები
  • სიმძლავრე
  • სიჩქარეების რაოდენობა
  • იმპულსური რეჟიმი
  • ბრუნვის სიჩქარეები ფუნქციების მიხედვით
  • ფუნქციები
  • ჯამის მოცულობა
  • დამატებითი დეტალები (უსაფრთხოება, კვების კაბელის სიგრძე და ა.შ)
  • კორპუსის და პირების მასალა

თუ ამ კრიტერიუმების მიხედვით შეარჩევთ სამზარეულოს კობაინს, მაშინ შეძლებთ თქვენზე იდეალურად მორგებული ტექნიკა შეარჩიოთ.

სამზარეულო კომბაინი 3-1 ში Royalty Line RL-PKM1900 3/1

ეს სამზარეულო კომბაინი ერთ-ერთი გაყიდვადი მოდელია. მას გააჩნია რამდენიმე ფუნქცია. მასში გაერთიანებულია, ბლენდერი, მიქსერინ და ხორცსაკეპი.

აქვს  1900 ვატი სიმძლავრე,  ჯამის მოცულობა 6.5 ლიტრი, ბლენდერის ჯამის მოცულობა 1.5 ლიტრი და 6 სიჩქარე. ასევე გააჩნია:

  • ძლიერი და გამძლე ძრავი
  • ხორცსაკეპი 4 დანით 
  • დიდი მოცულობის ჯამი
  • ბლენდერის მინის ჯამი
  • დახვეწილი და ელეგანტური დიზაინი, მოუხდება ნებისმიერი სამზარეულოს დიზაინს
  • მიქსერის ჯამი და საცმები უჟანგავი ფოლადისაგან
  • მოცურების საწინააღმდეგო ფეხები

პოპულარული მოდელები