როგორ შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი და საუკეთესო მტვერსასრუტი?

მტვერსასრუტი სისუფთავის შენარჩუნებისთვის ერთ-ერთი ტექნიკაა, რომელიც დაგეხმარებათ სწრაფად და ეფექტურად მოაშოროთ მტვერი და ნაგავი. ის გამოიყენება ყველა ტიპის შენობაში, არა აქვს მნიშვნელობა სად. სისუფთავის დაცვა ყველგან ერთნაირად მნიშვნელოვანია, ხოლო მტვერსასრუტი ამაში მარტივად დაგეხმარებათ

მტვერსასრუტი არის მოწყობილობა, რომელიც ახდენს შეწოვას, რათა მოაცილოს ჭუჭყი იატაკიდან, პერანგებიდან, ფარდებიდან და სხვა ზედაპირებიდან. ის ძირითადად ელექტრო ენერგიაზე მუშაობს და ჭუჭყს აგროვებს მტვრის ტომარაში.

 

არის რამდენიმე მაჩვენებელი, რისი გათვალისიწნებაც მოგიწევთ, სანამ მტევრსასრუტს შეიძენთ!

  1. მტვერსასრუტის შერჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ როგორი ტიპის მტვერსასრუტი დაგჭირდებათ თქვენი ოთახის დასუფთავებისთვის. არსებობს დასუფთავების რამოდენიმე ვარიანტი (ტიპი):  მშრალი, სველი და კომბინირებული დასუფთავება. დასუფთავების კონკრეტული მეთოდისთვის შექმნილია შესაბამისი ტიპის მტვერსასრუტი.

  2.  დასუფთავების მაღალი ხარისხის მისაღწევად მნიშვნელოვანი კომპონენტია სიმძლავრე, შეწოვის ძალა, რაც გასათვალისწინებელია  მტვერსასრუტის შერჩევისას.

  3. მტვრის შემგროვებელი შეიძლება იყოს: ერთჯერადი ტომარა, მრავალჯერადი ტომარა, ან კონტეინერი.

  4.  დიდი მნიშვნელობა აქვს ფილტრაციის სისტემას, რამდენად სუფთა ჰაერი გამოდის მტვერსასრუტიდან ოთახში. მტვერსასრუტის ეფექტურობას განსაზღვრავს, როგორც შეწოვის სიმძლავრე, ასევე ფილტრაციის სისტემა.

  5. მნიშვნელოვანია მტვერსასრუტის ხმაურის დონე. განსაკუთრებით როცა ხშირად გიხდებათ სახლის დასუფთავება, ან გყავთ პატარა ბავშვები.  ნორმალურად ითვლება მტვერსასრუტები, რომელთა ხმაურის დონე არის 71-80 დბ. თუმცა არსებობს თანამედროვე მტვესასრუტები უფრო დაბალი ხმაურის დონით.  

    მტევრსასრუტს რამდენიმე ტიპი გააჩნია: 

    არსებობს მშრალი, სველი და კომბინირებული დასუფთავება.

    მტვერსასრუტები მშრალი  დასუფთავებისთვის-როგორც წესი, კომპაქტურია და ადვილად მოსახმარი. გამოიყენება მყარი ზედაპირის (მაგ.: პარკეტის), ხალიჩების, რბილი და მყარი ავეჯის დასუფთავებისთვის, იქ სადაც პრაქტიკულად სისველე ა რ არის.

    სველი  დასუფთავებისთვის  მტვერსასრუტები  -გამოირჩევა უფრო რთული სისტემით, დიდი გაბარიტებით და შედარებით მაღალი ფასით, მაგრამ  მათი უპირატესობა არის დასუფთავების მაღალეფექტურობა.  სველი დასუფთავების მტვერსასრუტების  საშუალებით შეიძლება დავასუთავოთ სააბაზანო ოთახი, სამზარეულო სადაც მეტლახი და მგავსი ზედაპირია, რომელიც არ დაზიანდება წყლის ზემოქმედებით, ხალიჩები. ძირითადად ამ ტიპის მტვერსასრუტები გამოიყენება, როგორც სველი, ასევე მშრალი დასუფთავებისთვის. 

    კომბინირებული ტიპის მტვერსასრუტების   საშუალებით შესაძლებელია, როგორც მშრალი დასუფთავება, ასევე დაღვრილი სითხის მხოლოდ აღება. ასეთი მტვერსასრუტების მტვრის შემგროვებელი კონტეინერი, როგორც წესი, დიდი ზომისაა.

    უკაბელო მტევრსასუტები

    გარდა სტანდარტული მტვესრასრუტისა, ბაზარზე არის უკაბელო მტევრსასრუტები. მათი მეშვეობით, თქვენ ისარგებლებთ შეუდარებელი კომფორტით და გაასუფთავებთ იმდენ ადგილს, რამდენიც გჭირდებათ. ასევე, მათ გააჩნიათ საჭირო დასუფთავების ფუნქციებს საკაბელო მოდელებთან შედარებით.

    უსადენო მტვერსასრუტები, ზოგადად, არ არის გრძელვადიანი პროდუქტი. მათ შეიძლება გაძლონ, ხუთი წლის განმავლობაში, თუ გაგიმართლათ, სანამ ძვირადღირებული ან შეუკეთებელი ნაწილი არ გაფუჭდება, და ეს იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გააგრძელებთ მის ტექნიკურ მოვლას.

    პოპულარული მოდელები