რა დადებითი მახასიათებლები და თვისებები გააჩნია სკუტერის ქონას?

არსებობს გარკვეული მოსაზრებები, რომლებიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს ელექტრონული სკუტერის შეძენამდე. მაგალითად  ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სიჩქარე, უსაფრთხოება და გამოყენების სიმარტივე.

სკუტერები იდეალურია სწრაფი მოძრაობისთვის , მათი სტრუქტურა და მექანიზმი საუკეთესოა მოკლე დისტანციებზე გასასეირნებლად.  მანევრირების სიმარტივე, სწრაფი აჩქარება და მსუბუქი წონა -  მათ ყველასთვის შესაფერისს ხდის.

სკუტერით გადაადგილება, ნაკლებად სტრესული საქმეა მექანიკური გადაცემათა კოლოფის არარსებობის გამო. სწორედ ამიტომ, ველოსიპედებთან შედარებით ბევრისთვის სკუტერის მართვა, შეიძლება უფრო კომფორტული იყოს.

გადატვირთული მოძრაობის დროს, სკუტერის მართვა გაცილებით ადვილია. მისი მსუბუქი ჩარჩოს დამსახურებით, ძალიან მოხერხებული და პრაქტიკული გადაადგილების საშუალებაა.

Qiewa Q-Power

სიის სათავეში არის Qiewa Q-POWER, რომელსაც ნებისმიერ გზაზე შეუძლია სიარული. ეს არის მათი ყველაზე ძვირადღირებული ელექტრო სკუტერი - და ასევე ყველაზე სწრაფი.

წარმოუდგენელი 1600 ვატიანი ორმაგი ძრავით აღჭურვილი Q-POWER-ს შეუძლია მიაღწიოს მაქსიმალურ სიჩქარეს 55 მილი საათში. ეს არის  ყველაზე სწრაფი ელექტრო სკუტერი ბაზარზე ამ დროისთვის.

აღნიშნული სკუტერი გამოირჩევა საკმაოდ დიდი სიჩქარით , მაგრამ გარდა ამისა, ასევე გამოირჩევა შთამბეჭდავი მახასიათებლებით:

მაღალი ტევადობის 5C 26AH ბატარეით აღჭურვილი Q-POWER-ს შეუძლია გაიაროს დაახლოებით 50 მილი ერთი დატენვით, იმისდა მიხედვით, თუ როგორ იყენებთ მას. ერთ დამუხტვას სჭირდება 12-დან 15 საათამდე, რაც საკმაოდ ნორმალურია.

პოპულარული მოდელები