რა განსხვავებაა სამზარეულოს კომბაინსა და ბლენდერს შორის?
July 20, 2022დაჭერით, მოზილეთ, გახეხეთ… თქვენ დაასახელეთ და სამზარეულოს კომბაინს შეუძლია ამ ყველაფრის გაკეთება. მისი ფლობა ჰგავს სამზარეულოში პერსონალური დამხმარის ყოლას ან მეორე წყვილი ხელების ქონას.
სამზარეულოს კომბაინი იდეალური საჩუქარია დიასახლისებისთვის. თავისი მრავალფუნქციურობით ბევრი რამის გაკეთება და შრომის შემსუბუქება შეუძლია. ის სხვადასხვა ტექნიკის ფუნქციას შეასრულებს, რაც დაგიზოგავთ თანხას, რომელიც ბევრი სხვა ტექნიკის შეძენაში უნდა დაგეხარჯათ. სამარეულოს კომბაინში თითქმის ყველაფერი გაერთიანებულია.
რა განსხვავებაა სამზარეულოს კომბაინსა და ბლენდერს შორის?
ორივე ტექნიკას ყველა ოჯახის სამზარეულოში დიდი ადგილი უკავია და ნამდვილად მნიშნვნელოვან საქმეს აკეთებენ. თუმცა მათ შორის რა თქმა უნდა არის განსხვავება, რომელიც საკმაოდ თვალსაჩინოა.
მთავარი განსხვავება კი დანის პირებია. სამზარეულოს კომბაინს უფრო მკვეთრი დანა აქვთ ვიდრე ბლენდერებს. ეს ნიშნავს, რომ კომბაინები დაჭრიან თქვენს საკვებს და შეინახავენ მას მყარ ფორმაში, ხოლო ბლენდერები შექმნიან სითხეებს.
მაგალითად, ავიღოთ სტაფილო, ბლენდერი ფაფას ამზადებს, ხოლო სამზარეულოს კომბაინი მას კუბებად ჭრის და ინარჩუნებს მის ტექსტურას და წონას.
თუ წვნიანი და სმუზი თქვენი რაციონის ძირითადი ნაწილია, მაშინ ბლენდერი კარგი იქნება, მაგრამ თუ თქვენ ეძებთ რაღაც უფრო მრავალმხრივს, ღირს მეტი დახარჯოთ სამზარეულოს კომბაინზე.
სამზარეულოს კომბაინი Electrolux EKM3700
შესანიშნავი, მრავალფუნქციური კომბაინი, რომელიც ნამდვილად გაამარტივებს თქვენს ცხოვრება ს და სამზარეულოს საქმიანობას. მას მრავალი ფუნქცია და დანიშნულება აქვს, რომელიც სხვადსხვა საქმეში დაგეხმარებათ. კომბაინს გააჩნია ბოსტნეულის საჭრელი, ბლენდერის ჭიქა, ხორცსაკეპი, ცომის საზელი და სათქვეფი.
მისი მახასიათებლებია:
- ნომინალური სიმძლავრე: 800 w
- ჯამის მოცულობა: 4 ლ
- სიჩქარის რაოდენობა: 6 + იმპულსური რეჟიმი
- დაცვა გადახურებისაგან
- დაცვა გადატვირთვისაგან
- იმპულსური რეჟიმი
- უჟანგავი ფოლადის საცმები
- ფუნქციები: სამზარეულოს კომბაინი; ბლენდერი; მიქსერი; ხორცსაკეპი; ცომის საზელი
პოპულარული მოდელები