როგორ გავაკეთოთ სახლში მანიკიური შილაკის აპარატის გამოყენებით?
October 27, 2021shellac მანიკიური არის ბოლო დროის ყველაზე დიდი ტენდენცია ფრჩხილის მოვლის ინდუსტრიაში. უკვე აღარაა აუცილებელი ფრჩხილის ტექნიკოსთან სიარული, რათა მიიღოთ პროფესიონალური შედეგი შილაქ მანიკიურზე.
თქვენ შეგიძლიათ მარტივად გააკეთოთ shellac მანიკიური საკუთარ ფრჩხილებზე სახლში, თუ ფრჩხილის ლაქი და შილაკის აპარატი გაქვთ .
რამდენიმე მარტივი ნაბიჯის გადადგმით, თქვენ გექნებათ ულამაზესი shellac მანიკიური, რომელიც 14 დღემდე შეინარჩუნებს პირვანდელ სახეს. შილაკის მანიკიური გაცილებით დიდხანს ძლებს, ვიდრე ჩვეულებრივი ლაკი.
Shellac მყისიერად შრება ულტრაიისფერი შუქის ქვეშ, რომელიც შილაკის აპარატშია ჩამონტაჟებული. ასე რომ თქვენ არ გაქვთ რისკი ლაკის გაშრობასთან და გაფუჭებასთან დაკავშირებით. ასევე, Shellac-ის უპირატესობა არის ის, რომ იგი ამატებს ფენას ფრჩხილზე, რაც უფრო ძლიერს ხდის თქვენს ფრჩხილს და ამასთან, ნაკლებად მტვრევადი იქნება.
სახლის პირობებში, შილაკის გასაკეთებლად უკვე შეხვდებით სხვადასხვა ასორტიმენტის ნაკრებებს. გაინტერესებთ, რა უნდა შედიოდეს SHELLAC ფრჩხილების ნაკრებში?
აქ უნდა იყოს ყველაფერი ის, რაც დაგჭირდებათ თქვენი საკუთარი ხელით, სრულყოფილი შილაკის მანიკიურის გასაკეთებლად: Shellac ფრჩხილის ულტრაიისფერი შუქის აპარატი ანუ ე.წ. shellac-ის აპარატი, ფრჩხილის გასაკეთებელი ინსტრუმენტები და მრავალფეროვანი ფერთა პალიტრა.
თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი მანიკიურის გასაკეთებელი ინსტრუმენტების ნაკრები თქვენი ფრჩხილების მოსაწესრიგებლად.
მოიშორეთ ფრჩხილიდან ყველანაირი ქერცლი და კანი, რათა კეთების პროცესში, იგი არ მოხვდეს რომელიმე ფენას შორის. ასეთ შემთხვევაში, არის საშიშროება, რომ თქვენი შილაკის მანიკიური გაიბზაროს და აიფურცლოს.
ახლა მოდით გადავიდეთ შილაკის გაკეთების ინსტრუქციაზე და უშუალოდ პროცესი აღვწეროთ!
შილაკის მანიკიურის ფუნჯი არის ჩვეულებრივი, წვრილი, რომლითაც აკეთებთ ორი ფენის გადასმას.
თითოეულ საფეხურს შორის, თქვენ ხელი უნდა მოათავსოთ შილაკის აპარატში ორი წუთის განმავლობაში, რათა მოხდეს შილაკის ლაკის გაშრობა და გამყარდეს იგი თქვენს ფრჩხილზე.
შემდეგ უკვე ხდება ალკოჰოლის შემცველი, სპეციალური ხსნარით შილაკის ლაკის დამუშავება, რათა ფრჩხილის ზედაპირიდან მოაშოროთ წებოვანი ელემენტები, რომელიც ხშირად გროვდება ხოლმე ლაკზე.
პოპულარული მოდელები