კონდინციონერი, გააგრილეთ ოთახი ცხელ ზაფხულში!

კონდინციონერი, შეიძლება ითქვას, რომ ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი ტექნიკაა. ის გამოიყენება ნებისმიერ ადგილას, სადაც გინდათ. ეს იქნება სახლი, ოფისი, უნივერსიტეტი, სკოლა და ასე შემდეგ. იქ სადაც გრილი ჰაერი მოგესურვებათ.

კონდინციონერი არის ტექნიკა, რომელიც გამოიყენება შიდა სივრცეებში გარკვეული ტემპერატურის, ტენიანობის და ჰაერის სისუფთავის პირობების შესაქმნელად და შესანარჩუნებლად.

კონდიცირების სისტემის ძირითადი მიზნებია, რომ ხელი შეუწყოს შიდა ჰაერის კარგი ხარისხის შენარჩუნებას, ადექვატური ვენტილაციის მეშვეობით, ფილტრაციით და უზრუნველყოს თერმული კომფორტი.

 

როგორ მუშაობს კონდინციონერი?

კონდიციონერები თქვენი სახლის შიგნიდან თბილ ჰაერს იღებენ და გარეთ გააქვთ , ხოლო გრილი ჰაერს გამოათავისუფლებენ ოთახში და ასე ამცირებენ ტემპერატურას. გამაგრილებელი მიედინება კომპრესორის განყოფილებაში და კონდენსატორში, რაც მას ისევ გრილ სითხედ აქცევს.

კონდიციონერები იღებენ ჰაერს გარედან? პასუხია, არა. თუმცა ზოფიერთ კონდიციონერში, ჩვეულებრივ სითბოს ტუმბოები (კონდინციონერის სისტემის ნაწილი), მდებარეობს სახლის გარეთ, ის არ იღებს ჰაერს გარედან. მისი მთავარი დანიშნულება, რომელიც არის ჰაერის გაგრილება თქვენს სახლში, მიიღწევა არა გრილი ჰაერის შიგნით გადაადგილებით, არამედ არასასურველი სითბოს გარეთ გატანით.

 

ოთახის დასადგამი კონდინციონერი

დასადგამი კონდიციონერი არის სხვა ტიპის კონდიციონერი, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება ისეთ ადგილებში, როგორიცაა რესტორნები , დარბაზები და ა.შ. მისი სახელით აშკარაა, რომ ის ძირითადად იატაკზე დგას.

ერთ შლანგიანი პორტატული კონდიციონერები მუშაობენ ოთახის შიგნიდან  ჰაერის გამოტანით. ტექნიკის შიგნით არსებული ძრავა აციებს ჰაერს მთელ სივრცეში მიმოქცევისთვის. დანადგარი ასევე იღებს ზედმეტ თბილ ჰაერს და ტენიანობას და გადააქვს მას შლანგში, შემდეგ - ფანჯრაში და გარეთ.

პორტატული კონდიციონერები კარგია გაგრილებისთვის. თუ გსურთ პორტატული AC მოდელი, რომელსაც შეუძლია ოთახიდან ოთახში გადაადგილება, მაშინ ეს კარგი ვარიანტია. 

პოპულარული მოდელები