რით განსხვავდება პლაზმური ჭრის აპარატი სხვა შედუღების აპარატებისგან?

პლაზმური ჭრის აპარატი მუშაობს ყევლა ტიპის მეტალზე. ეს იქნება ალუმინი, სპილენძი, ფოლადი და ასე შემდეგ. სტანდარტული პლაზმური ჭრის აპარატების მონაცემები არის ასეთი:

ხელსაწყოს დატვირთვის ხანგრძლივობის 60%-ით განსაზღვრა, 3-დან 5 მეტრამდე კაბელის სიგრძე, და კომპრესორიდან ჰაერის მიწოდების სიჩქარის 100-დან 250 ლიტრამდე ზრდა, ჭრის სიღრმე 10, 20, 30 მმ.

პლაზმურ საჭრელს ბერვი უპირატესობა აქვს. მას გააჩნია  მაღალი სიჩქარე და ზუსტი ჭრის შესაძლებლობა. პლაზმური საჭრელის გამოყენება შესაძლებელია ფორმების გასაკეთებლად, ლითონის დასამუშავებლად და აგრეთვე, მატერიალების ამოჩხვლეტისთვის.

როგორ მუშაობს პლაზმური საჭრელი?

პლაზმის საჭრელს გააჩნია ე.წ. ლამპარი, რომელიც შედგება სამი ძირითადი ნაწილისაგან: ელექტროდი, გაზის ქურა და საქშენები. გაზის წნევა იგზავნება ე.წ. ლამპარის მეშვეობით, რის შემდეგაც ელექტროდი ინთება და საქშენები ეხება სამუშაო ლითონს, რითიც იქმნება ერთგვარი წრედი.

ჩირაღდნიდან გასული გაზი ლითონიდან და ელექტროდიდან შექმნილი ნაპერწკლის მეშვეობით თბება და წარმოქმნის პლაზმას. ელექტრული პლაზმა ჭრის ლითონს, ხოლო დამცავი გაზი იცავს ჭრის ადგილს, ისევე როგორც შედუღების არეალს. 

პლაზმური საჭრელი ტიპები

ასრებობს ხელის პლაზმური საჭრელი და მექანიკური პლაზმური საჭრელი.

ხელის პლაზმური საჭრელს იყენებენ ისინი, ვისაც ლითონისგან ხელნაკეთი ნივთების დამზადების ჰობი აქვთ ან სჭირდებათ ამ იარაღის ტრანსპორტირება ხშირად. ხელის პლაზმურ საჭრელს გააჩნია ხელით სამართავი პლაზმური ლამპარი, რომლითაც ჭრის მეტალს.

მექანიკურ პლაზმურ საჭრელი გამოიყენება უფრო დიდი საჭრელი სამუშაოების შესასრულებლად, რადგან ის არ იმართება ხელით, ვინაიდან დამონტაჟებულია მაგიდაზე და სწორედ ამ მაგიდაზე ხდება მეტალის დაჭრა, ხოლო ამ ჭრას და საჭრელი ლამპრის სიღრმეს აკონტროლებს კომპიუტერული სისტემა, რომლითაც აგრეთვე შესაძლებელია, როგორც ლითონის გადნობა ისევე მისი ლაზერული ჭრა.

როგორ დავიცვათ უსაფრთხოების ნორმები?

ყველა ტიპის სამუშაოს შესრულებისას, რა სახის ტექნიკასაც არ უნდა გამოვიყენოთ, საჭირო უსაფრთხოების წესები დავიცვათ. პლამურ საჭრელთა მუშაობა საკმაოდ სახიფათოა, ამიტომ საჭირო უსაფრთხოების ნორმებს ზედმიწევნით მივყვეთ.

პლაზმური საჭრელი იყენებს ელექტრულ რკალს, შესაბამისად საჭიროა, რომ გამოვიყენოთ შედუღებისთვის საჭირო ჩაფხუტი და უსაფრთხოების სათვალეები, რათა თავი დავიცვათ ნათებისგან.

მუშაოვისას, პლაზმური საჭრელი, აუცილებლად დაიწყებს ნაპერწკლების ფანტვას, ამიტომაც კარგი იქნება თუ გამოიყენებთ შედუღების ხელთათმანს, წინსაფარს და ქურთუკს თავდაცვისთვის, რათა თავიდან აირიდოთ სხეულის დამწვრობა.

პოპულარული მოდელები