რა მახასიათებლების მიხედვით უნდა შეარჩიოთ სამზარეულოს კომბაინი?
March 15, 2023სამზარეულოს კომბაინი იდეალური საჩუქარია დიასახლისებისთვის. თავისი მრავალფუნქციურობით ბევრი რამის გაკეთება და შრომის შემსუბუქება შეუძლია. ის სხვადასხვა ტექნიკის ფუნქციას შეასრულებს, რაც დაგიზოგავთ თანხას, რომელიც ბევრი სხვა ტექნიკის შეძენაში უნდა დაგეხარჯათ. სამზარეულოს კომბაინში თითქმის ყველაფერი გაერთიანებულია.
სამზარეულოს კომბაინები განსხვავდება შემადგენლობითა და ფასის მიხედვით. რაც უფრო მაღალფასიანია, მით უფრო მეტი ტექნიკა და ფუნქცია მოყვება და უფრო სრულყოფილია. ეს არის ბლენდერის, ჩოფერის, წვენსაწურის, საფქვავის და საკეპის გაერთიანება.
რა განსხვავებაა სამზარეულოს კომბაინსა და ბლენდერს შორის?
ორივე ტექნიკას ყველა ოჯახის სამზარეულოში დიდი ადგილი უკავია და ნამდვილად მნიშნვნელოვან საქმეს აკეთებენ. თუმცა მათ შორის რა თქმა უნდა არის განსხვავება, რომელიც საკმაოდ თვალსაჩინოა.
მთავარი განსხვავება კი დანის პირებია . სამზარეულოს კომბაინს უფრო მკვეთრი დანა აქვთ ვიდრე ბლენდერებს. ეს ნიშნავს, რომ კომბაინები დაჭრიან თქვენს საკვებს და შეინახავენ მას მყარ ფორმაში, ხოლო ბლენდერები შექმნიან სითხეებს.
მაგალითად, ავიღოთ სტაფილო, ბლენდერი ფაფას ამზადებს, ხოლო სამზარეულოს კომბაინი მას კუბებად ჭრის და ინარჩუნებს მის ტექსტურას და წონას.
თუ წვნიანი და სმუზი თქვენი რაციონის ძირითადი ნაწილია, მაშინ ბლენდერი კარგი იქნება, მაგრამ თუ თქვენ ეძებთ რაღაც უფრო მრავალმხრივს, ღირს მეტი დახარჯოთ სამზარეულოს კომბაინზე.
როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს კომბაინი?
კომბაინის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ შემდეგ მახასიათებლებს:
- ბრენდი
- ფასი
- გარანტიის ვადა და პირობები
- სიმძლავრე
- სიჩქარეების რაოდენობა
- იმპულსური რეჟიმი
- ბრუნვის სიჩქარეები ფუნქციების მიხედვით
- ფუნქციები
- ჯამის მოცულობები
- დამატებითი დეტალები (უსაფრთხოება, კვების კაბელის სიგრძე და ა.შ)
- კორპუსის და პირების მასალა
პოპულარული მოდელები